კუბი კონტექსტში - Cube In Context

Call Directions Website Contact the museum

კუბი კონტექსტში - Cube In Context თანამედროვე ხელოვნების სივრცე

კუბის ამბავი 1982 წელს, მზიურში აშენებული საბაგირო გზიდან იწყება, რომელმაც წლების განმავლობაში თავისი მისია კარგად შეასრულა.

თუმცა, პროექტის გაჩერებამ ის ქალაქის მორიგ, მიტოვებულ, უფუნქციო შენობად გადააქცია.

გადავწყვიტეთ კუბის თავდაპირველ, დამაკავშირებელ ფუნქციას ახალი დატვირთვა შევძინოთ, გადავაქციოთ ისეთ თანამედროვე, სივრცედ, სადაც ადამიანებს და ხელოვნებას სრულიად ახლებური ფორმით დააკავშირდებს ერთმანეთთან და შემოქმედებითი განვითარების ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

პროექტის მიზანი:
• მზიურის საბაგირო შენობის არქიტექტურული ფორმის შენარჩუნება და ფუნქციურად დატვირთვა;

• თანამედროვე ხელოვნების საზოგადოებრივ სივრცეში ინტეგრირება და სხვადახვა სოციალურ ჯგუფებს შორის კულტურული დიალოგის წარმართვა;

• საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და ხელშეწყობა;

• თანამედროვე ხელოვნების სფეროში მოღვაწე არტისტებისა და მკვლევარებისთვის სამუშაო გარემოს შექმნა;

ჩვენი ხედვა
ჩვენ გვინდა ვცხოვრობდეთ შემოქმედებითად განვითარებულ ქვეყანაში, სადაც რიგით ადამიანებს აქვთ ინტერესი ჩაერთონ კულტურულ ცხოვრებაში. ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს ეძლევათ თვითრეალიზებისა და განვითარების შესაძლებლობები.

გვჯერა, რომ სამოქალაქო სექტორის და სახელწიფო ინსტიტუციების თანამშრომლობას, საერთო იდეის და მიზნის ირგვლივ, შეუძლია მნიშვნელოვანი ცვლილებების მოტანა.

ჩვენი მისია
ურბანულ სივრცეში შექმნილი მულტიმედიური პლატფორმის მეშვეობით, ფიზიკური და ციფრული რეალობის ერთმანეთთან დაკავშირება.

თითოეული მოქალაქის ჩართულობით, სახელმწიფო და საერთაშორისო ინსტიტუციებთან თანამშრომლობით, კერძო სექტორის მხარდაჭერით შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზება და კულტურის, როგორც უნივერსალური საკომუნიკაციო შესაძლებლობის განვითარება.

07/10/2026

ENG ↓📷 RADICAL TENDERNESS / რადიკალური სინაზე
10 ოქტომბერს, ჩვენს სარდაფში Worlds Through Minds-ის ერთდღიან გამოფენას ვმასპინძლობთ.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიელი კურატორები Macy Castañeda Lee და Tracy D**g წარმოადგენენ ფოტოგრაფებისა და კინოხელოვანების ნამუშევრებს, რომლებიც სწრაფად ცვალებად სამყაროს ეხმიანება.
Radical Tenderness აერთიანებს ძირითადად სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიელ ავტორებს და ეხება ზრუნვას, სოლიდარობას, დანაკარგს, გარემოს ცვლილებას, კულტურულ და ისტორიულ მეხსიერებას.
📽 17:00 — უწყვეტი აუდიოვიზუალური პროექცია სარდაფში
🎤 18:00 — კურატორული შეხვედრა მედიათეკაში
📍 კუბი კონტექსტში | მზიურის პარკი
🎟️ დასწრება თავისუფალია!
Worlds Through Minds ნიუ-იორკში დაფუძნებული საერთაშორისო შემოქმედებითი კოლექტივია.
ფოტო: Anbin Kodi
Radical Tenderness 2026

📷 RADICAL TENDERNESS
On October 10, Cube in Context hosts a one-day presentation by Worlds Through Minds.
Curators Macy Castañeda Lee and Tracy D**g present works by photographers and filmmakers responding to our rapidly changing world.
Radical Tenderness brings together artists primarily from South and Southeast Asia and explores care, solidarity, grief, environmental change, cultural preservatio

🎨 300-ზე მეტი ღონისძიება ოთხ წელში: გამოფენები, ვორქშოფები, ტრენინგები, კინოჩვენებები, ლექციები, პერფორმანსები, ფესტივალ...
04/10/2026

🎨 300-ზე მეტი ღონისძიება ოთხ წელში: გამოფენები, ვორქშოფები, ტრენინგები, კინოჩვენებები, ლექციები, პერფორმანსები, ფესტივალები, სოციალური აქტივობები... ათასობით სტუმარი, არაერთი მედია გაშუქება, ათობით ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობა.

💛 და ეს ყველაფერი — 0 მუდმივი ბიუჯეტით!

🏛️ უკვე მეხუთე წელია, ყოფილი საბაგირო შენობის ფუნქციურად ათვისების შედეგად შექმნილი „კუბი კონტექსტში“ მზიურის პარკში ფუნქციონირებს როგორც დამოუკიდებელი სოციალური, სახელოვნებო სივრცე, რომელიც განსხვავებული ასაკის, გამოცდილებისა თუ შესაძლებლობის ადამიანებს ხელოვნების ირგვლივ აერთიანებს და ქალაქში თავისუფალ კულტურულ წერტილს ქმნის.

🖼️ აქ ვფენთ პროფესიონალ და დამწყებ მხატვრებს, ფოტოგრაფებს, მოქანდაკეებს... დამოუკიდებელ ავტორებს; აუდიტორიას ვუთმობთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს; ვმუშაობთ ბავშვებთან, მოზარდებთან, მშობლებთან, შშმ ადამიანებთან, ლტოლვილებთან, უფროსი თაობის წარმომადგენლებთან... ვზრუნავთ ცხოველებზე, ეკოლოგიაზე, ვავითარებთ არაფორმალური განათლების პროგრამებს... ვმასპინძლობთ კინოჩვენებებს, ფესტივალებსა და სოციალურ პროექტებს.

🔗 მნიშვნელოვანი რგოლების მნიშვნელოვან რგოლებთან გადაბმით ვქმნით რეალობას, სადაც წარმატებული პროექტი აუცილებლად მაღალ ბიუჯეტს არ ნიშნავს.

⚪ კუბს მუდმივი დაფინანსება არ აქვს.

🤝 სივრცე დღემდე არსებობს საკუთარი მცირე შემოსავლებით, მოხალისეობრივი შრომით, პარტნიორების რესურსებით და იმ ადამიანების მხარდაჭერით, ვისაც სჯერა, რომ ასეთი ადგილი დედაქალაქში უნდა არსებობდეს.

💛 ახლა მეგობრების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია!

🌧️ სეზონი რთულად დაიწყო: მოგვპარეს გარეთ მდგარი სარეკლამო კონსტრუქცია (ცოტა ხნის წინ - მაგიდები), რომელიც პარკის სტუმრებს კუბში და ჩვენს ყავის წერტილში იწვევდა. მეორე წელია გალერეის კედლები წვიმების შემდეგ რეგულარულად ზიანდება და მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვეში სივრცის სამჯერ დაუგეგმავად გარემონტება მოგვიწია.

🛠️ ამას ემატება ყოველდღიური საოპერაციო ხარჯები — ინვენტარი, ტექნიკური და საწმენდი საშუალებები, ყავის წერტილის მარაგი, სამუშაო ხარჯები და სივრცის მოვლა.

📅 ამავე დროს, საგამოფენო პროგრამა უკვე დეკემბრის ბოლომდეა დაგეგმილი. იმისთვის, რომ ეს გეგმა შესრულდეს და მედიათეკის კარი ზამთარში ღიად თამამად დავტოვოთ, ახლა სტაბილური მცირე მხარდაჭერა გვჭირდება.

💙 თუ ამ სივრცის არსებობა შენთვისაც მნიშვნელოვანია, შეგიძლია თვეში მინიმუმ 5 ლარით გახდე მისი გაძლიერების თანამონაწილე.

🎯 შენი ქველმოქმედება კუბისთვის ნიშნავს საღებავს, კედლის შეკეთებას, ინვენტარს, თანამშრომლის სამუშაო დღეს, ყავის წერტილის შევსებას და, რაც მთავარია — ღია კარს ზამთარში.

🫶 კუბი ადამიანების ხელოვნების ირგვლივ გასაერთიანებლად შეიქმნა. ამიტომ გვინდა, მისი სტაბილური განრიგის შენარჩუნებაც ისევ ადამიანების გაერთიანებით შევძლოთ.

💛 თვეში 5 ლარიც რეალური მხარდაჭერაა.

ააიპ „კუბი კონტექსტში“
ს/კ 402 176 328

🔵 TBC: GE21TB7057436020100018
🟠 Bank of Georgia: GE87BG0000000537930301

📝 დანიშნულება: ქველმოქმედება

P.S. 💡
თუ გაქვთ პროფესიული იდეა ან გამოცდილება, როგორ შეიძლება „კუბის“ ფინანსური მდგრადობის გაძლიერება, ღია ვართ მოსმენისთვის.

📌 ამასთან, მნიშვნელოვანია ჩვენი ძირითადი პრინციპები და რეალური პირობებიც: „კუბის“ მთავარი ხაზი რჩება თანამედროვე ხელოვნების გალერეა და მედიათეკა; საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა ყველასთვის თავისუფალია; მედიათეკაში არ არის წყალი, ხოლო პარკში მომარაგების მანქანების რეგულარული შემოსვლა შეზღუდულია.

🔄 გახსნის დღიდან დღემდე ბევრი მოდელი გამოგვიცდია და თითქმის ყველა დეტალზე გვიფიქრია. ბოლო წლებში, საერთაშორისო ფონდებზე ხელმისაწვდომობის შემცირებისა და კერძო სექტორის შეზღუდული მხარდაჭერის პირობებში, დღემდე ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა ორი რამ: პროექტებისთვის ადამიანური და პროფესიული რესურსების გაერთიანება და მინიმალური საოპერაციო ხარჯების დაფარვა ჩვენი ყავის წერტილის შემოსავლით.

🤝 თუ ხედავთ სხვა რეალისტურ, კუბის ღირებულებებთან თავსებად გზას — ღია ვართ მოსასმენად.

გთხოვთ თქვენც გააზიაროთ ეს პოსტი 🤝

გაიგე კუბის ამბავი "ფილმად" >> https://youtu.be/hLrz-qe9AZE?si=2X82-bSaaA6oF6FJ

🌿 კუბში შევხვდებით!

#კუბიკონტექსტში #ქველმოქმედება #თანამედროვეხელოვნება #სახელოვნებოსივრცე

🎨 More than 300 events in four years: exhibitions, workshops, training sessions, film screenings, lectures, performances, festivals, social initiatives... Thousands of visitors, numerous media features, and dozens of local and international collaborations.

💛 And all of this with 0 permanent funding.

🏛️ Now in its fifth year, Cube in Context operates in Mziuri Park as an independent social and arts space created through the adaptive reuse of a former cable car station. It brings together people of different ages, backgrounds, experiences, and abilities around art, creating a free and open cultural point in the city.

🖼️ We exhibit both established and emerging painters, photographers, sculptors, and independent artists; give a platform to voices from different fields; work with children, teenagers, parents, people with disabilities, refugees, and older generations; care about animals and the environment; develop non-formal education programmes; and host film screenings, festivals, and social projects.

🔗 By connecting the right people, skills, and resources, we create a model in which a successful project does not necessarily require a large budget.

⚪ Cube has no permanent funding.

🤝 The space has survived and grown through its own modest income, volunteer work, resources shared by partners, and the support of people who believe that a place like this should exist in the capital.

💛 Right now, the support of our friends is especially important.

🌧️ The season started on a difficult note: the outdoor advertising structure that invited park visitors into Cube and our coffee point was stolen — and shortly before that, our tables were stolen as well. For the second year in a row, the gallery walls have been repeatedly damaged after heavy rain, and in just the past few months we have had to carry out three unplanned repairs.

🛠️ On top of this, there are everyday operating costs — equipment, technical and cleaning supplies, stock for the coffee point, day-to-day working expenses, and maintenance of the space.

📅 At the same time, our exhibition programme is already scheduled through the end of December. To carry it through and confidently keep the Mediatheque doors open during the winter, we now need small but steady support.

💙 If the existence of this space matters to you too, you can become part of sustaining and strengthening it with a monthly contribution of as little as 5 GEL.

🎯 Your contribution helps Cube pay for paint, wall repairs, equipment, a staff member’s working day, coffee point supplies and, most importantly — an open door throughout the winter.

🫶 Cube was created to bring people together around art. We would like to sustain its regular programme in exactly the same way — by bringing people together.

💛 Even 5 GEL a month is real support for Cube.

Cube in Context
ID No. 402 176 328

🔵 TBC: GE21TB7057436020100018
🟠 Bank of Georgia: GE87BG0000000537930301

📝 Payment purpose: Charity

P.S. 💡
If you have professional experience or ideas about how Cube could strengthen its financial sustainability, we are open to hearing them.

📌 At the same time, there are a few core principles and practical realities to keep in mind: Cube’s primary focus remains its contemporary art gallery and Mediatheque; the shared co-working space must remain free for everyone; there is no running water in the Mediatheque; and regular access for supply vehicles inside the park is restricted.

🔄 Since opening, we have tested many models and considered almost every detail. In recent years, as access to international funding has decreased and support from the private sector has become more limited, two approaches have proved the most effective for us: **pooling human and professional resources for projects, and covering minimum operating costs through the income generated by our coffee point.**

🤝 If you see another realistic path that aligns with Cube’s values, we are open to hearing it.

Please share this post as well. 🤝

🎬 Watch Cube’s story as a film >>
https://youtu.be/hLrz-qe9AZE?si=2X82-bSaaA6oF6FJ

🌿 See you at Cube!

🍁როგორც ჩანს, ამ სეზონზე მეგობრების მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.გახსნის შემდეგ, საინფორმაციო რკინის...
02/10/2026

🍁როგორც ჩანს, ამ სეზონზე მეგობრების მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

გახსნის შემდეგ, საინფორმაციო რკინის კონსტრუქცია/ბანერი მოპარული დაგვხვდა, რამაც ყავის წერტილის ვიზიტორთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, კუბის მხარდასაჭერად ახალი გზა მოგვეძებნა:

პირობით ღირებულებად გთავაზობთ ნამუშევრებს საბავშვო გამოფენიდან — „როცა ადამიანი მიღიმის“.

გაზაფხულზე სხვადასხვა გამოცდილებისა და შესაძლებლობებისმქონე ბავშვებმა შექმნეს ნამუშევრები თემაზე — რა აბედნიერებთ, რა ახარებთ, რა უყვართ დედამიწაზე. მთელი ივნისის განმავლობაში გამოფენას დამთვალიერებლებიც უერთდებოდნენ და საკუთარ ნახატებს ტოვებდნენ.

ახლა მათი ნაწილი შეიძლება თქვენს სახლში აღმოჩნდეს. 🤍

თუ გინდათ, გამოფენის პატარა ნაწილი თქვენთან დარჩეს და კუბის პროგრამებსაც დაუჭიროთ მხარი, მოგვწერეთ ინბოქსში კოდური ფრაზა:

„როცა ადამიანი მიღიმის“

გამოგიგზავნით ხელმისაწვდომ დაუჩარჩოებელ ნამუშევრებს. თქვენ აირჩევთ სასურველ ნახატს და თავად განსაზღვრავთ მის ღირებულებას.

თქვენთან დარჩება ერთი პატარა ამბავი.
კუბში კი — მისი გაგრძელების შესაძლებლობა.

#კუბიკონტექსტში #მზიურისპარკი #როცაადამიანიმიღიმის #ქველმოქმედება #თანამედროვეხელოვნება

წერის ვორქშოფი - ანა კორძაია-სამადაშვილიარტისტერიუმი 19/26კუბი კონტექსტში.ვის ეკუთვნის ქალაქი?როგორ შეიძლება გავიაზროთ ი...
01/10/2026

წერის ვორქშოფი - ანა კორძაია-სამადაშვილი
არტისტერიუმი 19/26
კუბი კონტექსტში.

ვის ეკუთვნის ქალაქი?

როგორ შეიძლება გავიაზროთ ის არა მხოლოდ ადამიანების სივრცედ, არამედ გარემოდ, რომელსაც ჩვენთან ერთად მცენარეები, ცხოველები, მწერები, ფრინველები და სიცოცხლის სხვა ფორმებიც იზიარებენ?
https://forms.gle/LupaAF4RfVF6XsH99
წამყვანი: ანა კორძაია-სამადაშვილი

ვორქშოფი “ფარავანა” - მამუკა ჯაფარიძეარტისტერიუმი 19/26კუბი კონტექსტში.🌙  როგორ ცვლის ღამის ქალაქს ხელოვნური განათება?ვო...
01/10/2026

ვორქშოფი “ფარავანა” - მამუკა ჯაფარიძე
არტისტერიუმი 19/26
კუბი კონტექსტში.

🌙 როგორ ცვლის ღამის ქალაქს ხელოვნური განათება?

ვორქშოფი იკვლევს სინათლით დაბინძურების გავლენას ქალაქის სხვა ბინადრებზე. ჭარბი განათება არღვევს ფრინველების, მწერებისა და სხვა სახეობების ძილს, ორიენტაციას, მიგრაციასა და ბუნებრივ რიტმებს და ქალაქს მათთვის თანდათან უფრო რთულ გარემოდ აქცევს.

ავტორი: მამუკა ჯაფარიძე, ხმა: სკოტ მაკკალო.
ფოტოები: თეონა მესტუმრე

29/09/2026

თავისუფლებამდე რუსთაველია

სივრცე, რომელიც ყველასია
#არტისტერიუმი 19/26
#კუბიკონტექსტში #მზიურისპარკი #ფესტივალი #თანამედროვეხელოვნება

თავისუფლებამდე რუსთაველია არტისტერიუმი 19 / 26 #სივრცერომელიცყველასია #არტისტერიუმი  #კუბიკონტექსტში  #მზიურისპარკი  #კო...
29/09/2026

თავისუფლებამდე რუსთაველია
არტისტერიუმი 19 / 26
#სივრცერომელიცყველასია
#არტისტერიუმი #კუბიკონტექსტში #მზიურისპარკი #კოკავაშაკიძე

28/09/2026

სივრცე, რომელიც ყველასია #გალერეა #მზიურისპარკი #გამოფენა #ფესტკვალი #არტისტერიუმი 19 / 26
კუბიკონტექსტში

26/09/2026

… რომ დედამიწას ვაგრძნობინოთ ადამიანი…
#სივრცერომელიცყველასია
#კუბიკონტექსტში
#არტისტერიუმი
#სვიმონბოლქვაძე

🎬 რა ხდება, როცა სიყვარულში ეჭვი ფსიქოლოგიურ დიაგნოზად იქცევა? რამდენად მარტივია სხვის ურთიერთობაში დაინახო ის, რასაც შე...
24/09/2026

🎬 რა ხდება, როცა სიყვარულში ეჭვი ფსიქოლოგიურ დიაგნოზად იქცევა? რამდენად მარტივია სხვის ურთიერთობაში დაინახო ის, რასაც შეყვარებული ადამიანი ვერ, ან არ ხედავს?

შაბათს, 26 სექტემბერს, 18:00 საათზე თავისუფალ კინოჩვენებაზე, ამ კითხვების პასუხებზე დასაფიქრებლად.

ფილმი ურთიერთობებზე, ოჯახურ საზღვრებზე, სიყვარულზე, კონტროლზე და ჩვენს დაუძლეველ სურვილზეა — ზოგჯერ სხვა ადამიანის ნაცვლად გადავწყვიტოთ, რა არის მისთვის კარგი.

დარეგისტრირდით სეანსზე >> https://forms.gle/NaWmMqpBT3scCaqK6

🌳 რატომ ერთად და რატომ მზიურში?

ზოგი ფილმი უბრალოდ სანახავი კი არა, ერთად სანახავია.

როცა ეკრანს უცნობ ადამიანებთან ერთად უყურებ, პერსონაჟების ქცევას აფასებ, საკუთარ გამოცდილებებს ადარებ და ფილმის დასრულების შემდეგ კიდევ ცოტა ხნით რჩები სასაუბროდ — კინო სოციალური გამოცდილება ხდება.

შეგიძლია მოხვიდე მეგობართან ერთად.
შეგიძლია მოხვიდე მარტო.
შეგიძლია უბრალოდ ფილმს უყურო.
და შეგიძლია ჩვენთან ერთად დარჩე ფილმის შემდეგ სასაუბროდ — სად გადის ზღვარი ზრუნვასა და კონტროლს შორის? რამდენად სწრაფად ვაკრავთ ადამიანებს ფსიქოლოგიურ იარლიყებს? და საერთოდ, როგორ უნდა მიხვდე, თუ ნარცისს ხვდები?

🎥 ფილმი: You’re Dating a Narcissist!

🎬 რეჟისორი: Ann Marie Allison
⏱️ ხანგრძლივობა: 91 წუთი
🌎 ქვეყანა: აშშ
🗣️ ენა: ინგლისური
✨ სეანსის ორგანიზატორი: გიგა რაზმაძე

🎟️ დასწრება თავისუფალია!

დარეგისტრირდით >> https://forms.gle/NaWmMqpBT3scCaqK6

📍 როგორ მოვიდეთ?

🚶 ფეხით ჭავჭავაძიდან ჩამოხვალთ, სკეიტპარკამდე.

🚗 მანქანით პარკამდე მოხვალთ ორი გზით:

📌 ნინო რამიშვილის 31 — პოლიციასთან

📌 ჭაბუა ამირეჯიბის 6 — რაგბის ფედერაციასთან

✨ კუბში შევხვდებით!

Address

Chavchavadze
Tbilisi
0179

Opening Hours

Tuesday 12:00 - 19:00
Wednesday 12:00 - 19:00
Thursday 12:00 - 19:00
Friday 12:00 - 19:00
Saturday 12:00 - 19:00
Sunday 12:00 - 19:00

Telephone

+995593219621

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კუბი კონტექსტში - Cube In Context posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to კუბი კონტექსტში - Cube In Context:

Shortcuts

Share

Category