18/05/2026
✨ გილოცავთ მუზეუმის საერთაშორისო დღეს
🔹ბრინჯაოს ქანდაკება, მხედრის ფიგურა აღმოჩენილია სოფელ აწყურში ძვ.წ. IV-III საუკუნეების სამაროვნის არქეოლოგიური გათხრების დროს. ცხენის ფიგურა გამორჩეულია ნატურალისტურად შესრულებული ტანითა და დაბალი ფაფრით. საკმაოდ რეალისტურად არის შესრულებული მხედრის გამოსახულებაც, რომელსაც მარცხენა ხელით სავარაუდოდ, აღვირი უჭირავს.
🔸არტეფაქტი 2004 წელს აწყურში არქეოლოგიური ექსპედიციის დროს აღმოაჩინეს, რომელშიც თსუ სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. ექსპედიციის ხელმძღვანელის, პროფ. ვახტანგ ლიჩელის მოსაზრებით, ეს ფიგურა საქართველოს ტერიტორიაზევე უნდა იყოს დამზადებული და შესაძლოა წარმოადგენდეს რომელიმე ღვთაების (სავარაუდოდ, მითრას) სტილისტურ გამოსახულებას.
🔹ბრინჯაოს მხედრის ფიგურა გამოფენილია თსუ არქეოლოგიის მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში.
💫გილოცავთ მუზეუმების საერთაშორისო დღეს!
🖇️ https://tsu.ge/ka/museum
#თსუ
#თსუმუზეუმი
#მუზეუმებისსაერთაშორისოდღე