16/07/2025
განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 28 ივლისი 2025
ორთვიანი ფასიანი რეზიდენცია „კორიდორში“ პ.ინგოროყვას 20.
full text: https://docs.google.com/document/d/1KNSOSURb32GTvtIRm-MQv9sZPkFEI741AiLESdgPp_A/edit?usp=sharing
ხანგრძლივობა და მონაწილება:
რეზიდენციის პერიოდი გრძელდება 2 თვე.
შესაძლებელია მონაწილეობა როგორც ინდივიდუალურ არტისტებზე ორიენტირებული მოდელით (თითო არტისტი თითო ოთახში), ისე ერთიანი პროექტის სახით, რომლის განხორციელებაც მოითხოვს ორივე სივრცეს.
შერჩევის პრინციპი:
რეზიდენტები შეირჩევიან ღია განაცხადის გზით.
ღია კარის პრინციპი:
✅ რეზიდენცია ეფუძნება ღია სტუდიის კონცეფციას
✅ რას ვთავაზობთ რეზიდენტ არტისტებს:
✅ სამუშაო საგამოფენო სივცრე
✅ პოპულარიზაცია
✅ მენტორობა
✅კავშირები
✅ გამოფენის მოწყობა
✅ პროფესიული ვიდეო დოკუმენტაცია
ღირებულება და პირობები:
- რეზიდენცია არის ფასიანი, და სთავაზობს არტისტს სრულფასოვან მხარდაჭერას, პოპულარიზაციას კორიდორის სხვადასხვა ონლაინ პლათფორმაზე, ვიდეოს გადაღებას არტისტზე ან და პროექტზე, სამუშაო გარემოს და ექსპოზიციის შესაძლებლობას.
- ღირებულება განისაზღვრება პროექტის ხასიათის, სივრცის გამოყენებისა და საჭიროებების მიხედვით.
ვისთვისაა ეს რეზიდენცია?
✅ არტისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ ინდივიდუალურად ან ერთიან პროექტზე და სჭირდებათ დიდი სივრცე.
✅ მათთვის, ვისაც სურს გაზარდოს პროფესიული ხილვადობა და ჩაერთოს ადგილობრივ და საერთაშორისო ქსელში.
✅პროექტებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ სამუშაო სივრცე ან საგამოფენო ხელმისაწვდომი სივრცე ქალაქის ცენტრში.