დავით სარაჯიშვილის მუზეუმი / Davit Sarajishvili Museum

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • დავით სარაჯიშვილის მუზეუმი / Davit Sarajishvili Museum

დავით სარაჯიშვილის მუზეუმი / Davit Sarajishvili Museum დავით სარაჯიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მემორიალური მუზეუმი

♥️
12/11/2025

♥️

10/11/2025

💭 "სადად და გასაგებად ასე შეიძლება ითქვას, რომ დავით სარაჯიშვილი სპირტიანი სასმელების მეწარმე და ქველმოქმედი ადამიანი გახლდათ, რომელიც მე-19 და 20-ე საუკუნეების გასაყარზე საქმიანობდა და მოღვაწეობდა.

თვითონ ალბათ მოეწონებოდა საკუთარი ცხოვრებისა და შრომის ამგვარი შეფასება, რადგან სახელისა და დიდების მადევარი არ იყო და არც გაწეულ სიკეთეთათვის მოითხოვდა რაიმე საპასუხოს, თუმცა, არსებობს რამდენიმე „მაგრამ“, რომელთა გამოც მისი გარდაცვალებიდან საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ ამ კაცის ცხოვრება და საქმენი კვლავაც აღაფრთოვანებს საქართველოს და დავით სარაჯიშვილს სამაგალითო ქართველად წარმოაჩენს.

ამბობენ, მაგალითს დიდი ძალა აქვს, მაგრამ მაგალითს მიდევნება და მისი გამეორება ძნელია. შესაბამისად, ძნელია გაიმეორო დავით სარაჯიშვილი, მიუწვდომელ მაგალითად მისი დასახვა კი შეიძლება.

დავით სარაჯიშვილის ცხოვრება განსაკუთრებული კაცის ცხოვრებაა და სარაჯიშვილის ცხოვრების პრინციპი სწორედ ეს იყო − რასაც აკეთებდა, ყველაფერი ყოფილიყო მკვიდრი, სამუდამო, სასარგებლო, შთამბეჭდავი და გამორჩეული. ერთგვარი რენესანსული ტიპი, რომელიც მისი დროის ქართველთათვის არა ტრადიციული კალმით, სიტყვით, გზნებით საქართველოს გამოღვიძების,არამედ საჭირო საქმეთა კეთების მუდმივობით და ამით ქართველობის დახმარებით ჩაეწერა ისტორიაში."

აკა მორჩილაძე

🔗 ვრცლად: https://writershouse.ge/index.php?m=169&news_id=512

დავით სარაჯიშვილის დაბადების დღეს მწერალთა სახლს არაჩვეულებრივი სტუმარი − ტიციან ტაბიძის ძმისშვილი, ქალბატონი მარიამ ტაბ...
09/11/2025

დავით სარაჯიშვილის დაბადების დღეს მწერალთა სახლს არაჩვეულებრივი სტუმარი − ტიციან ტაბიძის ძმისშვილი,
ქალბატონი მარიამ ტაბიძე ეწვია🌸
ქალბატონი მარიამი ოჯახთან ერთად წლების განმავლობაში მწერალთა სახლის (იმდროინდელ მწერალთა კავშირის) შენობაში, მესამე სართულზე ცხოვრობდა✨
ბავშვობის წლები მარიამ ტაბიძემ ამ კედლებში გაატარა.
ქალბატონმა მარიამმა ჩვენი გუნდის წევრები გასული საუკუნის 30-იანი წლების მწერალთა კავშირში, თავისი ბავშვობის საოცარი მოგონებებით გვამოგზაურა✨
ჩვენმა სტუმარმა საკუთარი ბავშვობის საყვარელი „მეგობრები“ − მწერალთა კავშირის ცნობილი ლომისა და ვეფხვის ფიტულები მოიკითხა.
ასეთი შეხვედრა მუზეუმის თანამშრომლებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ემოციური და საინტერესო იყო, რადგან სწორედ პირადი მოგონებებისგან შემდგარი ამბებია ეპოქის უტყუარი დოკუმენტი.
ისტორიები, რომლებსაც ჩვენი მუზეუმის სტუმრებს გავუზიარებთ♥️

გუშინ და დღეს დავით სარაჯიშვილის 177 წლის იუბილეს აღვნიშნავთ✨მუზეუმში ვუმასპინძლეთ მრავალ სტუმარს − სკოლების მოსწავლეებს...
09/11/2025

გუშინ და დღეს დავით სარაჯიშვილის 177 წლის იუბილეს აღვნიშნავთ✨
მუზეუმში ვუმასპინძლეთ მრავალ სტუმარს − სკოლების მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ტურისტებს✨
დავით სარაჯიშვილის, ასევე რეპრესირებული მწერლების მუზეუმების დათვალიერება და საინტერესო ისტორიების გაზიარება კვლავ გრძელდება✨
გთავაზობთ რამდენიმე ფოტოკადრს ამ განსაკუთრებული დღეებიდან✨

დავით სარაჯიშვილის დაბადების 177-ე წლისთავთან დაკავშირებით, მწერალთა სახლის მუზეუმებს დამთვალიერებელი დილიდან სტუმრობს 🕯...
09/11/2025

დავით სარაჯიშვილის დაბადების 177-ე წლისთავთან დაკავშირებით, მწერალთა სახლის მუზეუმებს დამთვალიერებელი დილიდან სტუმრობს 🕯️✨

✨
09/11/2025

🕯️✨
07/11/2025

🕯️✨

დავით სარაჯიშვილი – 177 ✨

📌8 და 9 ნოემბერს, მობრძანდით დავით სარაჯიშვილის მუზეუმში!

✨ჩვენი გიდები – ანნა გოგაძე და ნატალია ჭიჭინაძე გიამბობენ მასზე აქამდე უცნობ ისტორიებს.
ასევე მოგიყვებიან დავით სარაჯიშვილის სტიპენდიატებზე.

🕯️ორი დღის განმავლობაში, 8 და 9 ნოემბერს, 12:00-დან 17:00-მდე, მწერალთა სახლში, დავით სარაჯიშვილის მუზეუმში, ყოველ ერთ საათში ვიზიტორებისთვის ტური ჩატარდება.

📅8 და 9 ნოემბერს მუზეუმში ვიზიტი უფასოა.
🤍გელით მწერალთა სახლში!

✨✨💫
05/11/2025

✨✨💫

🪄✨
10/07/2025

🪄✨

📣11 ივლისს მწერალთა სახლში ახალი თაობის ავტორთა საღამოების დასკვნითი, შემაჯამებელი ღონისძიება − NON STOP პოეზია გაიმართება!

🌗პოეტურ ღამეში მონაწილეობისთვის გიწვევთ ლიტერატურულ პარასკევობებში მონაწილე ავტორებს, სალიტერატურო წრეებს და პოეზიის მოყვარულ საზოგადოებას.

🎤 11 ივლისს მწერალთა სახლი საღამოს 8-დან ღამის 3 საათამდე ღიაა. თავისუფალი იქნება მიკროფონიც − ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება წაიკითხოს საკუთარი ან სხვისი პოეტური ნაწარმოები და ჩაერთოს ღამის NON STOP პოეზიის პერფორმანსში.

💫 NON STOP პოეზია ახალგაზრდა ავტორთა ლიტერატურული საღამოების სერიის ერთგვარი რეზიუმეა, რითაც შეხვედრების 8-თვიანი სეზონი დასრულდება, ხოლო განახლებული ფორმატითა და ახალი ავტორებით ლიტერატურული პარასკევობები აუდიტორიას სექტემბრიდან დაუბრუნდება.

🕯️11 ივლისს, ტრადიციულად პარასკევს, 20 საათიდან, გელით ყველას, ვისაც ღამის მწერალთა სახლი და ღამის პოეზია გიზიდავთ!

🔊 NON STOP პოეზია − დასწრება თავისუფალია, როგორც არასდროს!

18/05/2025
18/05/2025

🌙🔮ღამე მუზეუმში
🤍 გვესტუმრეთ

Address

13 Ivane Machabeli Street
Tbilisi
0105

Opening Hours

Tuesday 11:00 - 17:00
Wednesday 11:00 - 17:00
Thursday 11:00 - 17:00
Friday 11:00 - 17:00
Saturday 11:00 - 17:00
Sunday 11:00 - 17:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დავით სარაჯიშვილის მუზეუმი / Davit Sarajishvili Museum posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to დავით სარაჯიშვილის მუზეუმი / Davit Sarajishvili Museum:

Share

Category