ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი
Call Directions Website Contact the museum

ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი მუზეუმში, XIX ს.ში განთავსებული იყო ძმები ნობელების ნავთობსამრეწველო კომპანია„Branobel” ის სამუშაო ოფისი.
(1)

ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმი, სწორედ იმ შენობაშია განთავსებული, სადაც მდებარეობდა „ძმები ნობელების ნავთობსამრეწველო ამხანაგობის“ სამუშაო ოფისი, იგივე „ბათუმის კანტორა“.

მუზეუმი ასახავს იმ ტექნიკურ მიღწევებს, რომლებიც ინერგებოდა ქ. ბათუმში XIX ს. ბოლოსა და XX ს. პირველ ნახევარში.

მუზეუმი წარმოგიდგენთ სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის ბათუმში, ძმები ნობელების, ბარონი ალფონს როტშილდის, მანთაშევის, შელენგოვსკის, კომპანია „ტრუდის“ და სხვათა მოღვაწეობასთან დაკავშირებულ მასალებს. ესაა მანუფაქტურული და საფაბრიკო-საქარხნო მრეწველობის ინტენსიური განვითარების პერიოდი ბათუმში.

ეკონომიკურ ისტორიებთან ერთად, მუზეუმის თემატიკა ითვალისწინებს ქართულ-შვედური ურთიერთობების ბევრ საინტერესო დეტალს.

მუზეუმში გაეცნობით ბათუმის ოლქში საუფლისწულო მამულების განვითარების არაერთ საინტერესო ისტორიას, მათ შორის ჩინელი ლაო ჯონ ჯაოს ღვაწლს ბათუმის შემოგარენში; განსაკუთრებით აღსანიშნავია თამბაქოს წარმოებასთან დაკავშირებული ისტორია, აგრეთვე მასალები ფოტოგრაფიის პირველი დიდოსტატის პროკუდინ - გორსკის შესახებ.

მუზეუმი ინფორმაციული თვალსაზრისით მრავალფეროვანი და საინტერესოა სხვადასხვა პროფესიით დაინტერესებული პირებისათვის. იგი ძმები ნობელების სახელს ატარებს, შესაბამისად, სათანადო ყურადღება ეთმობა კონკრეტულად მათი და ნობელის პრემიის ლაურეატთა საქმიანობის პოპულარიზაციას რეგიონში.

_________________________________________________________________________________

✨️ ბათუმური სურნელი — პარფიუმი, როგორც მეცნიერება.🏛 ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი გიწვევთ ღონის...
23/09/2026

✨️ ბათუმური სურნელი — პარფიუმი, როგორც მეცნიერება.
🏛 ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი გიწვევთ ღონისძიებაზე — „ბათუმური სურნელი — პარფიუმი, როგორც მეცნიერება“.
🌿 ღონისძიების ფარგლებში მიიღებთ ინფორმაციას პარფიუმის შექმნის პროცესის, ნავთობის გადამუშავებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესებისა და იმ ეტაპების შესახებ, რომელსაც ნედლეული საბოლოო პროდუქტის მიღებამდე გადის.
📅 30 სექტემბერი
🕔 17:00 საათი
📍 ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი.
თამარ მეფის დასახლება, ლესელიძის ქ. №3ა
🆓️ ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.

21/09/2026

📚 ახალი სასწავლო წელი — ახალი აღმოჩენებით!

📍 ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი სკოლებს სთავაზობს მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებს, ექსკურსიებსა და ინტერაქტიულ აქტივობებს, რომლებიც მოსწავლეებს ისტორიის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამყაროში ამოგზაურებს.

🔎 მუზეუმში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ:
▫️ გაეცნონ მუზეუმის კოლექციასა და საინტერესო ექსპონატებს;
▫️ მონაწილეობა მიიღონ მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებსა და აქტივობებში;
▫️ შეასრულონ პრაქტიკული დავალებები.
▫️ დაესწრონ საინტერესო ღონისძიებებს;
🎓 პროგრამები გათვალისწინებულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის და ხელს უწყობს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას.
✨ დაგეგმე დღე ჩვენთან ერთად საინტერესოდ — აღმოაჩინე, გაიგე მეტი და ისწავლე.
📩 დაგეგმეთ თქვენი კლასის ვიზიტი და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.
გელოდებით ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში! 🏛️

🔹საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2026🗓️2026 წელი, 17 სექტემბერი,17:00 საათი.📍აჭარის ხელოვნების მუზეუმი, ზ. გორგილაძის...
16/09/2026

🔹საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2026

🗓️2026 წელი, 17 სექტემბერი,17:00 საათი.

📍აჭარის ხელოვნების მუზეუმი, ზ. გორგილაძის ქ. N8

16/09/2026
📷 ბათუმის ფოტოსალონები.ბათუმში ფოტოგრაფიის განვითარება XIX საუკუნის მეორე ნახევარს უკავშირდება, როდესაც ქალაქი მნიშვნელო...
07/09/2026

📷 ბათუმის ფოტოსალონები.
ბათუმში ფოტოგრაფიის განვითარება XIX საუკუნის მეორე ნახევარს უკავშირდება, როდესაც ქალაქი მნიშვნელოვან სავაჭრო, სამრეწველო და საპორტო ცენტრად ჩამოყალიბდა. ამ პერიოდში ბათუმში პროფესიული ფოტოსალონები ფუნქციონირებდა.
მუზეუმის კოლექციაში დაცულია ბათუმელი ფოტოგრაფების — ანტონოპულოს, გეორგი ეგოროვის, ასევე კუშნერსკისა და აიტინსკის ერთობლივ ფოტოსალონებში გადაღებული შავ-თეთრი ფოტოსურათები.

ფოტოსურათებზე გამოსახულია სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები, მათ შორის ოჯახები, სამხედრო პირები, ასევე ეროვნული და ევროპული სამოსით წარმოდგენილი ადამიანები.

კოლექციის ერთ-ერთი საინტერესო ფოტოა დავით კლდიაშვილის (1862–1931) ოჯახური პორტრეტი, რომელზეც მწერალი მეუღლესთან, მარიამ კლდიაშვილთან, და შვილებთან — სიმონ (სოსიკო), სერგო (1893–1986) და ნინო (ნუცა) კლდიაშვილი-გოცირიძესთან ერთად არის გამოსახული.

 #ესსაინტერესოა🎋 ბამბუკის წარმოება საქართველოშიიცოდით, რომ ბამბუკი საქართველოში XIX საუკუნის ბოლოს შემოიტანეს და მალევე ...
01/09/2026

#ესსაინტერესოა

🎋 ბამბუკის წარმოება საქართველოში

იცოდით, რომ ბამბუკი საქართველოში XIX საუკუნის ბოლოს შემოიტანეს და მალევე შავი ზღვისპირეთის სუბტროპიკულ ზონაში გავრცელდა?

ჩაქვი ბამბუკის მოშენებისა და გადამუშავების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბდა. მისი სიმტკიცე, მოქნილობა და გამძლეობა ბამბუკს მრავალფეროვანი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნივთების დასამზადებლად მნიშვნელოვან ნედლეულად აქცევდა.

📷 მუზეუმის ექსპოზიციაში დაცული, XX საუკუნის დასაწყისში ჩაქვში გადაღებული ფოტომასალა, ბამბუკის კულტურის გავრცელებასა და რეგიონის სამეურნეო ცხოვრებაში მის მნიშვნელობას ასახავს.

🏛️ მოდი, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში და აღმოაჩინე უამრავი საინტერესო ისტორია ჩვენი ქალაქისა და მისი ტექნოლოგიური წარსულის შესახებ.

საზაფხულო სკოლა „კუშეგამე“.🏛️ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში საზაფხულო სკოლის „კუშეგამე“ ფარგლებშ...
27/08/2026

საზაფხულო სკოლა „კუშეგამე“.

🏛️ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში საზაფხულო სკოლის „კუშეგამე“ ფარგლებში შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობები ჩატარდა.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა დაათვალიერეს მუზეუმის ექსპოზიცია, მონაწილეობა მიიღეს მუზეუმისა და მსოფლიო ბუნების ძეგლების თემატური ფაზლების აწყობაში, გაეცნენ მუზეუმების როლს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, მიიღეს ინფორმაცია მზის სისტემის შესახებ და მონაწილეობა მიიღეს შემოქმედებით აქტივობაში — ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დაამზადეს პლასტელინი.

დღეს, 15:00 საათზე, საზაფხულო სკოლის ,,კუშეგამე” მონაწილეებს ველოდებით ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზ...
25/08/2026

დღეს, 15:00 საათზე, საზაფხულო სკოლის ,,კუშეგამე” მონაწილეებს ველოდებით ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში.

საზაფხულო სკოლა - “კუშეგამე” ტექნოლოგიურ სამყაროშიგელოდებით, 25 აგვისტოს, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ ...
21/08/2026

საზაფხულო სკოლა - “კუშეგამე” ტექნოლოგიურ სამყაროში

გელოდებით, 25 აგვისტოს, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში, სადაც ისტორია, ტექნოლოგია და ახალი იდეები ერთმანეთს ხვდება. აღმოაჩინე საკუთარი შესაძლებლობები ჩვენთან ერთად.

Address

ბათუმი, თამარის დასახლება, ლესელიძის 3 A
Batumi
6010

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00
Sunday 10:00 - 18:00

Telephone

+995577554242

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი:

Shortcuts

Share

Category