Georgian Society of Philosophical Praxis

Georgian Society of Philosophical Praxis საქართველოს ფილოსოფიური პრაქსისის საზოგადოება.

ოკუპანტებო, გილოცავთ წარმატებით შესრულებულ სუკის სპეციალურ ოპერაციას - საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას რუ...
26/05/2026

ოკუპანტებო, გილოცავთ წარმატებით შესრულებულ სუკის სპეციალურ ოპერაციას - საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას რუსული ოკუპაციის 70 წლის მანძილზე - 1921 წლის 11 თებერვლიდან, 1991 წლის, 9 აპრილამდე!

1990 წელს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომი შეაფასა, როგორც ოკუპაცია და ანექსია.

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 9 აპრილია!

26/05/2026

გამოცხადდეს საყოველთაო მორატორიუმი საქართველოს სახელმწიფოებრიობის უმთავრესი დღესასწაულების პოლიტიკური დაპირისპირების მიზნით გამოყენების აკრძალვის თაობაზე.

აიკრძალოს სახელმწიფო, გამაეთიანებელი სიმბოლოების, დღესასწაულების გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან.

ათწლეულების მანძილზე 26 მაისი ასოცირებულია ხალხის სასტიკი მეთოდებით დარბევასთან, სისხლის ღვრასთან, მკვლელობებთან. რაც იწვევს საზოგადოებაში შიშს, ფრუსტრაციას, აკნინებს საერთო ეროვნული, ფუნდამენტური ღირებულებების მნიშვნელობას, ხიფათის უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას.

ეროვნულ ცნობიერებასთან ბრძოლა ყოველთვის იყო ოკუპანტის უმთავრესი იარაღი, მიმართული ქართული სახელმწიფოებრიობის წინაათმდეგ.

24/05/2026

ოპოზიციას და ხელისუფლებას ერთნაირი პოზიცია აქვთ ქვეყნის ფუნდამენტალური მოწყობის საკითხში - რუსეთთან ერთად ისინი უარყოფენ საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. არ აღნიშნავენ დამოუკიდებლობის დღეს - 9 აპრილს, რითაც ეგზისტენციალურ ხიფათს უქმნიან საქართველოს სუვერენიტეტს!
რუსეთი ცნობს 26 მაისს - დაკარგული დამოუკიდებლობის დღეს, და არ ცნობს 9 აპრილს.
მათ აერთიანებთ პუტჩისტური ცნობიერება, რაც თავსმოხვეულია ოკუპანტის მიერ............................
საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე 9 აპრილია!

რომ არ აღგვედგინა დამოუკიდებლობა - 1991 წლის, 9 აპრილს, დამოუკიდებლობა დაკარგული გვქონდა.

აღვადგინეთ არა თარიღი - 26 მაისი, არამედ დამოუკიდებლობა.
აღდგენის დღე თავიდან მოპოვების დღეა. აღდგენა არა მექანიკურად მოხდა არამედ - თავდაუზოგავი ბრძოლის და დიდი მსხვერპლის გაღების შედეგად. ამიტომ კონსტიტუციაში ფიქსირებულია აღდგენის აქტი - 9 აპრილი, და არსად წერია, რომ დამოუკიდებლობის დღე 26 მაისია. ყველა საერთაშორისო დოკუმენტებში (გაერო) დამოუკიდებლობის დღედ მიჩნეულია 9 აპრილი. გარდა რუსეთისა, რომელიც არ ცნობს 9 აპრილს.
ლენინმა ცნო 26 მაისი. რამოდენიმე თვეში ომი გამოგვიცხადეს, დაგვიპყრეს და 70 წელი ბარაბას გზით გვატარეს.
რუსეთი ცნობს საქართველოს დამოუკიდებლობას მხოლოდ საკუთარ (სსრკ) ფარგლებში. ცნობს 26 მაისს და არ ცნობს 9 აპრილს. პოლიტიკოსები, რომლებიც არ აღნიშნავენ 9 აპრილს, და ცნობენ მხოლოდ 26 მაისს თვლიან, რომ საქართველო იყო დამოუკიდებელი 70 წლის განმავლობაში, სსრკ ფარგლებშიც, და მაგალითად მოვიყვან - უნივერსიტეტის ასი წლისთავს ზეიმობენ. ისინი დღესაც ცხოვრობენ ბალტინის ფლოტის მიერ აღდგენილ, დამოუკიდებელ სსსრ ში. თვლიან რომ არაფერი გვქონდა მოსაპოვებელი, ისედაც დამოუკიდებელი ქვეყანა ვიყავით, 26 მაისის აქტის საფუძველზე. და გაღებული მსხვერპლი - ტრაგედიის და არა გამარჯვების მომტანი იყო.
ეს მსჯელობა საბჭოთა მენტალობის ნაყოფია - საბჭოთა, უსამშობლო, ბედნიერი ერის სინდრომი, რომელსაც "გრუზია" ისედაც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიაჩნდა, რომელიც სწორედ 26 მაისის აქტის საფუძველზე და მის მიერ დადგენილ ტერიტორიულ ფარგლებში გახდა "დამოუკიდებელ" საბჭოთა რესპუბლიკათა კავშირის წევრი. ყველა, ვისაც არა რუსული, არამედ ქართული დამოუკიდებლობა სურდა პროვინციელ ფაშისტად, მტრად ითვლებოდა და სასტიკად ისჯებოდა.

ახალ ღვინოს ძველ ტიკებში არ ასხამენ.

დამოუკიდებლობის დღე 9 აპრილია, რაც 26 მაისის აქტს ანიჭებს თავის საკადრის ადგილს და მნიშვნელობას საქართველოს ისტორიაში, რომელიც არც 26 მაისს დაწყებულა, და არც ადრეულ, აღმაშენებლის ხანაში დაიწყო. ხშირად იკარგებოდა და თავიდან ხდებოდა მოსაპოვებელი, როგორც ეს 1991 წლის, 9 აპრილს მოხდა.

23/05/2026

ეროვნული ფრუსტრირების სტრატეგია!
ოკუპანტის სპეცსამსახურების და მათი ადგილობრივი საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაგეგმილი ეროვნული ფრუსტრირების სტრატეგია -

დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული, ეროვნული დღესასწაულების სისტემატურად, წლების განმავლობაში ასოციცირება სასტიკ დარბევებთან, მკვლელობებთან, დაკავებებთან; 1989 წლის, 9 აპრილის აღნიშვნა არა როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა და კომუნისტურ სისტემაზე გამარჯვების, არამედ უაზრო მსხვერპლის, ეროვნული ფრუსტრაციის, ტრაგედიის და საოკუპაციო რეჟიმის გამარჯვების დღისა; საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ეროვნული დღესასწაულის - 9 აპრილის იგნორირება, დავიწყებას მიცემა, ძველი თარიღით ჩანაცვლება, მოღალატეების, ოკუპანტების პუტჩისტების განდიდების ფონზე.

საზოგადოებრივი ცნობიერებით მანიპულაციაში ჩართულია რეჟიმის მედია, პოლიტიკური სპექტრი, წითელი ინტელიგენცია. ბრძოლა რეჟიმთან ჩანაცვლებულია კინკლაობით რეჟიმის შემადგენელ ელემენტებს შორის.
მეხუთე კოლონა ზვიადისტობს თავისი კადრების, გავლენის აგენტების გაკეთილშობილების მიზნით.

ეს არის საქართველოს წინააღმდეგ. მიმდინარე ჰიბრიდული ომის ტრაგიკული რეალობა.

ომი საქართველოს სახელმწიფოებრიობის საწინააღმდეგოდ დაიწყო 1992 წლის, 22 დეკემბერს და გრძელდება დღესაც.

22/05/2026

ოკუპანტებისთვის, პუტჩისტებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 9 აპრილი არასდროს ყოფილა!
სწორედ დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის დაგვამხეს.
მანამდე, 1989 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის მოთხოვნით მშვიდობიან აქციაზე ხალხი დახოცეს, დაწამლეს. რუსული არმია დაუპირისპირეს მომიტინგეებს.
9 აპრილი, კონსტიტუციის თანახმად და გაეროს ცნობით საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა!

13/05/2026

ის, რაც ჩვენს თავს ხდება არა რუსული, არამედ ორიგინალური, ქართული წარმომავლობისაა. რუსეთშიც უფრო ქართულია, ვიდრე ადგილიბრივი. სტალინის, ორჯონიკიძის, ბერიას და ამფსონების ცნობიერების ნაკადია, რამაც წაგვლეკა.

03/05/2026

ვინ არის ეშმაკი?
- ის ღმერთის ჩანაფიქრის ქურდია, პლაგიატორი. სამყარო რომელსაც ის აშენებს არ არის ნამდვილი - კომპილაციაა.
პირველადი ცოდვა ადამის და ევას მიერ ცოდნის ხის ნაყოფის ქურდობაა, რომლისკენაც მათ ეშმაკმა უბიძგა.
სატანისტებისთვის პლაგიატი რიტუალის რანგში აყვანილი დანაშაულია ჩადენილი ღვთისა და ადამიანის წინაშე. ისინი ასე ებრძვიან ადამიანის მოდგმას, იმკვიდრებენ თავს და თავისი ლეგიონის უფლებებს ცოდვის ქვეყანაში. ჯვარს აცვამენ იესოს, და ათავისუფლებენ ბარაბას.
ჩვენი ნამდვილი სამშობლო, ზეციური საქართველოა, ედემის ბაღი. პატრიოტიზმი დაკარგული სამშობლოსადმი ნოსტალგიის და მისი მუდმივი ძიების მდგომარეობაა - ნამდვილისა და მისი ასლის ერთმანეთისგან გარჩევის უნარი, და არა ტყუილის მსახურება.

ვამაყობ ამ დღით! საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე მიღებული და დამტკიცებულია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ...
10/04/2026

ვამაყობ ამ დღით! საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს
სესიაზე მიღებული და დამტკიცებულია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დადგენილებების პროექტები.

https://www.facebook.com/61581841997241/posts/122130534075061399/?app=fbl

10/04/2026

ლოგოფობია © - მართალი სიტყვის წინაშე შიში - ენის, აზროვნების, ჯანსაღი საზოგადოებრივი ურთიეთობების, ქვეყნის დემოკრატიული მოწყობის, განათლების სისტემის, პარლამენტარიზმის, სახელმწიფოებრიობის და პიროვნების მტერია. შინაგანი ცენზორი, რომელიც გვიზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, საკუთარი მეტყველების უნარს, და პირუტყვს გვამსგავსებს.

ჩემი მოხსენების ტექსტი - " ორნამენტის ბუნების კვლევა ფუნდამენტური ონტოლოგიისა და განწყობის თეორიის თვალსაზრისით"კონფერენ...
20/02/2026

ჩემი მოხსენების ტექსტი - " ორნამენტის ბუნების კვლევა ფუნდამენტური ონტოლოგიისა და განწყობის თეორიის თვალსაზრისით"
კონფერენცია - "ორნამენტი და კულტურა". ჩუბინაშვილის ცენტრი/Chubinashvili Centre telah bersiaran langsung.
30 Mei 2022.
სტატია იხილეთ აქ 👇

https://new.georgianart.ge/magazine/2022%20(I%20%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98)/9?fbclid=IwdGRjcAQEhzdjbGNrBASHLWV4dG4DYWVtAjExAHNydGMGYXBwX2lkDDM1MDY4NTUzMTcyOAABHs23inbYTefaPWA8vlLtD0vSMax6HLoCMgPJXx-9xyl54mAE2DNB56YI4J19_aem_BnB3s1WcBifwI_2lf1yQTA

Address

Tbilisi

Telephone

599 50 10 23

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgian Society of Philosophical Praxis posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to Georgian Society of Philosophical Praxis:

Share