რუსთავის ისტორიული მუზეუმი / Rustavi History Museum

  • Home
  • Georgia
  • Rustavi
  • რუსთავის ისტორიული მუზეუმი / Rustavi History Museum
Call Directions Website Contact the museum

რუსთავის ისტორიული მუზეუმი / Rustavi History Museum მეცნიერება, კულტურა, განათლება. XIX ახ.წ.

მუზეუმში ძირითადად დაცულია ქალაქ რუსთავისა და ისტორიული კუხეთის (გარდაბნის რაიონი) ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიციების მიერ მოპოვებული მასალა - ძვ. წ. XVIII სს-ის თიხის, ფაიანსის, მინის ჭურჭელი, საბრძოლო და შრომის იარაღები, ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს სამკაულები, ადგილობრივი და უცხოური წარმოების, მათ შორის სასანური სარდიონისა და ქვის საბეჭდავები, ნუმიზმატიკური და ეთნოგრაფიული კოლექციები, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები და სხვა.

14/10/2026

📢 დაიწყო 'სახალისო არქეოლოგიის' რეგისტრაცია

რუსთავის ისტორიული მუზეუმის ერთ-ერთი მოთხოვნადი საგანმანათლებლო პროგრამა არის 'სახალისო არქეოლოგია', რომელშიც მოსწავლეები მონაწილეობენ იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში, აღმოაჩენენ და იკვლევენ ისტორიულ არტეფაქტებს.

რატომ 'სახალისო არქეოლოგია'?
🏺 ასწავლის არქეოლოგიის რეალურ პროცესებს;
✋ ეხება ნამდვილ ისტორიულ ნივთებს;
🤝 აყალიბებს გუნდური მუშაობის უნარებს;
🧠 ავითარებს ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებას.

ვისთვის არის 'სახალისო არქეოლოგია'?
• II-X კლასის მოსწავლეებისთვის, სადაც ჯგუფი კომპლექტდება 8-დან 30 მონაწილემდე.

როგორ მიმდინარეობს?
1. შესავალი: რა არის არქეოლოგია და რატომ არის ის მნიშვნელოვანი;
2. გათხრები იმიტირებულ გარემოში;
3. აღმოჩენების კვლევა;
4. ფინალი: დისკუსია და გაზიარება.

📞დაჯავშნა ხდება წინასწარ ნომერზე:
• (+995) 558 07 11 70;
• (0341) 25 02 28

08/09/2026

#რუსთავისარქეოლოგიურიექსპედიცია #რუსთავისისტორიულიმუზეუმი #რუსთავი #რადიოიმედი

25/08/2026

გიორგი III-ის მონეტები – მეფე შევარდენით ხელში

რამდენიმე ხნის წინ საინფორმაციო საშუალებები იუწყებოდნენ, რომ რუსთავის ნაქალაქარის ტერიტორიაზე, შუა საუკუნეების სასახლის მე-4 დარბაზში გიორგი მესამის მონეტა აღმოაჩინეს.

დღეისათვის ნუმიზმატიკურ კოლექციებსა და სამეცნიერო მიმოქცევაში ცნობილია ამ ტიპის 10-მდე ეგზემპლარი (მათ შორის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ბრიტანეთის მუზეუმსა და რამდენიმე კერძო თუ საჯარო კოლექციაში), რაც მას საკმაოდ იშვიათ და მაღალი ისტორიული ღირებულების ძეგლად აქცევს.

მართლაც, გიორგი III-ის (1156–1184 წწ.) „მეფე შევარდენით“ გამოსახულებიანი მონეტა შუა საუკუნეების ქართული ნუმიზმატიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნიმუშია.

ავერსი:
აზიურ-ბიზანტიურ სამოსელში გამოწყობილ და აზიურ სტილში ფეხმორთხმით მჯდარ გიორგი III-ს გაწვდილ ხელზე შევარდენი უზის. თავს საიმპერატორო ჯვრიანი სტემა უმშვენებს. მეფის გამოსახულების მარჯვნივ არის ქართული ასომთავრული წარწერა: ႢႨ (გი), რაც მეფის სახელს, გიორგის აღნიშნავს. ამ ტიპის ("შევარდენიანი") გიორგი III-ის მონეტაზე ქართული მონეტების ისტორიაში პირველად ვხვდებით მხედრულ წარწერას. სახელის მონოგრამის გარდა, ჩნდება თარიღიც, რომელიც XI საუკუნის პირველი მესამედის შემდეგ ჩვენში მოჭრილ მონეტებზე აღარ დაიტანებოდა. საყურადღებოა, რომ ეს თარიღიც უკვე ქართული ქორონიკონითაა მოცემული (ქორონიკონით 394 წელი, ანუ 1174 წელი).

რევერსი:
განთავსებულია სამსტრიქონიანი არაბული წარწერა: „მეფეთა მეფე გიორგი, ძე დემეტრესი, ქრისტეს მახვილი.“

მკვლევართა მოსაზრებით, არაბული წარწერა მიანიშნებდა არა მეფის დაქვემდებარებას და დამოკიდებულებას მუსლიმი ხალიფებისადმი, არამედ განპირობებული იყო წმინდა ეკონომიკური მოტივებით, "ქართულ მონეტებს გზა უნდა გაეკვლია მახლობელი აღმოსავლეთის ბაზრისკენ." ამავე დროს წარწერის შინაარსი მუსლიმურ სამყაროში მეფის მნიშვნელობასა და ამბიციებზეც მიუთითებდა, წარმოადგენდა ერთგვარ შეტყობინებას, რომ გიორგი III „მეფეთა მეფე“ და „მესიის მახვილი“ იყო.

მონეტაზე მითითებული ქორონიკონის - 394, რაც 1174 წელს შეესაბამება, მიხედვით, ივარაუდება, რომ ის მოიჭრა სამეფო ზარაფხანაში (თბილისში). ეს პერიოდი ემთხვევა გიორგი III-ის მიერ ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებისა და დიდებულებთან (მათ შორის ორბელთა ამბოხებამდე ცოტა ხნით ადრე) ძალაუფლების დემონსტრირების ხანას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბიზანტიური ტრადიციისგან განსხვავებით, სადაც მონეტებზე ძირითადად ქრისტე, ღვთისმშობელი ან წმინდანები გამოისახებოდნენ (თუმცა, გვხვდება ბიზანტიელი იმპერატორების გამოსახულებებიც, მაგალითად, კონსტანტინე IX მონომახი, ალექსი I კომნენოსი), ამ მონეტის შემთხვევაში მონარქს ვხედავთ რეალურ, საერო პოზაში - ფეხმორთხმით მჯდომარეს და სანადირო ფრინველით ხელში - ასე ვთქვათ, სამეფო საქმიანობაში (ნადირობა შევარდენით).

მონეტა მოჭრილია სპილენძისგან.

 #რუსთავისარქეოლოგიურიექსპედიცია  #რუსთავისისტორიულიმუზეუმი  #რუსთავი

#რუსთავისარქეოლოგიურიექსპედიცია #რუსთავისისტორიულიმუზეუმი #რუსთავისმერია #ნინოლაცაბიძე #რუსთავი

20/08/2026
19/08/2026

რუსთავში, ქალაქის დიდი ისტორიის დამადასტურებელი კიდევ ერთი აღმოჩენა გაკეთდა.

არქეოლოგიურმა ექსპედიციამ რუსთავის შუა საუკუნეების სასახლის IV დარბაზში, თამარ მეფის მამის - გიორგი III-ის პერიოდის შევარდნიანი მონეტა აღმოაჩინა.

მონეტა მე-12 საუკუნის ქართული ნუმიზმატიკის უნიკალური ნიმუშია. მონეტის შუბლზე გამოსახულია მეფე, რომელსაც ხელზე შევარდენი უზის.
მონეტის არეზე, კი ქართული მხედრული წარწერით წერია გიორგი მეფის სახელი და ასოთმთავრული წარწერა- ქორონიკონ 394.

მონეტის უკანა მხარეს, არაბულად იკითხება - ,,მეფეთ მეფე გიორგი, ძე დემეტრესი, მესიის მახვილი".

რუსთავის სასახლეზე აღმოჩენილი მონეტა, უნიკალურია იმ თვალსაზრისითაც რომ, ეს არის დღემდე აღმოჩენილი პირველი ქართული მონეტა, რომელზეც მხედრული წარწერაა დატანილი და ქორონიკონით თარიღდება.

#ახალიქალაქიდიდიისტორიით

 #რუსთავისარქეოლოგიურიექსპედიცია  #რუსთავისისტორიულიმუზეუმი  #რუსთავი
19/08/2026

#რუსთავისარქეოლოგიურიექსპედიცია #რუსთავისისტორიულიმუზეუმი #რუსთავი

მეფეთ მეფე გიორგი, ძე დემეტრესი მესიის მახვილი ქორონიკონი 394 - რუსთავის სასახლის ექსპედიციამ, თამარ მეფის მამის - გიორგი III-ის პერიოდის მონეტა აღმოაჩინა.

ვრცლად - https://rustavi2.ge/ka/news/361483

 #რუსთავისარქეოლოგიურიექსპედიცია  #რუსთავისისტორიულიმუზეუმი  #რუსთავი
19/08/2026

#რუსთავისარქეოლოგიურიექსპედიცია #რუსთავისისტორიულიმუზეუმი #რუსთავი

მეფეთ მეფე გიორგი, ძე დემეტრესი მესიის მახვილი ქორონიკონი 394 - რუსთავის სასახლის ექსპედიციამ, თამარ მეფის მამის- გიორგი III-ის პერიოდის მონეტა აღმოაჩინა

Address

17, Builders' Str.
Rustavi
3700

Opening Hours

Tuesday 10:00 - 17:30
Wednesday 10:00 - 17:30
Thursday 10:00 - 17:30
Friday 10:00 - 17:30
Saturday 10:00 - 17:30
Sunday 10:00 - 17:30

Telephone

0341 24 02 28

Alerts

Be the first to know and let us send you an email when რუსთავის ისტორიული მუზეუმი / Rustavi History Museum posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to რუსთავის ისტორიული მუზეუმი / Rustavi History Museum:

Shortcuts

Share