სვანეთის მუზეუმი/Svaneti Museum

სვანეთის  მუზეუმი/Svaneti Museum მუზეუმი დაარსდა 1936 წელს ეთნოგრაფ ეგნატე გაბლიანის მიერ და მოიცავს მრავალფეროვან ექსპოზიციას.

მუზეუმში დაცულია სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები (X ს-ის მაცხოვრის ხატი, XI ს-ის I ნახევრის ხატები აღსაყდრებული ქრისტეს გამოსახულებით და ასანის წმ. გიორგის ხატი, XII ს-ის “ორმოცი მოწამის ხატი” და “ჯვარცმის ხატი”, ღვთისმშობლის IX-X სს-ის ფერწერული ხატები და სხვა, სარიტუალო ნივთები – IX-XIV სს

-ის სამწერობლები და სხვა), უძველესი ხელნაწერები (XI-XIII სს-ის ჰადიშის, ლაბსყალდის, იენაშისა და მესტიის ხელნაწერი ოთხთავები მოჭედილი ყდებით), ადრეული და გვიანი შუასაუკუნეების საომარი აღჭურვილობის, რკინის, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობების, სამკაულების, ჭურჭლის, ქსოვილების ნიმუშები, ძველი სვანეთის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები და სხვა.

მესტიის სეტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაცული სიძველეების ბაზაზე დაარსებული სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი თითქმის საუკუნეს ითვლის.

მუზეუმში მუდმივი ექსპოზიციის ექვსი დარბაზია. ისტორიაში მოგზაურობა სვანეთში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალით იწყება. არქეოლოგიური მონაპოვრები სვანეთში ძვ.წ. III ათასწლეულიდან აქტიურ კულტურულ და სოციალურ ცხოვრებას ადასტურებს, ანტიკურ ხანაში კი - ამ კუთხის კოლხეთისგან, ოქროს საწმისის ქვეყნისგან, განუყოფლობას. სვანეთის მუზეუმის კოლექციებში მრავლადაა კერამიკის, სამკაულის, საკულტო ნივთების, საბრძოლო და სამეურნეო იარაღისა და ნუმიზმატიკის კოლექციები.

სვანეთის ნუმიზმატიკური კოლექცია მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც იმითაა განპირობებული, რომ მასში დაცული მონეტების უმეტესობა საეკლესიო განძებს წარმოადგენს, რომლებშიც საუკუნეების განმავლობაში თავს იყრიდა საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში მყოფი ფული. ექსპოზიციაზე ქრონოლოგია ძვ.წ. V საუკუნეში მოჭრილი „კოლხური თეთრით" იწყება და XX საუკუნის საბჭოური მონეტებით მთავრდება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ადგილობრივი, ქართული და უცხოური მონეტების როგორც ერთეული აღმოჩენები, ისე განძები. მათგან აღსანიშნავია: ალექსანდრე მაკედონელის ოქროს სტატერი, ალექსანდრე მაკედონელის ადგილობრივი მინაბაძი, ავგუსტე კეისრის დენარის მინაბაძი, პანტიკაპეის ოქროს სტატერი, არაბული დირჰემი, ბიზანტიური, ირანული, სელჩუკური, მონღოლური, დავით აღმაშენებლის, გიორგი III-ის, თამარის, გიორგი IV ლაშას, რუსუდანის, რუსული და ევროპული (პოლონური, დანიური, გერმანული, ჩეხური) მონეტები.

სვანეთში დაცული ქრისტიანული კულტურის კოლექციები შუა საუკუნეების ქართული, სირიული, ბიზანტიური თუ ევროპული ხელოვნების უამრავ უმნიშვნელოვანეს ძეგლს მოიცავს. მუზეუმის ჭედური ხატების უმრავლესობა სვანი ოსტატების მიერ არის შესრულებული. თანდართულმა წარწერებმა ზოგიერთის სახელიც შემოინახა. მუზეუმში ინახება XI საუკუნის ოსტატთა, გვაზავაისძეთა, ნახელავი ხატები: დიოკლიტიანეს მლახვრავი წმ. გიორგისა (ოსტატი ასანი) და ქრისტე პანტოკრატორისა (ოსტატები გიორგი და თევდორე).

მუზეუმის უნიკალურ ქართულ ფერწერულ ხატებს შორის ე.წ. დედაქალაქური სკოლის ნიმუშიც არაერთია და ე.წ. ხალხური ნაკადის ოსტატთა მიერ შესრულებულიც. აღსანიშნავია: მათგან უადრესი, ჩვილედი ღმრთისმშობელი და წმ. ბარბარე (IX-Xსს.); ასევე წმ. იონა წინასწარმეტყველის (XIIს.), ჩვილედი ღვთისმშობლის (XIIს.), წმ. გიორგის (XIIIს.), წმ. მხედრების (XIIIს.), წმ. გაბრიელ მთავარანგელოზის (XI-XIIსს.), ორმოცი სებასტიელი მოწამის (XIIს.); მაცხოვრისა (XI-XIIსს.) და ლაზარეს აღდგინების (XIIს.) ხატები. გამორჩეულია მუზეუმში დაცული რელიქვარიუმები, რომლებიც ჭედურობით შემკულ ფერწერულ ხატებს წარმოადგენს, მათ შორისაა: ჯვარცმის (XI-XIIსს.) და რუსუდან დედოფლის აღმზრდელის - სილიხანის მიერ შეწირული (XIIIს.) ხატები.

მუზეუმის ხელნაწერების ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ეტრატზე და ქაღალდზე შესრულებული IX-XVIII საუკუნეების სასულიერო მწერლობის ძეგლები - პალიმფსესტური ფურცლები, ჭედურობითა და მხატვრობით შემკული წიგნები.

აღსანიშნავია, 897 წელს შატბერდში გადაწერილი, თარიღიან ოთხთავებს შორის უძველესი ადიშის ოთხთავი; მესტიის (1033წ.), ლაბსყალდისა (XIIს.) და იენაშის (XIIIს.) ოთხთავები.

ხელნაწერთა კოლექციაში ასევე დაცულია X საუკუნის იერუსალიმის განჩინება (ლატალის ლექციონარი) და X-XI საუკუნეების, გამორჩეული კალიგრაფიული ნუსხურით შესრულებული ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულები; წვირმის, იელის, ადიშის იადგარები. მათში VIII-X საუკუნეების ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის უძველესი ქართული თარგმანებია თავმოყრილი. აქვეა, ხეზე დაწერილი საბუთები (XIV-XV სს) და ძველნაბეჭდი წიგნები (XVIII-XIX სს.), მათ შორის ერეკლე II-ის სტამბაში დაბეჭდილი თუენი (XVIII ს.).

სვანეთის ტრადიციული ყოფა მუზეუმში მრავალმხრივ არის წარმოდგენილი: XIX საუკუნის ფოტოებით; სვანური საცხოვრისის ელემენტებით (კერია, ორნამენტებით შემკული ხის საკარცხულები, სკივრები, ჭურჭელი); სამეურნეო და საბრძოლო იარაღით, სამკაულებით და, რაც მთავარია, მესტიასა და უშგულში მდებარე კოშკებით, რომლებიც დღემდე ინახავს სვანი ხალხის საუკუნოვან რწმენა-წარმოდგენებს.

სვანეთის თვითმყოფადი კულტურის შესახებ სრული წარმოდგენის შესაქმნელად, დამთვალიერებელს საშუალება აქვს, ეწვიოს სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის N1 ფილიალ „სვანურ სახლ კოშკ-მაჩუბს“ მესტიაში და N2 ფილიალს უშგულის კოშკ მუზეუმს.

სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი ყოფილი კოლეგის, ღირსეული პიროვნების, შადურ შუკ...
17/10/2025

სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი ყოფილი კოლეგის, ღირსეული პიროვნების, შადურ შუკვანის ყველასათვის ძვირფასი მეუღლის, საამაყო ექიმის ციური კახიანის გარდაცვალების გამო!

სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი სამძიმარს უცხადებს ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს! დიდი გულისტკივილით ვიზიარებთ ამ უდიდეს დანაკლისს!

09/10/2025
2025 წლის 27 სექტემბერს სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში პროექტ “ხალხური“ -ს მეორე სეზონის მონაწილეების შერჩევა...
28/09/2025

2025 წლის 27 სექტემბერს სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში პროექტ “ხალხური“ -ს მეორე სეზონის მონაწილეების შერჩევა გაიმართა💫

შესარჩევ ეტაპში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხალზური ანსამბლები: “რიჰო” , “ნენსკრა” და ოჯახი სოფელ ბეჩოდან.

გადაცემა ეთერში გადის კვირაში ერთხელ, ყოველ კვირას 22:00 საათზე პირველ არხზე.

მეორე ეტაპზე გადადის 40 კონკურსანტი

ნასევარფინალში გადადის 20 კონკურსანტი.

ფინალში გამარჯვებისთვის იბრვის 10 კონკურსანტი.

გადაცემის წამყვანები: ლიზა ბაგრატიონი და გიორგი ასანიშვილი.

სვანეთის მუზეუმი წარმატებებს უსურვებს კონკურსანტებს!

„ხალხური“ მეორე სეზონის მონაწილეების შერჩევას იწყებს💫შემოგვიერთდით სახალხო მოსმენებზე 👇📌27 სექტემბერი 📍 მესტია, სვანეთის...
25/09/2025

„ხალხური“ მეორე სეზონის მონაწილეების შერჩევას იწყებს💫

შემოგვიერთდით სახალხო მოსმენებზე 👇

📌27 სექტემბერი
📍 მესტია, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი

“ხალხური” არის უნიკალური ეროვნული პროექტი, რომელშიც მონაწილეობენ ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, ოჯახები და ინდივიდუალური შემსრულებლები საქართველოს ყველა კუთხიდან.

გადაცემა ეთერში გადის კვირაში ერთხელ, ყოველ კვირას 22:00 საათზე პირველ არხზე.

კონკურსი შედგება ორი ნაწილისაგან:

1.მუსიკალური ექსპედიცია საქართველოში
2. საკონკურსო ტურები

მეორე ეტაპზე გადადის 40 კონკურსანტი

ნასევარფინალში გადადის 20 კონკურსანტი.

ფინალში გამარჯვებისთვის იბრვის 10 კონკურსანტი.

გადაცემის წამყვანები: ლიზა ბაგრატიონი და გიორგი ასანიშვილი.

💫სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს!🏷️ღვთისმშობელი ყრმით, XII-XI...
28/08/2025

💫სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს!

🏷️ღვთისმშობელი ყრმით, XII-XIII სს. ხე, ლევკასი, ტემპერა. 79,3 x 53 სმ.

💫Happy St. Mariam’s Day!

🏷️Virgin and child. XII-XIII centuries. Wood, gesso, tempera. 79,3 x 53 cm.

_________________________________________

სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი

ავთანდილ იოსელიანის 9

სამშაბათი-კვირა 10:00-17:30

Svaneti Museum of History and Ethnography

Avtandil Ioseliani street N7

Tuesday-Sunday 10:00-17:30

🏷️2025 წლის 31 ივლისს სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმმა ოზურგეთის კულტურის და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრთან არ...
31/07/2025

🏷️2025 წლის 31 ივლისს სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმმა ოზურგეთის კულტურის და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრთან არსებულ, ქალთა კამერულ ანსამბლს „რეხეულს“ უმასპინძლა.

🏷️ღონისძიება მესტიის ფოლკლორის ცენტრის ორგანიზებით დაიგეგმა. კონცერტზე მესტიის სალოტბარო სკოლაც წარსდგა სვანური და ქართული საგალობლებით.

🏷️ქალთა ანსამბლ „რეხეულის“ ხელმძღვანელი, ფოტინე გორდელაძე, ასევე გახლავთ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის სალოტბარო სკოლის ლობარი.

🏷️ანსამბლის ქართული ხალხური და ქალაქური ფოლკლორით გაჯერებულმა მუსიკალურმა შემოქმედებამ, მაყურებლის აღფრთოვანება დაიმსახურა. სასიამოვნო და ემოციური საღამო ერთობლივად შესრულებული მუსიკალური ნომრით დასრულდა.

🏷სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი გილოცავთ კვირიკობის დღესასწაულს ( “ლიგურკეს”). 🏷სვანეთში 28 ივლისს სოფელ კალაშ...
28/07/2025

🏷სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი გილოცავთ კვირიკობის დღესასწაულს ( “ლიგურკეს”).

🏷სვანეთში 28 ივლისს სოფელ კალაში ( წმ. კვირიკესა და წმ. ივლიტას წამების ხსენების დღე) რელიგიური დღესასწაული კვირიკობა, რომელსაც სვანეთში ლიგურკეს ეძახიან, ძველი დროიდან აღინიშნება.კვირიკესა და ივლიტას მიმართ ლოცულობენ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისათვის.

🏷დარბაზული ტიპის ტაძარი აგებულია XI საუკუნეში. იგი წარმოადგენს მრავალმხრივ გამორჩეულ, განსაკუთრებით დიდ განძთსაცავს. ეკლესია 1112 წელს მეფის მხატვრის თევდორეს მიერ მოიხატა. კალას წმ. კვირიკესა და წმ. ივლიტას ტაძარში დაცულია კალას თემის მთელი საგანძური ( X-XII-XIII-XIV-XV) შუასაუკუნეების ჭედური და ფერწერული ხატები. აქვე ინახება მინანქრებით შემკული ბიზანტიური სანაწილე ხატი, რომელსაც სვანები “შალიანის” ხატს უწოდებენ.

🏷აღნიშნული ტაძარი ერთ-ერთია სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის დაცვის ქვეშ მყოფ ზონებში შემავალ ტაძრებსა,( სულ 10) მუზეუმის N1 ფილიალ სვანურ სახლ “კოშკ-მაჩვიბსა” და “N2 ფილიალ უშგულის “კოშკ-მუზეუმს შორის, სადაც 2022 წელს, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის ყოფილი დირექტორის, სამეცნიერო ექსპედიციის ხელმძღვანელის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის ყოფილი მმართველის, ბატონი ზვიად კვიციანის ბრძანებითა და ინიციატივით/უშუალო თაოსნობით განხორციელდა კომპლექსური სამუშაოები, კერძოდ, ჩატარდა ტაძარში დაბრძანებული ხატ-ჯვარის, ასევე უნიკალური არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული და ნუმიზმატიკური მასალის ინვენტარიზაციის, აღწერა/დადარების პროცესი და ტაძრის ირგვლივ მოეწყო გარე განათების სენსორული სისტემა, რაც სვანეთის ყველაზე დიდ განძთსაცავას “წმ. კვირიკესა და წმ. ივლიტას სახელობის ტაძარს” კიდევ უფრო გამორჩეულსა და განსაკუთრებულს ხდის.

🏷 Svaneti Museum of History and Ethnography wishes you a happy Kvirikoba (“Ligurke”).

🏷 Every year on the 28th of July, in the village of Kala in Svaneti (the day of commemoration of the martyrdom of St. Kvirike and St. Ivlita), the religious holiday Kvirikoba, which is called Ligurke in Svaneti, has been celebrated since ancient times. People pray to Kvirike and Ivlita for family happiness and quick healing of sick children.

🏷️The hall church was built in the 11th century. It is a multi-faceted, especially large treasury. The church was painted in 1112 by Tevdore, who was the king's painter. The whole treasure of the Kala community (X-XII-XIII-XIV-XV) carved and painted icons of the Middle Ages are preserved in this church. A Byzantine partial icon decorated with enamels , which is called as “Shaliani’s icon” is kept here.

🏷️ The mentioned church is under the protection of Svaneti Museum of History and Ethnography, where in 2022, huge work had been carried out by the order and leadership of the former director of Svaneti Museum of History and Ethnography, head of the scientific expedition, professor of Tbilisi State University, manager of Dmanisi Museum-Reserve, Mr. Zviad Kvitsiani. In particular, there had been carried out the process of inventorying, description/bidding of the icons and crosses preserved in the church, as well as unique archaeological-ethnographic and numismatic artifacts had been listed and the outdoor lighting with sensor system was organized around the temple, which made the church even more outstanding and special.

_________________________________________

სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიია მუზეუმი

ავთანდილ იოსელიანის 7

სამშაბათი-კვირა 10:00-17:30

Svaneti Museum of History and Ethnography

Avtandil Ioseliani street N7

Tuesday-Sunday 10:00-17:30

📸სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი გიწვევთ ყველას ავსტრალიელი ლანდშაფტის ფოტოგრაფის,  მარტინ ჰოუსის (დაბადებული 1...
26/07/2025

📸სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი გიწვევთ ყველას ავსტრალიელი ლანდშაფტის ფოტოგრაფის, მარტინ ჰოუსის (დაბადებული 1956 წელს) პერსონალურ გამოფენაზე სახელწოდებით :”ველური სვანეთი”.

გამოფენის გახსნა: 1 აგვისტო, 2025 წელი.

გამოფენის ხანგრძლივობა: 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე .

📸მარტინ ჰოუსმა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა ველური პეიზაჟების შესწავლასა და გადაღებაში, ძირითადად თავის მშობლიურ შტატში, ტასმანიაში. ადრეულ ასაკშივე გადაწყვიტა რა ფოტოგრაფიით შემოსავლის მიღების მცდელობის სანაცვლოდ არ დაეთმო მხატვრული თავისუფლება, დაიწყო მუშაობა გარემოსდაცვით ოფიცრად, მუშად, მასწავლებლად, მწერლად, კონსულტანტად და ფრილანსერ აკადემიკოსად. მისი ფოტოები მრავალ პუბლიკაციაშია გამოქვეყნებული, და ამასთან მარტინი ოთხი წიგნის ავტორია, რომელთაგან უახლესი 2022 წელს გამოიცა.

🗻ბოლო სამი წლის განმავლობაში მარტინმა თექვსმეტი თვე გაატარა სვანეთის მთების შესწავლასა და გადაღებაში, ხშირად მარტო ლაშქრობდა და ბანაკდებოდა ხუთიდან შვიდ დღემდე ხანგრძლივობის მოგზაურობებში. სვანეთში ოთხივე სეზონი გაატარა. მათ შორის გასულ ზამთარს, ზოგჯერ -20°C-ზე დაბალ ტემპერატურაში შლიდა ბანაკს. ეს გამოფენა მოიცავს სვანეთში მის მიერ დღემდე შესრულებულ საუკეთესო ნამუშევრების კოლექციას.

📸მარტინი ლანდშაფტის ფოტოგრაფიას არა მხოლოდ ბუნების სილამაზის აღნიშვნის გზად მიიჩნევს, არამედ შესაძლებლობად, გადმოსცეს ღრმა გზავნილები ხელუხლებელი, ველური ბუნების ღირებულების მნიშვნელობასა და ცხოვრებასთან ჩვენი ურთიერთობის შესახებ. ის წერს:

📌ჩემი მიზანია გადავიღო ფოტოები, რომლებიც ადამიანებს შთააგონებს და ჩვენი პლანეტის სიმდიდრესა და სილამაზეს შეახსენებს. განსაკუთრებით მიზიდავს ველური პეიზაჟები, რადგან ისინი გვახსენებენ, რომ არსებობს სიცოცხლის განზომილება ადამიანზე ორიენტირებული, ტექნოლოგიური სამყაროს მიღმა, რომელშიც უმეტესობა ასე ღრმად არის ჩაფლული.

📌როგორც ლანდშაფტის ფოტოგრაფს, ჩემს ობიექტზე კონტროლი ნაკლებად მაქვს. შემიძლია მარშრუტების დაგეგმვა და პროგნოზების სკანირება, მაგრამ ამის მიღმა მხოლოდ მთებში ხეტიალი, მოთმინებით ლოდინი და ჩემს გარშემო მიმდინარე მოვლენებზე რეაგირება შემიძლია. ჩემი ნამუშევრების ჩემეული აღქმა დროთა განმავლობაში ბუნებრივ სამყაროსთან ერთგვარ საუბრად გადაითარგმნა, თუმცა ბუნება ყოველთვის მთავარი შემოქმედია. მთავარი ამოცანაა, ყურადღებით ვიყო ბუნების მიმართ და გადავიღო ისეთი სურათები, რომლებიც გადმოსცემს იმ გრძნობებს, რომლებსაც ის ჩემში იწვევს.


მარტინის სხვა ნამუშევრების ნახვა მის ვებსაიტზე www.martinhawes.info-ზეა შესაძლებელი.

📸Svaneti Museum of History and Ethnography invites you on the personal exhibition of an Australian landscape photographer Martin Hawes .

The opening of the exhibition: 1st of August.

📸He has spent much of his life exploring and photographing wild areas, mostly in his home state of Tasmania. Having decided early in life not to compromise his artistic freedom by trying to make a living from photography, he has worked as a laborer, environmental officer, teacher, writer, consultant, and freelance academic. His photographs have featured in numerous publications, and he is the author of four books, the most recent published in 2022.


🗻During the past three years Martin has spent sixteen months exploring and photographing the mountains of Svaneti, often hiking and camping alone on trips lasting five to seven days. His time in Svaneti has spanned all four seasons, including last winter when he sometimes camped in temperatures below -20°C. This exhibition comprises the best of his work in Svaneti to date.


📸Martin sees landscape photography not only as a way of celebrating the beauty of nature, but also as an opportunity to convey deep messages about the value of wild nature and our relationship to life. He writes:

“My goal is to take photographs that inspire people and remind them of the richness and beauty of our planet. I’m particularly drawn to wild landscapes, as they remind us that there’s a dimension to life beyond the human-centered, technological world in which most of us are so deeply immersed.

As a landscape photographer I have little control over my subject matter. I can plan itineraries and scan forecasts, but beyond that I can only roam the mountains, wait patiently and respond to what’s happening around me. I’ve come to see my work as a kind of conversation with the natural world, although nature is always the primary artist. My task is to be attentive to the natural world and to capture images that convey the feelings it inspires in me.”

More of Martin’s work can be viewed on his website at www.martinhawes.info.

Address

ავთანდილ იოსელიანის ქუჩა 7
Mestia
3200

Opening Hours

Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00
Sunday 10:00 - 18:00

Telephone

+995595924555

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სვანეთის მუზეუმი/Svaneti Museum posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to სვანეთის მუზეუმი/Svaneti Museum:

Share

Category