ღვინტესტი

ღვინტესტი ღვინის ლაბორატორია და საკონსულტაციო ცენტრი

შ.პ.ს "ღვინტესტი" დაფუძნებულია ცნობილი ქართველი მევენახე-მეღვინის-ვანო შიუკაშვილის -მიერ. კომპანიის მიზანია საქართველოში მცირე და საშუალო მეღვინეობის განვითარების მხარდაჭერა. "ღვინტესტი" გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ და სწრაფ ლაბორატორიულ მომსახურებას თქვენი ალკოჰოლური სასმელების წარმოებისათვის.
☑ ჩვენი ლაბორატორია მდებარეობს კახეთში, რაც ადგილობრივი მცირე და საშუალო მეღვინეებისთვის მეტად ხელსაყრელი

ა.
☑ ჩვენთან ფასები დაბალია, ხოლო ხარისხი მაღალი.
☑ ჩვენთან გამოცდილი დეგუსტატორების მიერ ხორციელდება უფასო ორგანოლეპტიკური შეფასება.
☑ ჩვენ გვაქვს ადგილზე სწავლებისა და კონსულტაციის სერვისი.
☑ ჩვენთან სატელეფონო კონსულტაცია უფასოა.
☑ ჩვენ ვატარებთ ტრენინგებს აქტუალურ თემებზე.

28/03/2020

ქვევრების გახსნისა და კორონავირუსის აქტიური სეზონთან დაკავშირებით გვაქვს აქცია: :) მოიტანეთ თქვენი ღვინოები ჩვენს ლაბორატორიაში და საჩუქრად მიიღეთ 0,5 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი :)

ჩვენი ლაბორატორიის კიდევ ერთი პარტნიორი Ilia Giorganashvili სოფელ ბუშეტში ფლობს საფერავისა და რქაწითელი ვენახებს. 2018 წ...
04/07/2019

ჩვენი ლაბორატორიის კიდევ ერთი პარტნიორი Ilia Giorganashvili სოფელ ბუშეტში ფლობს საფერავისა და რქაწითელი ვენახებს. 2018 წლიდან დაიწყო ღვინის წარმოება საოჯახო მარანში. მშენებლობის დასრულებასთან ერთად გეგმავს ღვინოების ბოთლში ჩამოსხმასაც. 🍷ჩვენი გუნდი წარმატებებს უსურვებს ბატონ ილიას და მადლობას ვუხდით მას თანამშრომლობისთვის.

ყველა გამარჯვებულ კომპანიას ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას! 🍷🍷განსაკუთრებული მილოცვა ჩვენი ლაბორატორიის ერთგულ პარტნიორებს 🍾...
27/06/2019

ყველა გამარჯვებულ კომპანიას ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას! 🍷🍷განსაკუთრებული მილოცვა ჩვენი ლაბორატორიის ერთგულ პარტნიორებს 🍾 WinoMi - ვინომი გოგი ოტიაშვილის მარანი / Gogi Otiashvili Wine Cellar Nasrashvili Cellar / ნასრაშვილების მარანი Chateau Kiramala პაპუნას მარანი Sesiashvili's Marani / სესიაშვილის მარანი Levani's Marani Akhmeta ლევანის მარანი ახმეტა

ასოციაცია“ ქართული ღვინო“- ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორ.....

06/05/2019

დავირაზმეთ მთელი ერი :)

საქართველოს ღვინის კლუბი 2018 წლის 12 მაისს რიგით მეცხრე ახალი ღვინის ფესტივალს ჩაატარებს. ახალი ღვინის ფესტივალი 2018-ის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ქ. თბილისის მერია. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს "მარანი" (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი, რადიო უცნობი. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, g.vino.
ახალი ღვინის ფესტივალი წლების მანძილზე უკვე ნამდვილ სახალხო დღესასწაულად ჩამოყალიბდა, რომლის მთავარი მიზანიც ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა. 2010 წლიდან დაწყებული, ყოველ წელს ფესტივალის მასშტაბი იზრდება, ახალ-ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები გამოდიან ასპარეზზე და გვაცნობენ თავიანთ მოსავალს, ნაშრომს. 2017 წელს ფესტივალზე შეკრებილი იყო დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ასოციაციები და სახელმწიფო ორგანიზაციები - სულ 200-ზე მეტი სუბიექტი.
ახალი ღვინის ფესტივალს ღვინის მწარმოებლების გარდა მოუთმენლად ელიან ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულები. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ახალი ღვინის ფესტივალის თარიღი (მაისის მეორე შაბათი) და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად.
ქართული ღვინის ყველა ქომაგს წლევანდელი ახალი ღვინის ფესტივალი კვლავ მთაწმინდის პარკში ელის. 12 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინის დიდი კომპანიები, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ოჯახური მარნები ფესტივალის სტუმრებს დაახვედრებენ ბოლო მოსავლის (2017 წლის) საუკეთესო ღვინოებს.
ახალი ღვინის ფესტივალის ხიბლი სწორედ მრავალფეროვნება და ახალი გემოების აღმოჩენაა, თან უშუალოდ ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრისას უფრო მეტის გაგება შეგვიძლია იმ ღვინის შესახებ, რომელსაც დავაგემოვნებთ და მოგვეწონება.
ახალი ღვინის ფესტივალი 2018 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.
ფესტივალის კარი ყველა სტუმრისთვის ღიაა. ფესტივალზე ისიამოვნებთ კარგი მუსიკით, იქნება სახალისო პროგრამა, გათამაშდება საუკეთესო ღვინით სავსე სასაჩუქრე კასრები და სხვ.
The Georgian Wine Club will host its ninth New Wine Festival on May 12, 2018. The event continues partnership with the National Wine Agency and Tbilisi City Hall. The information support is provided by Marani web portal (vinoge.com), Wine Information Center and Radio Utsnobi. Other partners of the event are the Mtatsminda Park and the National Library of the Parliament of Georgia, g.vino.
Having become people’s favorite fiesta over the recent years, the New Wine Festival strives to promote the Georgian wine, improve wine education and enhance consumption culture in Georgia. Since 2010, the significance of the festival has increased, with new family wineries and wine companies emerging in the market to offer their harvest. The festival held in 2017 brought together over 200 participants, including small, medium and large wineries, associations and state agencies.
It is not only wine producers that look forward to the festival every year. Both Georgian and foreign wine professionals, wine writers, wine bars and restaurants, wine enthusiasts make arrangements for this pleasant meetup. So do the world’s famous wine masters, sommeliers, importers and wine writers, who make sure the second Saturday of May is well saved on their calendars.
The fans of the Georgian wine will be welcome at the Mtatsminda Park on Saturday, May 12, 2018. Large wine companies along with medium and small wineries and family wine cellars will be happy to offer their new harvest (2017) wines to the visitors from 11:00 to 6:00.
Diversity and discovery of new tastes is one of the perks of the New Wine Festival. Added to that is the pleasure of meeting the wine producers in person to find out more about the wine of one’s choice.
The New Wine Festival 2018 will open with the traditional ceremony of qvevri opening, accompanied by the Georgian folk song Mravaljamieri. Traditionally, the qvevri will be full of the best wine from a family winery, carefully selected by the Wine Club.
The festival is open for all guests. Among other enjoyable things, there will be good music, fun agenda, and a lottery giving the opportunity to win barrels filled with the best wine.

წარმატებები ჩვენს საამაყო პარტნიორს!
02/05/2018

წარმატებები ჩვენს საამაყო პარტნიორს!

Sputnik საქართველო ვსაუბრობთ იმაზე, რაზეც სხვები არ ლაპარაკობენ

Address

წინანდალი
თელავი
2217

Telephone

995591057925

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ღვინტესტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to ღვინტესტი:

Share