ხაშურის რკინიგზის მუზეუმი • Khashuri Railway Museum

  • Home
  • Georgia
  • Khashuri
  • ხაშურის რკინიგზის მუზეუმი • Khashuri Railway Museum

ხაშურის რკინიგზის მუზეუმი • Khashuri Railway Museum პროექტის იდეა ,,ხაშურის რკინიგზის მუზეუმი"

09/11/2025

🚃 ,,ლურჯა" ბევრისთვის ბავშვობის ან ახალგაზრდობის მოგონებაა, ზოგისთვის უბრალოდ ძველი მატარებელი.

💙 სინამდვილეში კი უკვე მისი ისტორიული მნიშვნელობაც დიდია და სამწუხაროა, რომ დღეს ის სამუზეუმო ექსპონატს არ წარმოადგენს და უბრალოდ ჯართადაა განწირული.

🤔 რატომ არის მნიშვნელოვანი,,ლურჯა"? ამის შესახებ სფეროს ექსპერტების აზრს წარმოგიდგენთ.

🚃 ,,ლურჯა", რეალურად Ср3 სერიის ელექტროსექციის ვაგონი, საბორტე ნომრით 1510 თბილისის სამგზავრო სავაგონო დეპოდან, რომელიც ადრე სურამი-ხაშურის მონაკვეთზე მოძრაობდა.

✏️ Ср3 სერიის ელექტრომატარებლები:

სანამ უმეტესობისთვის ნაცნობი Эр1 და Эр2 სერიის ელექტრომატარებლები (ე.წ. „ელექტრიჩკები“) გამოვიდოდა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ელექტრიფიცირებულ მაგისტრალებზე, და მათ შორის, საქართველოში, მოძრაობდნენ კვადრატული ფორმების მქონე Сд, См, Ср და Ср3 სერიის ელექტრომატარებლები. 1970-იან წლებამდე სწორედ ეს ელექტრომატარებლები წარმოადგენდნენ საქართველოს რკინიგზის საგარეუბნო მოძრაობის ძირითად საშუალებებს. მათ გარეშე შეუძლებელი იყო ჩვენი რკინიგზის ნებისმიერი სადგურის წარმოდგენა. მასიურად ამ სერიის ელექტრომატარებლების ჩამოწერა 1970-იან წლებში დაიწყო.

2000-იანებში ჯერ კიდევ დადიოდა Ср3 სერიის ბოლო ელექტრომატარებელი ხაშური-სურამის მონაკვეთზე, რომელსაც ადგილობრივები „ლურჯას“ ეძახდნენ.

СР3 ელექტრო სექციის ვაგონი 1956 წელს იყო წარმოებული, ხოლო ხაშურის დეპოში იგი 1966 წელს შემოვიდა. მოგვიანებით სამ ვაგონიანი მხოლოდ ერთი - 1510 ნომერი დარჩა, რადგან ორი ვაგონი ჩართში იქნა ჩაბარებული. 2010-იან წლებში ამ ვაგონის მოძრაობაც შეწყდა და ის თბილისში შესანახად გადაიტანეს. თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო აუქციონზე ისიც ჯართად გამოტანილი ტექნიკის სიაში აღმოჩნდა.

ამ და სხვა ინფორმაციის საფუძველზე, სამართლიანია მოვითხოვოთ, რომ ვაგონი გადაეცეს ხაშურის მუნიციპალიტეტს და ერთხელ და სამუდამოდ ,,ხაშურის რკინიგზის მუზეუმში" დაიდოს ბინა. მუზეუმის შექმნა კი აწმყოს და მომავლის მნიშვნელოვანი პერსპექტივა უნდა იყოს.

✏️ მომზადებულია გიორგი ბაბუნაშვილის მასალების მიხედვით.

07/02/2025
როგორი შეიძლება იყოს ხაშურის რკინიგზის მუზეუმი • Khashuri Railway Museum ბერლინის ტექნიკის მუზეუმის რკინიგზის ექსპოზიციი...
07/02/2025

როგორი შეიძლება იყოს ხაშურის რკინიგზის მუზეუმი • Khashuri Railway Museum ბერლინის ტექნიკის მუზეუმის რკინიგზის ექსპოზიციის მაგალითზე
*****
🚂 ხაშურის რკინიგზის მუზეუმი არის ადგილობრივი საზოგადოების იდეა, რომ ქალაქ ხაშურში, როგორც ერთ-ერთ მთავარ სარკინიგზო ქალაქში გაიხსნას რკინიგზის მუზეუმი.

🚃წინამდებარე გვერდი შეეცდება საზოგადოებას აჩვენოს, რამდენად დიდმა მასალამ, ექსპონატმა შეიძლება მოიყაროს თავი და როგორია საერთაშორისო გამოცდილება სარგინიგზო-სამუზეუმი მიმართულებით.

🚝 დაინტერესებულმა პირებმა, მასალების მოწოდების მსურველებმა, გთხოვთ, მოგვწეროთ და გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები წინამდებარე პროექტთან დაკავშირებით.

🚇 ჩვენ ერთად შევქმნით რკინიგზის მუზეუმს ხაშურში!

🚞 პატივისცემით, გიორგი ჩუბინიძე

ხაშურს სჭირდება რკინიგზის მუზეუმი!📷 ხაშური, გვანცა ტოროშელიძის ფოტოობიექტივში
20/12/2024

ხაშურს სჭირდება რკინიგზის მუზეუმი!

📷 ხაშური, გვანცა ტოროშელიძის ფოტოობიექტივში

Address

Khashuri
5700

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ხაშურის რკინიგზის მუზეუმი • Khashuri Railway Museum posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category