იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

  • Home
  • Georgia
  • Gori
  • იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი, Civilization Museum, ვარიანი, Gori.

საკონტაქტო ინფორმაცია: ქეთი ბერკაცაშვილი 598206100; თეა ხიზანიშვილი 577658062.

მუშაობის დრო:
მუზეუმი მუშაობს ყოველ დღე, ორშაბათის გარდა 10:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით,
ბილეთის ფასი:

ბავშვი_ 5 ლ
უფროსი_ 7 ლ.

იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუში,  17 აპრილს, ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით "„დედა ენა — ჩვენი ეროვნული საგანძური“, სად...
01/05/2026

იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუში, 17 აპრილს, ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით "„დედა ენა — ჩვენი ეროვნული საგანძური“, სადაც მონაწილეობა მიიღეს არაშენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. კლასის ხელმძღაველი: ოლღა ადუაშვილი. ღონისძიების ორგანიზატორი:იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის ექსკურსია მძღოლი, ნათია მინდიაშვილი

23/04/2026

გაცოცხლებული მაკეტი - იაკობის უფროს ძმას ივანეს, იაკობი მიყავს თბილისში სასწავლებლად.

საჩუქრად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის - თინათინ მშვიდობაძისაგან.

დღეს, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში  გაიმართა ხელოვნების საერთაშორისო დღისადმი მოძღვნილი შემოქმედებითი აქტივობა ,,ჩემ...
15/04/2026

დღეს, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა ხელოვნების საერთაშორისო დღისადმი მოძღვნილი შემოქმედებითი აქტივობა ,,ჩემი პატარა შედევრი'', რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის გორის მუნციპალიტეტის სოფელ ვარიანის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა.დამრიგებელი ხათუნა კოკაური.
პატარა მონაწილეებმა დედა ენის მოთხრობების მიხედვით შექმნეს საინტერესო ნამუშევრები ხატვით,ძერწვით.
პრეზენტაციის ფარგლებში ბავშვებმა თავად წარმოადგინეს ნამუშევრები.
ღონისძიების დასასრულს ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სამახსოვრო სიგელებით.
მადლობა ჩვენს პატარა შემოქმედებს აქტიურობისათვის.

ღონისძიების ორგანიზატორი: იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის ფონდების მცველი - მეგი კოკაური.

,,დედა ენა 150"   იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში გამოიფინა,  მუზეუმში დაცული  სხვადასხვა წელს გამოცემული დედა ენის წიგ...
14/04/2026

,,დედა ენა 150" იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში გამოიფინა, მუზეუმში დაცული სხვადასხვა წელს გამოცემული დედა ენის წიგნები. გამოფენა გაგრძელდება 18 აპრილის ჩათვლით.

"დედა ენა - 150". 📖გილოცავთ "დედა ენის" დღეს!
14/04/2026

"დედა ენა - 150". 📖

გილოცავთ "დედა ენის" დღეს!

14 აპრილი "დედა ენის" დღეა! 📖 გილოცავთ!
14/04/2026

14 აპრილი "დედა ენის" დღეა! 📖 გილოცავთ!

ქრისტე აღდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
12/04/2026

ქრისტე აღდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

09/04/2026
იაკობ გოგებაშვილის სოფელი, ვარიანი მდებარეობს  შიდა ქართლის ვაკეზე, მდ. ლიახვის მარჯვენა ნაპირზე, რომელიც გახლავთ ისტორი...
02/04/2026

იაკობ გოგებაშვილის სოფელი, ვარიანი მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდ. ლიახვის მარჯვენა ნაპირზე, რომელიც გახლავთ ისტორიული სოფელი ამიტომ ხშირად შევხვდებით ძველ წყაროებში.
ვარიანი პირველად წყაროებში იხსენიება 1656 წ. საბუთში როსტომ მეფის (1632-1658) მიერ მაჩაბლებისათვის მამულის გადაცემის შესახებ (ქართულ-სპარსული ... 1984: 25). 1712 წ. ვახტანგ VI-მ (1716-1724) ურბნელ ეპისკოპოსს განუახლა ვარიანის შეწირულობის სიგელი (ქრონიკები 1967: 45).
ვარიანი უძველესი დროიდან უნდა ყოფილიყო დასახლებული, ფერდალურ ხანაში სოფელი და მისი შემოგარენი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქართლის ეკონომიურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. აქ განვითარებული იყო სოფლის მეურნეობა. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ვარიანი წარმოადგენდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტს საქართველოში შემოსული მტრის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში.
ვახუშტის აღწერით " ვარიანს ზეით ერთვის ლიახვს აღმოსავლეთით პატარა ლიახვი. დასავლეთიდან ლიახვს ერთვის ვარიანის ფშანი, ამ ფშანსა შინა იპყრობის კალმახი ყვითელი და ფრიად კარგი.
იოსებ მეგრელიძის ცნობით ვარიანში ცხოვრობდნენ: ადუაშვილი, კერესელიძე, სტეფანიშვილი, ბერკაცაშვილი, კოკაური, ხიზანიშვილი, ქებაძე, ურჯუმელაშვილი, ჯირკველიშვილი, ყასუმაშვილი, ბუზალაძე, მეგრელიშვილი, ლომიძე, მაისურაძე, ზუბაშვილი. სერგი მაკალათიას წიგნში "ლიახვის ხეობა", ვკითხულობთ რომ იმერეთიდან იყვნენ გადმოსულები სირბილაძეები, კერესელიძეები და გოგებაშვილები.
გადმოცემით, თურქებთან ბრძოლაში ერეკლე II-ს ვარიანელებიც ახლდნენ, რომელთა მეთაური მაჩაბელი ყოფილა, მაჩაბელს თავი გამოუჩენია ბრძოლაში, რისთვისაც მეფემ ვარიანი უბოძა, ასევე მითვის უჩუქებია ძლევის (ძელის) ჯვარი.
კოლა სიმონის ძე ადუაშვილი (1888 წ. დაბ.) ამბობს: ვარიანიდან დედოფლის (თამარის) მინდორი 6კმ-ზე იქნება, იგი ორ ფრონეს(მდინარე) შუაა მოქცეული. იმ მინდვრიდან აქეთ გზაზე რამდენიმე პუნქტს დედოფლის ჯარის საფლავებს ვეძახითო. (ი. მეგრელიძე, ლიახვის ხეობის წარწერები და სხვა სიძველეები, გვ-250).
იოსებ მეგრელიძის ცნობით სოფლის ცენტრში სამი მრგვალი კოშკი ყოფილა, რომლებიც დაუნგრევიათ. სოფლის მცხოვრების თქმით, ვარიანის დასავლეთით, მრგვალი კოშკია შემორჩენილი, რომელიც სამსართულიანია, კედელში აქვს კიბე. გადმოცემით, როგორც კი მტერი გამოჩნდებოდა, ამ კოშკის თავზე ცეცხლს დაანთებდნენ და მინდვრად მომუშავეები მიხვდებოდნენ, მტერი დაგვესხაო, კოშკს შეაფარებდნენ თავს. კოშკი თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
სოფელი ვარიანი გამორჩეულია როგორც ისტორიით, ასევე მატერიალური ძეგლებით. სოფლის შუაგულში შევხვდებით ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს, რომელიც სავარაუდოდ თარიღდება X-XI საუკუნეებით. ეკლესიის უკანა მხარეს განისვენებენ იაკობ გოგებაშვილის მშობლები.
იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის ეზოს ამშვენებს ვარიანის ღვთისმშობლის ტაძარი. სწორედ ამ ტაძარში მსახურობდა იაკობის მამა. სოფ. ახალდაბიდან ბატონს გამოქცეული სვიმონი ვარიანის მოსახლეობას შეუფარებიათ, მიწის ნაწილი მიუციათ და აქ დაუსახლებიათ. სვიმონს აუშენებია პატარა ქოხი, სადაც ცხოვრობდა თავის ოჯახთან ერთად. 1832 წლიდან სვიმონი სახლის გვერდით ვარიანელთა მიერ აშენებულ ეკლესიაში მღვდლად განმწესდა. ეკლესია აღწერილობის მხრივ, დარბაზულია (13,9 X 7,5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. წარწერის თანახმად ტაძარი 1835 წელს აშენდა.

ტექსტი შეადგინა, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის ექსკურსიამძღოლმა, ნათია მინდიაშვილმა. ნათია მინდიაშვილი

Address

ვარიანი
Gori
1084

Opening Hours

Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00
Sunday 10:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი:

Share