ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი. სამტრედია, დიდი ჯიხაიში

  • Home
  • Georgia
  • Samtredia
  • ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი. სამტრედია, დიდი ჯიხაიში

ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი.        სამტრედია,   დიდი ჯიხაიში Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი. სამტრედია, დიდი ჯიხაიში, Museum, დიდი ჯიხაიში, Samtredia.
(1)

უქმე დღე -ორშაბათი. სამუშაო დრო ორშაბათის გარდა ყოველ დღე
10 სთ-დან - 17 სთ: 30 წთ-მდე.
ღირებულება: არასრულწლოვანი, სტუდენტი,პენსიონერი-1 ლარი, სრულწლოვანი -5 ლარი, გიდი -5 ლარი.
ეზოც შედის საექსკურსიო სივრცეში!

21/05/2026

#ეს #საინტერესოა!

,,ნიკო ნიკოლაძე დაახლოებული იყო ვიქტორ ჰიუგოსთან და მის ცნობილ გაზეთში ,,Le Rappel"--ის რედაქციასთან.
ამ გაზეთს 60-იან წლებში მეთაურობდა ვიქტორ ჰიუგოს შვილი .აქ აღსანიშნავია ერთი საინტერესო ფაქტი. 70-იან წლებში ვიქტორ ჰიუგოს უმცროსმა შვილმა ფრანგულად თარგმნა შექსპირის პიესები...თარგმანი აჩვენა თავის ძველ მეგობარს #ნიკო #ნიკოლაძეს , რომელმაც თარგმანს რედაქცია გაუკეთა.ამის აღსანიშნავად მან ნიკოს შექსპირის სურათი აჩუქა..."~~~/ #ალექსანდრე #სიგუა

19/05/2026
 #მუზეუმების  #საერთაშორისო  #დღე  18.05.2026 „მუზეუმები აერთიანებენ დაყოფილ სამყაროს“ ​📜 „დამოუკიდებლობის ხელისმომწერებ...
18/05/2026

#მუზეუმების #საერთაშორისო #დღე 18.05.2026

„მუზეუმები აერთიანებენ დაყოფილ სამყაროს“
​📜 „დამოუკიდებლობის ხელისმომწერები“ — ქ. სამტრედიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ღონისძიება.
​🎒 „ნორჩი მეგზური“ — დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები
​🎨 მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა — დიდი ჯიხაიშის სახელოვნებო სკოლის, ეწრის საჯარო სკოლისა და სამტრედიის N11 საჯარო სკოლის მოსწავლეების ერთობლივი გამოფენა.
​🖋️ ანა თადუმაძის კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა.

​♟️ ჭადრაკის ტურნირი

ორგანიზატორები:
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია;
ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი,
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

18/05/2026

„ტრადიცია გრძელდება — ნორჩი მეგზურები ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში“ 🏛️✨

​უკვე რამდენიმე წელია, ტრადიციად იქცა, რომ წელიწადში ორჯერ — 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესა და სექტემბერში, „ნიკოობის“ სახალხო დღესასწაულზე — ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში მოსულ სტუმრებს „ნორჩი მეგზურები“ ეგებებიან.

​ პროექტი საგანმანათლებლო სივრცისა და მუზეუმის მჭიდრო, აქტიური თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. მისი მთავარი მიზანი კი ახალგაზრდებში დიდი ერისკაცის, ნიკო ნიკოლაძის, ცხოვრებისა და უდიდესი მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის გავრცელებაა.

​წელს, 18 მაისს, მუზეუმის სტუმრების მასპინძლობის საპატიო მისია წილად ხვდათ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც ძალიან კარგად გაართვეს თავი გიდობას. 📜🙌

​დიდი მადლობა თითოეულ მოსწავლეს, სკოლის დირექციასა და პედაგოგებს ასეთი ჩართულობისთვის.

#მუზეუმებისსაერთაშორისიდღე

#ნორჩიმეგზურები

#დიდიჯიხაიშისსაშუალოსკოლა

15/05/2026
,, #ნიკო  #ნიკოლაძემ ნიაგარის ჩანჩქერის ელექტროსადგურის გაშვების შემდეგ საქართველოში ანალოგიური სადგურის მშენებლობის შეს...
14/05/2026

,, #ნიკო #ნიკოლაძემ ნიაგარის ჩანჩქერის ელექტროსადგურის გაშვების შემდეგ საქართველოში ანალოგიური სადგურის მშენებლობის შესაძლებლობის შესწავლა დაიწყო.

იგი დაუკავშირდა ბორის ივანიცკის, რომელსაც ნანახი ჰქონდა ნიაგარის ელ.სადგური და ფეოდორ როლს, ჰიდროელექტროდანადგარის ,,ზღუდეების" შემქმნელს.

ნიკო ნიკოლაძე ჯერ კიდევ 1903 წლიდან ამუშავებდა დასავლეთ საქართველოს ელექტროფიკაციის პროექტს და ამ თვალსაზრისით ,

რიონი და ენგური ჰქონდა მხედველობაში.

შემდეგ #გიორგიც ჩამოვიდა

(პეტერბურგიდან) და და მამა-შვილი მივიდა დასკვნამდე,რომ ელ.სადგურის მშენებლობა ენგურზე უფრო ადვილი და უპრიანი იქნებოდა.

#გიორგი #ნიკოლაძე ფეოდორ როპთან ერთად მთელი ხუთი თვის განმავლობაში იკვლევდა ენგურის ხეობას.მაგრამ მაშინ იდეის ტექნიკური ხორცშესხმა ვერ მოხერხდა... ნიკოლაძეების პროგნოზი გამართლდა და მათ წამოწყებასაც,

მართალია, ათეული წლების შემდეგ, მაგრამ მაინც დაადგა თავი"

/ Paata Natsvlishvili

Address

დიდი ჯიხაიში
Samtredia

Opening Hours

Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00
Saturday 10:00 - 17:00
Sunday 10:00 - 17:00

Telephone

+995598950283

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი. სამტრედია, დიდი ჯიხაიში posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი. სამტრედია, დიდი ჯიხაიში:

Share

Category