ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმი

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმი
Call Directions Website Contact the museum

ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმი მუზეუმში წარმოდგენილია მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ი.ჭავჭავაძისა და მის თანამოაზრეთა პირადი ნივთები

თუ თქვენი მიზანია გაეცნოთ აჭარის ისტორიასა და კულტურას,ამის შესაძლებლობა აჭარის მუზეუმებში სტუმრობისას მოგეცემათ, მათ შორის ზღვისპირად ალ.გრიბოედოვის N 5-ში განთავსებულ ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში. ქალაქ ბათუმში ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმი დაარსდა 2001 წელს პროფესორ თეიმურაზ კომახიძის ძალისხმევით. მუზეუმში სტუმრობისას თქვენ დაგხვდებათ სასიამოვნო გარემო და საინტერესო ექსპოზიცია,სადაც მიიღებთ ინფორმაციას ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის და მისი როლის შესახებ აჭარის ისტორიაში.გაეცნობით ილია ჭავჭავაძის და სხვა საზოგადო მოღვაწეთა პირად ნივთებს, ფოტო მასალებს, ფერწერულ ტილოებს,სკულპტურულ,ყოფისა და ეთნოგრაფიულ ნივთებს. ილია ჭავჭავაძის გვარი საისტორიო წყაროებში XV საუკუნიდან მოიხსენიება. ექსპოზიციაში წარმოდგენილია( ფოტო ასლი) ჭავჭავაძეთა გენეალოგიური შტო (ორიგინალის ავტორი მხატ. ლადო გუდიაშვილი). ექსპოზიციას ამშვენებს ილიას სახლ-კარის მაკეტი,რომელიც დამზადებულია მოქანდაკე ზურაბ წერეთლის მიერ. კარმიდამოს დათვალიერებისას რომელიც შემოზღუდულია რიყის ქვის გალავნით და სადაც განთავსებულია: საგვარეულო კოშკი,მარანი,თონე.ბეღელი,თავლა,წყლის წისქვილი, საოცარი განწყობა გეუფლება,თითქოს შენც იმ ყოფის ნაწილი ხდები . აქვეა ილიას ოჯახის პირადი ნივთები: სამოვარი,მაგიდა-კარადა. ექსპოზიციაში წარმოდგენილია ხელის საკერავი მანქანა,რომელიც ეკუთვნოდა ილიას მეუღლეს ოლღა გურამიშვილს. ექსპოზიციას ამშვენებს ილიას მიერ 1877 წელს დაარსებული გაზეთ“ივერიის“გამოცემები. ექსპოზიციაში დაცულია ილია ჭავჭავაძის სატირული ნაწარმობის,,კაცია ადამიანის ?!“ პერსონაჟების „ლუარსაბისა და დარეჯანის“ქანდაკება (ავტ.დ. ბოლქვაძე). მუზეუმში დაცულია შერიფ ხიმშიაშვილის,ზემო აჭარი მმართველის, სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის „ჯიბის საათი.“ ექსპოზიციაში წარმოდგენილია ქ.ბათუმში პირველი ქართული სკოლის მაკეტი. 1881 წელის 23 მარტს ილია ჭავჭავაძემ და წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ბათუმში გახსნა პირველი ქართული სკოლა. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ების აჭარის განყოფილებას ხელმძღვანელობდა ექიმი,პოეტი და საზოგადო მოღვაწე გრიგოლ ვოლსკი. ბათუმში ჩამოსვლისას ილია ჭავჭავაძე ჩერდებოდა გრიგოლ ვოლსკის სახლში. ექსპოზიციაში წარმოდგენილია გრიგოლ ვოლსკის ოჯახის სავარძლები ( XIX ს .II ნახ.) ქალაქის თავად ქართველის არჩევას ილია დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. 1895 წელს ილიას რეკომენდაციით ბათუმის თავად არჩეული იქნა ლუკა ასათიანი . 1902 წელს ივანე ანდრონიკაშვილი. სწორედ მათი მოღვაწეობის პერიოდში დაიწყო ბათუმის კულტურულ ეკონომიური აღმშენებლობა.საძირკველი ჩაეყარა და აშენდა ვაჟთა და ქალთა გიმნაზიები,საავადმყოფო,გაიხსნა სკოლები, დამონტაჟდა თბოელექტრო სადგური, საფუძველი ჩაეყარა მწვანე კონცხის ,ბოტანიკური ბაღის განაშენიანებას. ფოტოები დაცულია მუზეუმის ექსპოზიციაში. ექსპონირებულია ლუკა ასათიანის,, კედლის საათი“,გერმანული წარმოების( XIX ს. I ნახ.) ექსპოზიციაში წარმოდგენილია ინგლისელი ქართველოლოგების მარჯორი და ოლივერ უორდროპების 1896 წელს საგურამოში ,,ილიაობის“, დღესასწაულზე სტუმრობის ამსახველი ფოტო მასალები.
1907 წლის 30 აგვისტოს თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ გზაზე წიწამურთან ვერაგულად მოკლეს ილია ჭავჭავაძე. ,,ბერდენკის“ ტყვიით გაუგმირეს გული. ერის მოჭირნახულეს ამოართვეს მშობელი ხალხის სიყვარულით ანთებული სული. მუზეუმის ექსპოზიციაში დაცულია ილიას ,,ნიღაბი“(ასლი). ორიგ. ავტორი მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე. 1987 წელს ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა და ეწოდა ,,წმინდა ილია მართალი“. ექსპოზიციაში წარმოდგენილია მხატვარ ზ.წულაძის მიერ შესრულებული ფ/ტილო ,, წმინდა ილია მართალი“.
მუზეუმში მოსწავლეებისათვის ტარდება საგანმანათლებლო პროგრამები. სტუდენტებისათვის ლექციები.ასევე ლიტერატურული და შემოქმედებითი საღამოები.
მუზეუმი მუდამ მზად არის ვიზიტორთა მასპინძლობისათვის საინტერესო ექსკურსიებით.




მუზეუმში შესვლა უ ფ ა ს ო ა!
__________________________________________________________


ADMISSION IS FREE!

14/10/2026
🔹ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმში,პროექტ „ვიარტის“ ფარგლებში, პოეტ სულხან წულუკიძესთან შეხვედრა გაიმართა.🔹ღონი...
14/10/2026

🔹ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმში,პროექტ „ვიარტის“ ფარგლებში, პოეტ სულხან წულუკიძესთან შეხვედრა გაიმართა.

🔹ღონისძიება აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და აჭარის მუზეუმთან პარტნიორობით ჩატარდა.

🔹ღონისძიება აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა, თეონა ზოიძემ გახსნა.

🔹შეხვედრაზე პროექტის მონაწილე 14-იდან 18 წლის ჩათვლით ასაკის ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ თანამედროვე ქართული ლიტერატურის ტენდენციებს, მიეღოთ პრაქტიკული რჩევები გამოცდილი მენტორისგან და დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები შემოქმედებით პროცესსა თუ პოეზიაზე.

🔹13 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმი პროექტ „ვიარტის“ ფარგლებში უმასპინძლებს პოეტს - ს...
10/10/2026

🔹13 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმი პროექტ „ვიარტის“ ფარგლებში უმასპინძლებს პოეტს - სულხან წულუკიძეს.
🔹ღონისძიებაზე პროექტის მონაწილე 14-იდან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ თანამედროვე ქართული ლიტერატურის ტენდენციებს, მიიღონ პრაქტიკული რჩევები გამოცდილი მენტორისგან და დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები შემოქმედებით პროცესსა და პოეზიაზე.
🔹შეხვედრა აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და აჭარის მუზეუმების გაერთიანებასთან პარტნიორობით გაიმართება.

გთხოვთ გვეწვიოთ!

ალ. გრიბოედოვის N5
ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმი.

📣დღეს ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმს ესტუმრნენ ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ანდრო ...
08/10/2026

📣დღეს ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმს ესტუმრნენ ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ანდრო ბედუკაძე და პოეტი ტარიელ ხარხელაური.
მათი სტუმრობა მუზეუმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიამოვნო იყო📚

მადლობა სტუმრობისთვის!

მუხამბაზინუ მასმევ ღვინოს, უღვინოდ ვარ მთვრალ შენის ეშხით, თვარა მიმუხთლებს და წარმოჰსთქვამს ენა ყოველსა,ესდენ ხან კრძალ...
02/10/2026

მუხამბაზი

ნუ მასმევ ღვინოს, უღვინოდ ვარ მთვრალ შენის ეშხით,
თვარა მიმუხთლებს და წარმოჰსთქვამს ენა ყოველსა,
ესდენ ხან კრძალვით დაფარულსა ღრმად ჩემსა გულსა:
უიმედოსა შენდა მომართ ჩემს სიყვარულსა,
ტანჯვათა, ოხრვათ, იდუმალად მომდინარ ცრემლსა,
ჩემს შესაბრალისს გაშმაგებას ცნობათ დაფანტვით...
ნუ მასმევ ღვინოს, უღვინოდ ვარ მთვრალ შენის ეშხით!
გულის ურჩისა დასამშვიდად მცირედ გონება
შემრჩომია-ღა და მისიცა გსურს დაბნელება!
მის დასამონად იცი, კმარა შენი შვენება,
ერთი მოხედვა ტრფიალებით, მცირ ყურადღება!
იცი, მარამა თასს კი მაძლევ მღიმარეს სახით,
ნუ მასმევ ღვინოს, უღვინოდ ვარ მთვრალ შენის ეშხით!
რადგან არ იშლი ჩემს საკვდავად შენს სასტიკ სურვილს
და ჯილდოდ ვარდსა მაძლევ ოდეს შევსვამ თასს აღვსილს;
მაგ ვარდის ნაცვლად მასუნე ვარდს, შენთ ღაწვთზე გაშლილს,
და მაშინ გინა სიხარულით შევსვამ თვით სიკვდილს!
რათ მინდა ღვინო, თუ ვერ გეტყვი: გეტრფი მთვრალ ეშხით!
ნუ მასმევ ღვინოს, უღვინოდ ვარ მთვრალ შენის ეშხით!
ზოგჯერ მღიმარე გიმზერ ოდეს ეშხით აღვსილი,
მრწამს, რომ ღაწვთ ზედა გარდაგკვრია ნუშის ყვავილი!
მაშინ მას ზედა დაკონების მკლავს მე სურვილი.
მაშ გინდა მომკლა, გეტყვი, თმენის არღა მაქვს ძალი,
ისმინე, ვდნები, ცნობა არ მაქვს, ვგიჟდები ეშხით.
ნუ მასმევ ღვინოს, უღვინოდ ვარ მთვრალ შენის ეშხით.

გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე ორბელიანი — 2 ოქტომბერი (ძველი სტილით), 1804 წელი.🔹დღეს ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი გამორჩ...
02/10/2026

გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე ორბელიანი — 2 ოქტომბერი (ძველი სტილით), 1804 წელი.

🔹დღეს ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, პოეტის, საზოგადო მოღვაწისა და სამხედრო პირის, გრიგოლ ორბელიანის დაბადების დღეა.
🔹მისი ცხოვრება და შემოქმედება მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს ისტორიას. იგი მონაწილეობდა ლეკების წინააღმდეგ ბრძოლებში, რუსეთ-ირანის (1826–1827) და რუსეთ-თურქეთის (1828–1829) ომებში.
🔹გრიგოლ ორბელიანის პოეზიის მთავარი მამოძრავებელი ძალა სამშობლოს სიყვარული და მისი ისტორიული დიდების გახსენებაა. მის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებში „სადღეგრძელო“ გაცოცხლებულია საქართველოს ისტორიის გამორჩეულ გმირთა სახეები, ფარნაოზიდან ერეკლე II-მდე.
🔹 მისი პოეზია ქართული ისტორიის, ეროვნული ღირსებისა და სამშობლოს სიყვარულის ერთგვარი პოეტური მემატიანეა.

https://www.ajaratv.ge/news/166249-poet-erekle-saghlianis-literaturuli-saghamo
17/09/2026

https://www.ajaratv.ge/news/166249-poet-erekle-saghlianis-literaturuli-saghamo

ბათუმში, ილია ჭავჭავაძის მუზეუმში, პოეტ ერეკლე საღლიანის ლიტერატურული საღამო გაიმართა. შეკრებილებს საშუალება ჰ...

🔹 15 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმი მასპინძლობდა პოეზიის საღამოს — ცნობილ მწერალთან, მთარგმნელ და ...
16/09/2026

🔹 15 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმი მასპინძლობდა პოეზიის საღამოს — ცნობილ მწერალთან, მთარგმნელ და საზოგადო მოღვაწე ერეკლე საღლიანთან ერთად.

🔹 საღამო პოეზიისა და მუსიკის ჰარმონიულ ერთიანობას წარმოადგენდა. ერეკლე საღლიანმა სტუმრებს საკუთარი შემოქმედება გაუზიარა და პოეზიის, ადამიანისა და სამშობლოს თემებზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რამაც სტუმრებს შესაძლებლობა მისცა, პოეტთან უშუალო და საინტერესო დიალოგი ჰქონოდათ.

🔹 ღონისძიებას ესწრებოდნენ მწერლები, პოეტები და მუზეუმის სტუმრები.
საღამოს მუსიკალურად აფორმებდა
ანსამბლი „ეთნოსი“, ომარ ყურავას
ხელმძღვანელობით. მადლობას ვუხდით ანსამბლ „ეთნოსს“ და მის ხელმძღვანელს, ომარ ყურავას, საღამოს მუსიკალურად გაფორმებისა და შექმნილი განსაკუთრებული განწყობისთვის.

🔹 მუზეუმისთვის ეს შეხვედრა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო, რომ ლიტერატურა, პოეზია, მუსიკა და ქართული კულტურა ერთ სივრცეში გაერთიანებულიყო.

1907 წლის 12 სექტემბერს (ძველი სტილით 30 აგვისტოს) საქართველოს მოუკლეს დიდი ილია ჭავჭავაძე — ერის გონი, სიბრძნე, ზნეობა,...
12/09/2026

1907 წლის 12 სექტემბერს (ძველი სტილით 30 აგვისტოს) საქართველოს მოუკლეს დიდი ილია ჭავჭავაძე — ერის გონი, სიბრძნე, ზნეობა, სინდისი და მისი თავისუფლებისთვის მებრძოლი სული.

„რას სჩადით?!… მე — ილია ვარ!“ — დიახ, ეს სიტყვები დღესაც ბასრი მახვილივით ხვდება გულში თითოეულ ქართველს.
საქართველოს გარე და შიდა მტრებმა ვერაგულად და მზაკვრულად აღასრულეს ილიას მკვლელობა და ერის წინამძღოლს ერთი ტყვიით განუგმირეს საქართველოსთვის და ყოველი ქართველისთვის ანთებული გული.

ილია არ მომკვდარა — ის დღესაც ჩვენთან არის, მის სიტყვებში, მის ნააზრევში და თითოეული ქართველის გულში. მისი ხსოვნა კი ჩვენი ვალია და მისი იდეების გაგრძელება — ჩვენი პასუხისმგებლობა.

Address

Georgia, Griboedovi Street, № 5
Batumi
6010

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00
Sunday 10:00 - 18:00

Telephone

+995599538610

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმი:

Shortcuts

Share

Category