ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიო? In mediathek you can enjoy unique books, computers and free Wi-Fi.

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონის პირველ სართულზე განთავსებულია საგამოფენო დარბაზი, ხოლო ანტრესოლზე - მედიათეკა, წიგნების მაღაზია და კაფე. მედიათეკაში უფასოდ ისარგებლებთ უნიკალური წიგნებით, კომპიუტერებითა და ინტერნეტით. მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ საარქივო დოკუმენტების გამოყენებით დამზადებული მრავალფეროვანი პროდუქცია. ამავე სივრცეში, გამოფენებთან ერთად, გაიმართება საჯარო ლექციებ

ი, საგანმანათლებლო პროექტები, გამოცემების პრეზენტაციები.
საქართველოში თანამედროვე არქივებს საფუძველი ჩაეყარა 1920 წლის 23 აპრილს. არქივს არასოდეს ჰქონია სივრცე გამოფენებისა თუ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩასატარებლად. მრავალფეროვანი მასალის საზოგადოებისთვის წარსადგენად საგამოფენო გალერეა იუსტიციის მინისტრის ინიციატივით აშენდა.
2007 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი. დღეისათვის ეროვნულ არქივში დაცულია: 5 მილიონამდე საქმეში გაერთიანებული წერილობითი დოკუმენტი; 439 063 ფოტო, 19 063 ფონო და 34 904 კინოდოკუმენტი; 80 000-მდე წიგნი და 50 000-მდე პერიოდული გამოცემა. Exhibition hall is located on the ground floor of the Exhibition Pavilion of the National Archives of Georgia, on the mezzanine – mediathek, shop of branded products and Café. One can buy various products created using archival documents. In the same place, together with the exhibitions public lectures, educational projects, presentation of the publications and other activities are held. The modern archives in Georgia were founded on April 23, 1920. The archives have never had space for conducting exhibitions or cultural-educational events. The exhibition gallery was constructed by the initiative of the Minister of Justice to present a wide variety of materials to the public. The National Archives of Georgia, as a LEPL (Legal Entity of Public Law) of the Ministry of Justice of Georgia, was established in 2007. By this time the National Archives preserve: written documents of 5 million files; 439 063 photos, 19 063 audio and 34 904 film documents; 80,000 books and 50,000 periodicals.

🏛️ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს დღეს თბილისის 23-ე საჯარო სკოლისა და "ახალი ქ...
17/10/2025

🏛️ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს დღეს თბილისის 23-ე საჯარო სკოლისა და "ახალი ქართული სკოლის" მოსწავლეები ეწვივნენ და მეფე ვახტანგ VI-ის დაბადებიდან 350 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერეს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ქართლის „ჯანიშინის“, მეფისა და დიდი მეცნიერის მოღვაწეობასთან დაკავშირებული საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული უნიკალური საარქივო მასალა.

🔹 ექსპოზიცია ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

🔹 საგამოფენო სივრცე ღიაა ყოველდღე, ორშაბათისა და ოფიციალური დასვენების დღეების გარდა, 11:00-დან 19:00 საათამდე.

🆓 გამოფენის დათვალიერება თავისუფალია.

📍 მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1 / პეკინის #40.

🏛️ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მეფე ვახტანგ VI-ის დაბადებიდან 350 წლის იუბი...
10/10/2025

🏛️ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მეფე ვახტანგ VI-ის დაბადებიდან 350 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა დღეს „ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიის“ მოსწავლეებმა დაათვალიერეს.

📜 გამოფენაზე წარმოდგენილია ქართლის „ჯანიშინის“, მეფისა და დიდი მეცნიერის მოღვაწეობასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული საარქივო მასალა. მათ შორის: მეფის მიერ გაცემული საბუთები, მისი ავტოგრაფული ხელნაწერები, პირველი ქართული სტამბის ძველნაბეჭდი წიგნები და ვახტანგ VI-ის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები.

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ექსპოზიცია ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

საგამოფენო სივრცე ღიაა ყოველდღე, ორშაბათისა და ოფიციალური დასვენების დღეების გარდა, 11:00-დან 19:00 საათამდე.

🆓 გამოფენის დათვალიერება თავისუფალია.

📍 მის: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1 / პეკინის #40

მეფე ვახტანგ VI-ის დაბადებიდან 350 წლის იუბილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა გამოფენა მიუძღვნა. ე...
30/09/2025

მეფე ვახტანგ VI-ის დაბადებიდან 350 წლის იუბილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა გამოფენა მიუძღვნა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მეფის გაცემული საბუთები, მისი ავტოგრაფული ხელნაწერები, პირველი ქართული სტამბის ძველნაბეჭდი წიგნები და ვახტანგ VI-ის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები.

მეფე ვახტანგ VI (1675-1737) ქართლის „ჯანიშინი“ (1703-1712), ქართლის მეფე (1716-1724) 1675 წლის 15 სექტემბერს დაიბადა; მისი აღმზრდელი და მასწავლებელი სულხან-საბა ორბელიანი იყო. ვახტანგს შესწავლილი ჰქონდა ფილოსოფია, ღვთისმეტყველება, ისტორია, იურისპრუდენცია, მათემატიკა, ასტრონომია, გეოგრაფია, ქიმია. მისი მეფობის პერიოდში შეიქმნა საკანონმდებლო აპარატი და პირველი ქართული სტამბა, დაიწყო ახალი ქართული მონეტების მოჭრა ქართული წარწერებითა და ევროპული ციფრული სისტემით; მან აღადგინა და ააშენა ეკლესიები, შექმნა საირიგაციო სისტემა და სხვა. მისი მოღვაწეობის პერიოდიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია „ტყვეთა სყიდვის“ აღკვეთა და სამეფო გვარდიის ჩამოყალიბება.

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი გამოფენას ნოემბრის ბოლომდე უმასპინძლებს.

დათვალიერება თავისუფალია.

Address

ვაჟა-ფშაველას გამზ. #1/პეკინის გამზ. #40; 1, Vazha-Pshavela Avenue/40, Pekini Ave
Tbilisi
0160

Opening Hours

Tuesday 11:00 - 19:00
Wednesday 11:00 - 19:00
Thursday 11:00 - 19:00
Friday 11:00 - 19:00
Saturday 11:00 - 19:00
Sunday 07:00 - 19:00

Telephone

0322 2105916

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი:

Share

Category

Our Story

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონის პირველ სართულზე განთავსებულია საგამოფენო დარბაზი, ხოლო ანტრესოლზე - მედიათეკა, წიგნების მაღაზია და კაფე. მედიათეკაში უფასოდ ისარგებლებთ უნიკალური წიგნებით, კომპიუტერებითა და ინტერნეტით. მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ საარქივო დოკუმენტების გამოყენებით დამზადებული მრავალფეროვანი პროდუქცია. ამავე სივრცეში, გამოფენებთან ერთად, გაიმართება საჯარო ლექციები, საგანმანათლებლო პროექტები, გამოცემების პრეზენტაციები. საქართველოში თანამედროვე არქივებს საფუძველი ჩაეყარა 1920 წლის 23 აპრილს. არქივს არასოდეს ჰქონია სივრცე გამოფენებისა თუ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩასატარებლად. მრავალფეროვანი მასალის საზოგადოებისთვის წარსადგენად საგამოფენო გალერეა იუსტიციის მინისტრის ინიციატივით აშენდა. 2007 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი. დღეისათვის ეროვნულ არქივში დაცულია: 5 მილიონამდე საქმეში გაერთიანებული წერილობითი დოკუმენტი; 439 063 ფოტო, 19 063 ფონო და 34 904 კინოდოკუმენტი; 80 000-მდე წიგნი და 50 000-მდე პერიოდული გამოცემა. Exhibition hall is located on the ground floor of the Exhibition Pavilion of the National Archives of Georgia, on the mezzanine – mediathek, shop of branded products and Café. In mediathek you can enjoy unique books, computers and free Wi-Fi. One can buy various products created using archival documents. In the same place, together with the exhibitions public lectures, educational projects, presentation of the publications and other activities are held. The modern archives in Georgia were founded on April 23, 1920. The archives have never had space for conducting exhibitions or cultural-educational events. The exhibition gallery was constructed by the initiative of the Minister of Justice to present a wide variety of materials to the public. The National Archives of Georgia, as a LEPL (Legal Entity of Public Law) of the Ministry of Justice of Georgia, was established in 2007. By this time the National Archives preserve: written documents of 5 million files; 439 063 photos, 19 063 audio and 34 904 film documents; 80,000 books and 50,000 periodicals.