სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი

  • Home
  • Georgia
  • Kazbegi
  • სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი
Directions

სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი, Civilization Museum, Al. Kazbegi Street 6, Kazbegi.

რამდენიმე ხნის წინ საქართველოს მთამსვლელობის მემატიანემ ვანო ჯაფარიძემ თავის გვერდზე გამოაქვეყნა მოგონება ნატო ვაჩნაძეზე...
17/08/2026

რამდენიმე ხნის წინ საქართველოს მთამსვლელობის მემატიანემ ვანო ჯაფარიძემ თავის გვერდზე გამოაქვეყნა მოგონება ნატო ვაჩნაძეზე Ivane Japaridze
,, ჩვენი ოჯახის არქივში, ძველი ფოტოების დახარისხებისას, წავაწყდი ახალგაზრდა ნატო ვაჩნაძის ფოტოს, რომელსაც უკანა მხარეს ჰქონდა ჩემი უფროსი ბიძის - ცნობილი მთამსვლელისა და გეოლოგის სიმონ ჯაფარიძის ხელით შესრულებული წარწერა - „მყინვარ-წვერი 1926 წ.“
ჩემთვის უცნობია, ამ დროს ნატო ვაჩნაძის სტეფანწმინდაში ყოფნის მიზეზი, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ 1926 და 1927 წლის ზაფხულში სიმონ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მყინვარწვერზე მოეწყო უმნიშვნელოვანესი ასვლები. 1927 წლის ექსპედიციის წიგნად გამოცემული აღწერილობის მე-10 გვერდზე კი ვკითხულობთ „მეოთხე საათი იყო ჩვენი მანქანა სტეფანწმინდაში სასტუმრო „საქართველო“-სთან რომ გაჩერდა. აქ ჩვენი მასპინძელია იაგორა ხახლიშვილი, რომელიც მუდამ ჩვენს მთამსვლელთ უფასოთ უთმობს ხოლმე ბინას. აქვე იყვნენ საქართველოს კინო მრეწველობის მუშაკნი რეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიას მეთაურობით. ალექსანდრე ყაზბეგის „ელისო“-ს იღებდნენ იმ ხანებში“... ნიკოლოზ შენგელაიამ გამოთქვა სურვილი ჩვენი ასვლის ზოგიერთი მომენტების გადაღების შესახებ, ჩვენც მოხარული ვართ.
7 ნოემბერი. ამინდი მშვენიერი დგას. მყინვარწვერი ნაზად დაგვცქერის. მოვიდნენ სოფელ ცდოდან გახა წიკლაური 6 კაცით და სტეფანწმინდიდან იაგორა კაზალიკაშვილი 5 კაცით... ჩვენ ყველანი გამოწყობილნი და მზათა ვართ სამგზავროთ. კინი ექსპედიციამ დაიწყო ჩვენი გადაღება. ოპერატორია კერესელიძე, გადაღებას ხელმძღვანელობს თვით ნიკოლოზ შენგელაია. სრული 12 საათი იყო სტეფანწმინდიდან რომ გავედით. მივდივართ ერთ მწკრივად. წინ გახა მიგვიძღვის. სულ ვართ ოცი კაცი: შვიდი ტფილისელი და ცამეტი მოხევე“.
ყოველივე ზემოაღწერილიდან გამომდინარე, ვფიქრობ „ელისოს“ გადაღება 1926 წელსაც მიმდინარეობდა და ნატო ვაჩნაძის ეს ფოტოც მაშინ უნდა იყოს გადაღებული, ხოლო ფოტო ვისი გადაღებულია არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ნატო ვაჩნაძის ეს ფოტო სხვაგან არ შემხვედრია."

იმავე დროს ჩვენ შემთხვევით ვნახეთ ორგანიზაცია ,,ლევილი-1918" -ში შუშის პოზიტივები სადაც ჩვენი ვარაუდით იმ ცამეტი მოხევის ფოტოა. შუშის პოზიტივი მობილური ტელეფონით გადავიღეთ და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გავაფერადეთ. სურათზე ცენტრში ზის იაგორ კაზალიკაშვილი მის მარჯვნივ გახა წიკლაური, იაგორადან მარცხნივ მეორე არშაკ ზაგაშვილია. დანარჩენებს ვერ ვცნობთ. თუ ვინმე იცნობთ თქვენს წინაპრებს მოგვწერეთ

მუზეუმების საერთაშორისო დღეკულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები
23/05/2026

მუზეუმების საერთაშორისო დღე
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები

23/05/2026
2014 წელი 17 მაისი, დარიალის ხეობა. დევდორაკის გლაციალური ღვარცოფის გამოსვლის პირველი კადრები
17/05/2026

2014 წელი 17 მაისი, დარიალის ხეობა. დევდორაკის გლაციალური ღვარცოფის გამოსვლის პირველი კადრები

მყინვარწვერი დევდორაკის მხრიდან, პირველი ფოტო სავარაუდოდ გადაღებულია მარია პრეობრაჟინსკაიას  მიერ (რუსი ქალი მთამსვლელი)...
04/04/2026

მყინვარწვერი დევდორაკის მხრიდან, პირველი ფოტო სავარაუდოდ გადაღებულია მარია პრეობრაჟინსკაიას მიერ (რუსი ქალი მთამსვლელი) 1900± 20 წელს. მეორე ფოტოს ავტორი გიორგი გომიაშვილია 2025 წელი.
გლობალური დათბობის გამო დევდორაკის ორი მყინვარის ენა აღარ არის

ბიდარას სახლი ჯვრის უღელტეხილზე,ფოტო გადაღებულია დ. ერმაკოვის მიერ 1888 წელს.  საქართველოს სამხედრო გზაზე, ჯვრის უღელტეხ...
22/01/2026

ბიდარას სახლი ჯვრის უღელტეხილზე,
ფოტო გადაღებულია დ. ერმაკოვის მიერ 1888 წელს.
საქართველოს სამხედრო გზაზე, ჯვრის უღელტეხილსა და კობს შორის, მდინარე თეთრიწყლის მარცხენა ნაპირზე, მგზავრთა დახმარების მიზნით, მეფე ერეკლე ||-მ დაასახლა ოსი ბათია(ბიდარა) ბოცოშვილი(ბოცოევი) ოჯახთან ერთად და დაუნიშნა გასამრჯელო. მას ევალებოდა მგზავრთა უსაფრთხოების დაცვა. ცუდ ამინდში მათთვის უნდა გაეთენებინა ღამე და თავშესაფარი მიეცა. მგზავრებს გზა რომ არ აბნეოდათ, ზარის დარეკვით ატყობინებდა სწორ მიმართულებას.
ბიდარას ნასახლარიდან გამომდინარე ჯვრის უღელტეხილის ჩრდილოეთ ფერდდობსა და მდინარე თერგის მარჯვენა შენაკადს, რომელიც სათავეს მისი ნამოსახლარიდან იღებს, ბიდარა ეწოდა.

დიდი ქართველი მწერლის ალექსანდრე ყაზბეგის  დაბადებიდან 178 წელი შესრულდა
20/01/2026

დიდი ქართველი მწერლის ალექსანდრე ყაზბეგის დაბადებიდან 178 წელი შესრულდა

Address

Al. Kazbegi Street 6
Kazbegi
1234

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share