04/07/2026
გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, იმერული სამზადი სახლის დაზიანებულ სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
ექსპონატ-ნაგებობა მუზეუმის ტერიტორიაზე 1972 წელს საჩხერის რაიონის სოფელ კალვათადან გადმოიტანეს. სოფელ კალვათში, წაბლის ხის სახლი მე-19 საუკუნის 60-იან წლებში აშენდა.
სიძველისგან დაზიანებული სახურავის გამო, იმერული სამზადი რამდენიმე წელი დაკეტილი იყო. რეაბილიტაცია უკვე დასრულდა და უახლოეს მომავალში ვიზიტორებისთვის კვლავ გაიღება.