02/10/2026
🔹 ხვალ, 3 ოქტომბერს, 19:00 საათზე გიწვევთ ლევან მეხუზლას განსაკუთრებული ხედვით წარმოდგენილ გამოფენაზე
🔹 - დაკარგული ქალაქი -
🔹არყოფნის კვალი
დროსთან შეხების კვალი. თითქოს ამ სივრცეში საკუთარ მეხსიერებას ეხები. ეს არის მცდელობა დავინახოთ კვალი - არყოფნის კვალი. აქ მასალა, სტრუქტურა, სინათლე ქმნის ზღვარს - შექმნას და გაქრობას, დაკარგვას შორის.
გამოსხულება თითქოს გაქრობის პირასაა და მხოლოდ ფრაგმენტებს გვიტოვებს, ეს არის ადამიანური მოთხოვნილება შევაჩეროთ კვალი, რომელიც სამუდამოდ, დაუნდობლად ქრება.
არყოფნის კვალი
🔹გამოფენა გაგრძელდება 5 ნოემბრამდე
🔹მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი # 23 (მზიურის პარკთან)
🔹გალერეა მუშაობს ყოველდღე
🔹სამუშაო საათები : 12:00-18:00