2011-2012 წლებში მოხდა ციხე-სიმაგრის კომპლექსის სრული განახლება: აღდგა ციხის მთლიანი გალავანი და ყველა გოდოლი სათოფურებიანად და ქონგურებიანად. ციხე-სიმაგრის ზედა ნაწილში რესტავრაცია ჩაუტარდა ჰაჯი ახმედ ფაშა ჯაყელის მიერ აგებულ მეჩეთს, მედრესესა და მინარეთს, აღდგა ციტადელი და IX საუკუნის მართლამადიდებლური ტაძარი. მოხდა ჯაყელების სასახლის რეაბილიტაცია, სადაც განთავსდა სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზ
ეუმი. ციხე-სიმაგრის ეს ნაწილი განკუთვნილია დამთვალიერებელთათვის.
ციხე-სიმაგრის ქვედა ნაწილში განლაგდა ინფრასტრუქტურა: სასტუმრო, კაფე-ბარები, რესტორნები, მაღაზიები. ყოველივე ეს დამთვალიერებელს მისცემს საჭირო მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალებას. ამავე ნაწილში განთავსდა რამდენიმე დაწესებულებაც: ქორწინების სახლი, თოჯინების თეატრი. აქვეა ციხე-სიმაგრის ადმინისტრაციისა და სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის ოფისების შენობები.
ახალციხის ციხის ქვედა ნაწილში შესვლა უფასოა, ბილეთები იყიდება ზედა(ისტორიული) ნაწილისთვის.
ბილეთის ფასი:
საქართველოს მოქალაქე:
ზრდასრული - 10 ლარი.
მოსწავლე - 3 ლარი.
სტუდენტი - 3 ლარი.
პენსიონერი - 3 ლარი.
უცხოელი ვიზიტორი:
ზრდასრული - 20 ლარი.
სტუდენტი - 15 ლარი.
მოსწავლე -15 ლარი.
აუდიო გიდი - 15 ლარი (ქართული, ინგლისური, რუსული)
საექსკურსიო გიდის მომსახურება:
1-2 ვიზიტორი - 20 ლარი.
3-10 ვიზიტორი - 40 ლარი.
11-25 ვიზიტორი - 60 ლარი.
26-50 ვიზიტორი - 100 ლარი.
სამუშაო საათები:
ახალციხის ციხე:
ყოველდღე 09:00-18:00
მუზეუმი: 10:00-18:00, ბოლო დაშვება 17:30
გაითვალისწინეთ რომ მუზეუმი არ მუშაობს ორშაბათობით და სახელმწიფო დასვენების დღეებში.
_______________________
In 2011-2012 Akhaltsikhe Castle was totally renovated including its lower and upper parts. Giorgi's Orthodox Church (IX c.), the Mosque and Madrasah (XVIII c.), the Citadel and Samtskhe-Javakheti History Museum. The infrastructure (hotel, cafe-bar, restaurant, shops) is located in lower part. Ticket Price:
Citizen of Georgia:
Adult- 10 Gel. Pupil - 3 Gel. Student - 3 Gel. Foreign visitor:
Adult- 20 Gel. Student -15 Gel. Pupil - 15 Gel. Audio Guide: 15 Gel. (Georgian, English, Russia)
Excursion guide service:
1-2 visitors - 20 Gel.
3-10 visitors - 40 Gel.
11-25 visitors - 60 Gel.
26-50 visitors - 100 Gel. Working hours:
Akhaltsikhe Castle: everyday 09:00-18:00
Museum: 09:00-18:00, Last entry 17:30
Please note that the museum is closed on Mondays and public holidays