Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი

Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი Ioseb Grishashvili Tbilisi History Museum (Karvasla) is under the umbrella of Georgian National Museum.

იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანების ნაწილია.
მუზეუმის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია ასახავს თბილისის ისტორიას ძვ.წ. IV ათასწლეულის დასასრულიდან დღემდე. ქარვასლას მუზეუმის დროებითი საგამოფენო სივრცე ეთმობა მრავალფეროვან სახელოვნებო პროექტებს. მუზეუმში ასევე წარმოდგენილია „თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ - სივრცე, რომელიც მიზნად ისა

ხავს საქართველოში თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერასა და განვითარებას. Museum's permanent exhibition reflects the History of Tbilisi from the end of the 4th millennium BC to the present day. The temporary exhibition hall presents various art projects through the year. The museum also comprises “The Contemporary Art Gallery” – the space that aims to promote contemporary art in Georgia.

18/05/2026
🎉18 მაისი-მუზეუმების საერთაშორისო დღე🖼️✨დღეს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი...
18/05/2026

🎉18 მაისი-მუზეუმების საერთაშორისო დღე🖼️✨

დღეს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში მიმდინარეობს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის. 💫🎨

მონაწილეები ეცნობიან ნიკო ფიროსმანაშვილისა და დიმიტრი შევარდნაძის ნამუშევრებს, მონაწილეობენ სახალისო აქტივობებში, თამაშებსა და შემეცნებით შეხვედრებში.

2026 წლის თემაა — „მუზეუმები, რომლებიც აერთიანებენ გაყოფილ სამყაროს“. ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მუზეუმების როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ადამიანებს შორის დიალოგის გაძლიერებაში.

🖼️18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა 📍ამ დღის აღსანიშნავად ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შეს...
16/05/2026

🖼️18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა

📍ამ დღის აღსანიშნავად ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა უფასო იქნება

📍მუზეუმების სამუშაო დრო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე

🔰მუზეუმებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ

დიმიტრი შევარდნაძე – 1402026 წლის 14 მაისს, საქართველოს ეროვნულ გალერეაში გაიხსნება დიდი ქართველი მოღვაწის, დიმიტრი შევა...
13/05/2026

დიმიტრი შევარდნაძე – 140

2026 წლის 14 მაისს, საქართველოს ეროვნულ გალერეაში გაიხსნება დიდი ქართველი მოღვაწის, დიმიტრი შევარდნაძის, დაბადების 140 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა. ექსპოზიცია წარმოადგენს იმ შემოქმედის ცხოვრების ქრონიკას, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე ქართული იდენტობის გადარჩენასა და კულტურის ინსტიტუციურ მშენებლობას შესწირა. მან საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის უმთავრეს სახელოვნებო საყრდენებს: ქართველ ხელოვანთა საზოგადოებას (1916), ეროვნულ გალერეას (1920), სამხატვრო აკადემიას (1922), მუზეუმ „მეტეხს“ (1933). დიმიტრი შევარდნაძემ შექმნა კულტურული სახელმწიფოებრიობის ავტონომიური მოდელი, სადაც განათლება, ექსპონირება და კონსერვაცია ურთიერთგამაძლიერებელ პროცესებად უნდა ქცეულიყო.

გამოფენა დამთვალიერებლის წინაშე წარმოაჩენს დიმიტრი შევარდნაძის მემკვიდრეობას, რომელიც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდებშია დაცული. ექსპოზიციაში წარმოდგენილია ჭიათურის ტაძრის კანკელის 11 ესკიზი (1912–1914), რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ლილვაკზე დახვეული ინახებოდა და ფუნდამენტური რესტავრაციის შედეგად დაუბრუნდა საგამოფენო სივრცეს. საგანგებოდ ამ საიუბილეო თარიღისთვის რესტავრირდა გრაფიკული ნამუშევრები და საარქივო მასალებიც, რომელთა გარკვეული ნაწილი ფართო საზოგადოების წინაშე პირველად იფინება. პროექტი მულტიდისციპლინურია (სულ 76 ექსპონატი) და მოიცავს ფერწერას, გრაფიკას, კინოსა და თეატრის მხატვრობას, ფრესკათა ასლებსა და საარქივო დოკუმენტებს: გალერეის დაარსების დეკრეტს, ფიროსმანის, კრანახისა თუ კაკაბაძის ნამუშევრების შეძენის საბუთებსა და თავად დიმიტრი შევარდნაძის მიერ ხელმოწერილ, 1928 წლის მოხსენებას თანადროული ქართული ხელოვნების შესახებ.

გახსნა: 18:00 საათი
ხანგრძლივობა: 14 მაისი – 14 ივნისი, 2026 წ.
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა,
რუსთაველის გამზირი №11

14 მაისს, 16:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში, ბელა ბერძენიშვილის მცირე რეტროსპექტული გამოფენ...
13/05/2026

14 მაისს, 16:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში, ბელა ბერძენიშვილის მცირე რეტროსპექტული გამოფენის — „მივიწყებული მხატვრები, რომლებმაც შექმნეს თბილისის დაუვიწყარი ადგილები“ — ფარგლებში გაიმართება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, სამსონ ლეჟავას საჯარო ლექცია.

დასწრება თავისუფალია.

იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) გთავაზობთ სხვადასხვა თემატურ გაკვეთილს:• ,,XIX საუკუნის...
12/05/2026

იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) გთავაზობთ სხვადასხვა თემატურ გაკვეთილს:

• ,,XIX საუკუნისა და XX საუკუნის I ნახევრის თბილისის არქიტექტურა“ ;
• ,,თბილისური პეიზაჟი და ყოფა“ ;
• „კრწანისის ბრძოლა- ისტორია ფერებში“ ;
• „აბრეშუმის გზა და თბილისური ქარვასლები“ ;
• „ვასილ როინაშვილის ფოტოგრაფია" ;
• „დაკარგული თბილისური პროფესიები“ .

თითოეულ გაკვეთილზე დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ სურათის აღწერილობაში

1 მაისს, 14:00 საათზე, ეროვნულ მუზეუმში საქართველოს ტერიტორიაზე პურის ხორბლის წარმოშობის უძველესი კერის დამადასტურებელი ...
30/04/2026

1 მაისს, 14:00 საათზე, ეროვნულ მუზეუმში საქართველოს ტერიტორიაზე პურის ხორბლის წარმოშობის უძველესი კერის დამადასტურებელი უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.

2026 წლის 27 აპრილს, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში (PNAS) გამოქვეყნებული სტატია, სახელწოდებით “An Independent Center for the Origin of Bread Wheat in the Neolithic Period of Georgia in the South Caucasus “, ადასტურებს, რომ საქართველო პურის ხორბლის (Triticum aestivum) წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა.

სტატია ეყრდნობა აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით ჩატარებულ საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კვლევას, რომელიც ეფუძნება საქართველოში, გადაჭრილ და შულავერის გორებზე აღმოჩენილ 8 000 წლის წინანდელ არქეოლოგიურ მასალასა და პალეოეთნობოტანიკოსის პროფესორ ნანა რუსიშვილის მრავალწლიან სამეცნიერო კვლევებს.

ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტში რადიოკარბონული მეთოდით ჩატარებული დათარიღების საფუძველზე დადასტურდა, რომ საქართველოს ნეოლითურ ნამოსახლარებში გამოვლენილი მასალა პურის ხორბლის არსებობის მსოფლიოში უძველეს, დღემდე ცნობილ ფიზიკურ მტკიცებულებას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ კვლევის თანაავტორთა შორის არიან ქართველი და უცხოელი მეცნიერები: მინდია ჯალაბაძე, ინგა მარტყოფლიშვილი, მარინე მოსულიშვილი, ნანა მელაძე, დავით მაღრაძე, ელიზაბეტა ბოარეტო და სტივენ ბატიუკი.

საერთაშორისო მულტიდისციპლინური კვლევა საქართველოს კულტურის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტის „ღვინისა და ვაზის კვლევა და პოპულარიზაცია“ - ფარგლებში, ტორონტოს უნივერსიტეტის, ვაისმანის ინსტიტუტისა და „საზოგადოება ივერიისას“ მხარდაჭერით განხორციელდა.

ბელა ბერძენიშვილის მცირე რეტროსპექტული გამოფენადიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა 30 აპრილიდან უმასპინძლებს ...
29/04/2026

ბელა ბერძენიშვილის მცირე რეტროსპექტული გამოფენა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა 30 აპრილიდან უმასპინძლებს ბელა ბერძენიშვილის მცირე რეტროსპექტულ გამოფენას, სახელწოდებით: „მივიწყებული მხატვრები, რომლებმაც შექმნეს თბილისის დაუვიწყარი ადგილები“.

ბელა ბერძენიშვილის (1929-2005) მრავალმხრივი შემოქმედება - დაზგური მხატვრობა, ილუსტრაცია და მონუმენტური ხელოვნება - ქართული ხელოვნების უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. საბჭოთა რეჟიმის პირობებში, როდესაც ფორმისა და შინაარსის ავთენტური კავშირი ხელოვნურად იყო გაწყვეტილი, მან შეძლო ეროვნული მხატვრული ფორმის ნამდვილი ჟღერადობის აღდგენა.

მხატვრის მიერ 1960-იან წლებში შექმნილი ნატურმორტები ქართული ეთნოგრაფიული კულტურის ამსახველია. ბელა ბერძენიშვილი ასევე ცნობილია სვანეთის პეიზაჟების სერიითა და ნაყოფიერი მოღვაწეობით წიგნის ილუსტრაციაში. მან გააფორმა ქართული ხალხური ზღაპრებისა და პოეზიის ნიმუშები, აგრეთვე „შუშანიკის წამების“ საიუბილეო გამოცემა (1976). მონუმენტური ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშად ითვლება მისი პანო - სასტუმრო „ივერიის“ კედლის მოხატულობა (1967).

საქართველოს დამსახურებული მხატვრის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ, ლიტერატურისა და ამბროლაურის მუზეუმებში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა კერძო კოლექციაში.

გამოფენის ფარგლებში გაიმართება ბელა ბერძენიშვილის სრული შემოქმედების კატალოგის პრეზენტაცია. კატალოგის პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოსა“ და „შემოქმედებითი თბილისის“ ფინანსური ხელშეწყობით კატალოგის შეძენა შესაძლებელი იქნება ეროვნული გალერეის მაღაზიაში.

გამოფენა გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში.
მისამართი: რუსთაველის გამზ. №11

ბუბა არაბული, დროისა და სივრცის მიჯნაზე 2026 წლის 30 აპრილს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეა...
28/04/2026

ბუბა არაბული, დროისა და სივრცის მიჯნაზე

2026 წლის 30 აპრილს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება ბუბა არაბულის პერსონალური გამოფენა დროისა და სივრცის მიჯნაზე.

1986-1990 წლებში სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. 1996 წელს დაამთავრა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, ფერწერის მიმართულებით.

ბუბა არაბული მხატვართა იმ თაობას მიეკუთვნება, რომლის შემოქმედებითი აქტივობა XXI საუკუნის დასაწყისს ემთხვევა და თანამედროვე ქართული ფერწერის ახალ ეტაპს იწყებს. ეს არის დრო, როდესაც მხატვარი სრულიად თავისუფალია იდეოლოგიური ჩარჩოებისგან და საკუთარ ხელოვნებას პერსონალურ გამოცდილებაზე, ინდივიდუალურ მსოფლხედვასა და შთაგონებაზე აგებს.

არაბულის ვიზუალური ენა იმ შუალედურ მდგომარეობას აღწერს, როდესაც ყოველდღიურობა შინაგან გამოცდილებად გარდაიქმნება. მხატვარი მაყურებელს თითქოს დროსა და სივრცეს შორის გამავალ, წარმოსახვით საზღვარზე ეპატიჟება, სადაც ემოცია ახალ სიხშირეს, ხოლო სიმბოლო განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს. მისი ფიგურები, ობიექტები და პეიზაჟები სწორხაზოვან ნარატივს არ გვთავაზობს. ისინი სემიოტიკური ნიშნებია, რომლებიც მეხსიერებას, გაურკვეველ მოლოდინსა და დაუზუსტებელ, თითქმის არაცნობიერ გამოცდილებას უკავშირდება.

მხატვრის ნამუშევრები ინახება სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში - საქართველოში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ლიტვაში, ბელგიაში, რუმინეთში, რუსეთსა და შეერთებულ შტატებში.
გამოფენა გრძელდება 2026 წლის 25 მაისამდე.

22/04/2026
საქართველოს ეროვნული მუზეუმი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
12/04/2026

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

Address

8, Sioni Street
Tbilisi
105

Opening Hours

Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00
Sunday 10:00 - 18:00

Telephone

995322997176

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი:

Share

Category