ქობულეთის მუზეუმი - Kobuleti Museum

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ქობულეთის მუზეუმი - Kobuleti Museum

ქობულეთის მუზეუმი - Kobuleti Museum ქობულეთის მუზეუმი

18/05/2026
📚 ქობულეთის მუზეუმში  საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში მრავალფეროვანი თემატიკის აქტივობები გაიმართა. ✨ მონაწილეები აქ...
05/05/2026

📚 ქობულეთის მუზეუმში საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში მრავალფეროვანი თემატიკის აქტივობები გაიმართა.

✨ მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართული შემეცნებით და შემოქმედებით პროცესში, რამაც პროექტი განსაკუთრებულად საინტერესო და დასამახსოვრებელი გახადა.

კვირეული 14 აპრილს, დედაენის დღეს დაიწყო და დასკვნითი ღონისძიება საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეების დაჯილდოებით დასრულდა - აქტივობებში ჩართულ მონაწილეებს სამახსოვრო დიპლომები გადაეცათ.

ზურაბ გორგილაძე - ჩვენი კულტურული იდენტობის მცველი. დღეს ქართული საზოგადოება ჩვენი ეროვნული სიტყვიერების დიდოსტატის, ზურ...
05/05/2026

ზურაბ გორგილაძე - ჩვენი კულტურული იდენტობის მცველი.

დღეს ქართული საზოგადოება ჩვენი ეროვნული სიტყვიერების დიდოსტატის, ზურაბ გორგილაძის დაბადების დღეს აღნიშნავს.
ქობულეთის მუზეუმი, როგორც პოეტის შემოქმედებითი და მატერიალური მემკვიდრეობის მთავარი მცველი, განსაკუთრებული მოკრძალებითა და პატივისცემით უერთდება ამ ღირსშესანიშნავ თარიღს.

აღსანიშნავია, რომ პოეტმა აჭარული კილოკავი ეროვნულ სალიტერატურო საგანძურად აქცია. ჩვენი მისია სწორედ ამ მემკვიდრეობის მოფრთხილება, პოპულარიზაცია და იმ შემოქმედებითი მუხტის შენარჩუნებაა, რომელიც მის თითოეულ ტაეპში ცოცხლობს.

დღევანდელი დღე ჩვენთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, ხელახლა გავიაზროთ ჩვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობა.

ღრმად გვწამს, რომ ზურაბ გორგილაძის სიტყვა კვლავაც დარჩება ჩვენი ერის სულიერ მეგზურად.

🏛️ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მატერიალურ კულტურული ძეგლების და ძეგლებთან მისასვლელი ტერიტორიების მოწესრიგება დაიწყო.სამუ...
18/04/2026

🏛️ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მატერიალურ კულტურული ძეგლების და ძეგლებთან მისასვლელი ტერიტორიების მოწესრიგება დაიწყო.

სამუშაოების ფარგლებში ძეგლები იწმინდება სარეველა ბალახებისგან და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან.

გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, მუზეუმის მოკვლევის ჯგუფი ახორციელებს დაკვირვებას - ძეგლების მდგრადობის შესასწავლად და ტურისტების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით.

#ქობულეთი #კულტურულიმემკვიდრეობა #მუზეუმი #ისტორია
#ძეგლთადაცვა

✨ ქართული ენა - ხელის ჩუქურთმა 📚 დედაენის დღესთან დაკავშირებით ქობულეთის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ნამუშვრები გამოიფი...
16/04/2026

✨ ქართული ენა - ხელის ჩუქურთმა

📚 დედაენის დღესთან დაკავშირებით ქობულეთის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ნამუშვრები გამოიფინა.

გამოფენაზე წარმოდგენილია ქობულეთის პირველი საჯარო სკოლის ბაზაზე არსებული სახელოვნებო სივრცის - „არტ სახელოსნოსა“ და სოფელ ქობულეთის წმ. ნინოს სახელობის შემოქმედებითი სკოლა-სახელოსნოს მოსწავლეების მიერ შესრულებული ნამუშევრები.

📜 ნამუშევრებს შორის არის კალიგრაფიული ნიმუშები, კალიგრამები, თემატური ტექსტები და ვიზუალური კომპოზიციები, რაც ქართული ანბანის ესთეტიკურ და კულტურულ მნიშვნელობას ასახავს და ხაზს უსვამს მის უნიკალურობასა და მრავალსაუკუნოვან ტრადიციას.

გამოფენა მუზეუმში 6 მაისის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი.

✔️
15/04/2026

✔️

„ქართული ენა, ხელის ჩუქურთმა“ - ამ სახელწოდებით ქობულეთის მუზეუმში კალიგრაფიული ნამუშევრების, კალიგრამების და .....

📚 ქობულეთის მუზეუმში, დედაენის დღესთან დაკავშირებით გამოფენა “ქართული ენა - ხელის ჩუქურთმა”გაიხსნება. ✔️ მონაწილეობენ : ...
14/04/2026

📚 ქობულეთის მუზეუმში, დედაენის დღესთან დაკავშირებით გამოფენა “ქართული ენა - ხელის ჩუქურთმა”გაიხსნება.

✔️ მონაწილეობენ : 👇
სოფელ ქობულეთის წმ. ნინოს სახელობის შემოქმედებითი სკოლა - სახელოსნო;
პირველი საჯარო სკოლის ბაზაზე არსებული სახელოვნებო სივრცე არტ-სახელოსნოს მოსწავლეები.

ნამუშევრები მუზეუმის საგამოფენო სივრცეში 15 აპრილიდან 6 მაისამდე იქნება წარმოდგენილი.

დასწრება თავისუფალია 🙌

21/03/2026

👏🏻 👏🏻 👏🏻 👏🏻 👏🏻 👏🏻 👏🏻

👏🏻  👏🏻   👏🏻  👏🏻  👏🏻  👏🏻  👏🏻
21/03/2026

👏🏻 👏🏻 👏🏻 👏🏻 👏🏻 👏🏻 👏🏻

Address

Agmashenebeli 100
Batumi
6400

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00
Sunday 10:00 - 18:00

Telephone

+995 591996677

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქობულეთის მუზეუმი - Kobuleti Museum posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to ქობულეთის მუზეუმი - Kobuleti Museum:

Share

Category