ლიტერატურის მუზეუმი Literature Museum

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ლიტერატურის მუზეუმი Literature Museum

ლიტერატურის მუზეუმი   Literature Museum Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ლიტერატურის მუზეუმი Literature Museum, Museum, 8 გია ჭანტურიას ქუჩა, Tbilisi.
(303)

ლიტერატურის მუზეუმი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!ფოტო: გაბრიელ, ივანე და ფიდო ყაზბეგები სააღდგომო სუფრასთან.
12/04/2026

ლიტერატურის მუზეუმი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
ფოტო: გაბრიელ, ივანე და ფიდო ყაზბეგები სააღდგომო სუფრასთან.

დღეს მწერალთა სახლში გაიხსნა გიგი კეშელავასა და ნელი კანდელაკის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა — „აი, რა მ...
30/03/2026

დღეს მწერალთა სახლში გაიხსნა გიგი კეშელავასა და ნელი კანდელაკის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა — „აი, რა მზის სიზმარია“.

გამოფენის გახსნას მწერალთა სახლში დაესწრო კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმსა და მხატვართა საოჯახო არქივში დაცული ნამუშევრები: მწერალთა პორტრეტები, პეიზაჟები, ნატურმორტები, ბიუსტები და ფოტოები.

მხატვრების ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ, ხელოვნებისა და ლიტერატურის მუზეუმებში; აგრეთვე - საგურამოსა და ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმებში; ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში; ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და ამბროლაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში, ასევე სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში.

წარმოდგენილი ნამუშევრების უმრავლესობას დამთვალიერებელი პირველად იხილავს.

გამოფენა „აი, რა მზის სიზმარია“ მწერალთა სახლში 14 აპრილამდე გაგრძელდება.

21 თებერვალს, შაბათს, 18:00 საათზე, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ლიტერატურულ თეატრში გაიმართება ბორის პასტერნ...
19/02/2026

21 თებერვალს, შაბათს, 18:00 საათზე, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ლიტერატურულ თეატრში გაიმართება ბორის პასტერნაკის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო - მონოსპექტაკლი „დაო ჩემო - სიცოცხლევ“.
ავტორი ლარისა ნოვოსელცევა.
გაჟღერდება ბორის პასტერნაკის ლექსები, სიმღერები, ბალადები და რომანსები მის ლექსებზე, ნაწყვეტები წერილებიდან და პროზიდან, მოგონებები, მიძღვნები.
მუსიკა ლ. ნოვოსელცევა.
დასაწყისი: 18:00 საათი. ხანგრძლივობა 2+ ს.
შესვლა თავისუფალია.

21 თებერვალს, შაბათს, 17:00 საათზე, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება მირიან კილაძის ხსოვნისადმი მიძღვნ...
18/02/2026

21 თებერვალს, შაბათს, 17:00 საათზე, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება მირიან კილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მისი ფოტონამუშევრების გამოფენა „საქართველო“.
მირიან კილაძე (1948-2025) გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში მუშაობდა 1992-2025 წლებში. ამ პერიოდში დიდი ღვაწლი მიუძღვის მუზეუმის განვითარების საქმეში – მონაწილეობდა ყველა გამოფენის მომზადებაში, იღებდა მუზეუმში გამართულ ყველა ღონისძიებას, ამზადებდა ფოტორეპროდუქციებს მუზეუმის საარქივო გამოცემებისა და ტომეულებისთვის; ციფრული არქივისთვის სრულად აღბეჭდა ფონდებში დაცული კოლექციები - ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, მემორიალური ნივთები, ფოტოდედნები, რუკები და აფიშები; დაასკანერა მუზეუმში დაცული შუშისა და სხვა ტიპის ფოტონეგატივები.

31 იანვარს, შაბათს, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება ოსიპ მანდელშტამის 135 წლისთავისადმი მიძღვნილი მონ...
27/01/2026

31 იანვარს, შაბათს, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება ოსიპ მანდელშტამის 135 წლისთავისადმი მიძღვნილი მონოსპექტაკლი „ჩემო საუკუნევ, ჩემო მხეცო“.
ავტორი ლარისა ნოვოსელცევა.
ლექსები, სიმღერები ლექსებზე, ნაწყვეტები წერილებიდან და პროზიდან, მოგონებები, მიძღვნები.
მუსიკა ლ. ნოვოსელცევა.
დასაწყისი: 18:00 საათი. ხანგრძლივობა 2+ ს.
შესვლა თავისუფალია.

27 დეკემბერს, შაბათს, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება ქართველი პოეტების ხსოვნისადმი მიძღვნილი მუსიკალ...
25/12/2025

27 დეკემბერს, შაბათს, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება ქართველი პოეტების ხსოვნისადმი მიძღვნილი მუსიკალური პოეზიის საღამო „ჩემი საქართველო. სიყვარულის ახსნა სიმღერებით და ლექსებით“. აჟღერდება ახალი სიმღერები ქართველი პოეტების ლექსებზე.
მუსიკის ავტორი ლარისა ნოვოსელცევა.
სიმღერა, დეკლამაცია, თხრობა ლარისა ნოვოსელცევასი (ხმა, გიტარა, ფ-ნო).

დასაწყისი: 18:00 საათი. ხანგრძლივობა 2+ ს.

შესვლა თავისუფალია.

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში 25 დეკემბერს, 13 საათზე იმართება ლიტერატურის მუზეუმში მომზადებული წიგნის „მიხეილ ჯავახი...
25/12/2025

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში 25 დეკემბერს, 13 საათზე იმართება ლიტერატურის მუზეუმში მომზადებული წიგნის „მიხეილ ჯავახიშვილის საქმე“ წარდგენა და მწერლის დაბადებიდან 145 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა. წარმოდგენილი იქნება მიხეილ ჯავახიშვილის ფოტოები, ავტოგრაფები და წიგნები ავტორის მიძღვნითი წარწერებით.

ლიტერატურის მუზეუმში გასრულდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებული პროექტი „ხელნაწერთა დ...
08/04/2025

ლიტერატურის მუზეუმში გასრულდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებული პროექტი „ხელნაწერთა დათარიღების გრაფემატული კვლევა და მეთოდოლოგია“, რომელიც ითვალისწინებდა გრაფემატული კვლევების სრულიად ახალი მიმართულების დანერგვასა და განვითარებას ქართველოლოგიაში.
კვლევა განორციელდა გალაკტიონ ტაბიძის არქივის მიხედვით, როგორც პოეტის მნიშვნელობიდან, ისე თარიღიანი თუ უთარიღო ხელნაწერების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე.
პროექტის შედეგად დათარიღდა პოეტის ბიოგრაფიისა და შემოქმედებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი 1000-ზე მეტი ლექსი თუ ჩანაწერი.
მადლობას ვუხდით პროექტის მონაწილეებს: მაია ნინიძეს, თეა თვალავაძეს, ია ღადუას, ესმა მანიას, გიორგი კალანდაძეს.
კლევების შედეგების გამოცემა ატვირთულია „ივერიელზე“ https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/544562

6 მარტს, 15:00 საათზე ლიტერატურის მუზეუმში გაიმართება პროექტის „ხელნაწერთა დათარიღების გრაფემატული კვლევა და მეთოდოლოგია...
04/03/2025

6 მარტს, 15:00 საათზე ლიტერატურის მუზეუმში გაიმართება პროექტის „ხელნაწერთა დათარიღების გრაფემატული კვლევა და მეთოდოლოგია“ საბოლოო შედეგის წარდგენა.
კვლევის ეს მიმართულება საქართველოსთვის სრულიად ახალი იყო და მიმდინარეობდა გალაკტიონ ტაბიძის არქივში დაცული მრავალი ავტოგრაფის გრაფემების შესწავლის საფუძველზე.
პროექტის შედეგად დათარიღდა პოეტის ასობით ლექსი თუ ჩანაწერი.

გთხოვთ, გვეწვიოთ.

სამშაბათს, 4 მარტს, ქართული ლიტერატურის საგამოფენო დარბაზში გაიმართება როსტომ ჩხეიძის მხატვრულ-დოკუმენტური წიგნის „ხვედრ...
28/02/2025

სამშაბათს, 4 მარტს, ქართული ლიტერატურის საგამოფენო დარბაზში გაიმართება როსტომ ჩხეიძის მხატვრულ-დოკუმენტური წიგნის „ხვედრი (ცენზურა და XX საუკუნის ქართული მწერლობა)“ წარდგენა.
გთხოვთ მობრძანდეთ.

Address

8 გია ჭანტურიას ქუჩა
Tbilisi
0108

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ლიტერატურის მუზეუმი Literature Museum posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to ლიტერატურის მუზეუმი Literature Museum:

Share

Category