Georgian Museum of Fine Arts/ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Georgian Museum of Fine Arts/ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი

Georgian Museum of Fine Arts/ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი Georgian Museum of Fine Arts which keeps 3500 artworks of 80 Georgian artists from 1940 till now. Art Museum
(4)

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი და მისი დამფუძნებლები, მანანა შევარდნაძე და გია ჯოხთაბერიძე დიდ მწუხარებას გამოთქვამე...
18/03/2026

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი და მისი დამფუძნებლები, მანანა შევარდნაძე და გია ჯოხთაბერიძე დიდ მწუხარებას გამოთქვამენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - მისი უწმინდესობის, ილია მეორეს გარდაცვალების გამო.

სამძიმარს ვუცხადებთ სრულიად საქართველოს!

ილია მეორე ეპოქალური მნიშვნელობის მწყემსმთავარი იყო ქართული ეკლესიისთვის. ის 49 წლის განმავლობაში იყო ერის სულიერი მამა. სწორედ ილია მეორის სახელს უკავშირდება საბჭოთა პერიოდის შემდგომ ადამიანის ღმერთთან და ეკლესიასთან მიბრუნება.

უწმინდესს თავად შემოქმედებითი ბუნება ჰქონდა. გარდა იმისა, რომ ქმნიდა მუსიკას და უნიკალური საგალობლები დაწერა, ხატწერითაც იყო გატაცებული. მისთვის ხელოვნებას და მხატვრობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.

გიზიარებთ 2018 წლის ფოტოს, როდესაც პატრიარქი ახლადგახსნილ მუზეუმს ესტუმრა. მან დიდი ინტერესით დაათვალიერა ჩვენი მუზეუმის პერმანენტული კოლექცია. ეს დღე ჩვენთვის ისტორიულ მოვლენად იქცა.

01/03/2026

მიწასა და თვალს შორის - ასე ჰქვია თედო რეხვიაშვილის პერსონალურ გამოფენას, რომელიც ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში 20 თებერვალს გაიხსნა და 8 მარტამდე გრძელდება.

ეს არის არტისტის სრულიად განსხვავებული სერია - აკვარელით შესრულებული საქართველოს სხვადასხვა კუთხის ლანდშაფტები.

გამოფენის კონცეფცია ავტორის პირად ემოციებს და განცდებს ემყარება, თუ როგორ თარგმნა მან ვიზუალურად საქართველოს სხვადასხვა მხარის ხედები სხვადასხვა სეზონზე.

Between the Land and the Eye is the title of Tedo Rekhviashvili’s solo exhibition, which opened at the Georgian Museum of Fine Arts on February 20 and runs until March 8.

The exhibition presents a completely new and distinctive series by the artist - watercolor landscapes depicting various regions of Georgia.

The concept of the project is rooted in the artist’s personal emotions and reflections, translating into visual form how he perceived and interpreted the diverse landscapes of Georgia across different seasons.

თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ ნათელა გრიგალაშვილის ფოტოგამოფენა, შეგახსენებთ, რომ დახურვამდე დარჩენილია რამდენიმე დღე.მუზეუმი...
26/01/2026

თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ ნათელა გრიგალაშვილის ფოტოგამოფენა, შეგახსენებთ, რომ დახურვამდე დარჩენილია რამდენიმე დღე.

მუზეუმის დროებით საგამოფენო დარბაზში ფოტოგრაფის პერსონალური გამოფენა “ცვალებადი ლანდშაფტები” 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში გამოფენა სოლო • SOLO -ს ინიციატივით გაიხსნა.

შესვლა თავისუფალია.

იპოვე ბენქსი მუზეუმში და მიიღე საჩუქარი! 🎈- მოდი ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში,- იპოვე ბენქსის ორიგინალი ნამუშევარ...
23/01/2026

იპოვე ბენქსი მუზეუმში და მიიღე საჩუქარი! 🎈
- მოდი ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში,
- იპოვე ბენქსის ორიგინალი ნამუშევარი,
- გადაუღე ფოტო,
- გააზიარე საკუთარ Instagram Story-ში,
- მიიღე ბენქსის პოსტერი და სხვა საჩუქრები. 🎁

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი იწყებს Pop-up სერიებს - აღმოაჩინე ცნობილი არტისტის ნამუშევარი მუზეუმში - კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა მსოფლიო არტისტის ორიგინალ ნამუშევრებს შემოგთავაზებთ.

Find Banksy Artwork at the Museum and Get a Gift! 🎈
- Visit the Georgian Museum of Fine Arts
- Find an original Banksy artwork
- Take a photo
- Share it to your Instagram Story
- Receive Banksy gifts. 🎁
The Georgian Museum of Fine Arts is launching a pop-up series - Discover the work of a famous artist at the museum - inviting visitors to explore original works by world-famous artists.

დაჯავშნეთ საგანმანათლებლო ტურები მუზეუმში 🎒ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი გთავაზობთ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე მორგ...
21/01/2026

დაჯავშნეთ საგანმანათლებლო ტურები მუზეუმში 🎒

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი გთავაზობთ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე მორგებულ, თემატურად განსხვავებულ საგანმანათლებლო პროგრამებს:

✏️ 1-4 კლასები: ანა შალიკაშვილი - ქართველი უოლტ დისნეი
✏️ 5-7 კლასები: პროგრამა - აღმოაჩინე შენი მხატვარი
✏️ 8-10 კლასები: პროგრამა - კალეიდოსკოპი.

მოსწავლეების ხელოვნებით დაინტერესება და ჩვენი კოლექციის მათთვის გაცნობა მუზეუმის მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
პროგრამების ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან კონკრეტულ მხატვრებსა და ნამუშევრებს, აღმოაჩენენ მათთვის უცნობ მხატვრულ მიმდინარეობებს, შეისწავლიან ახალ საკვანძო ტერმინებს და ჩაერთვებიან ინტერაქციულ თამაშებში.

დასაჯავშნად და დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 591 680 000

ლევან ცუცქირიძის დაბადებიდან  100 წელი 🤍
13/01/2026

ლევან ცუცქირიძის დაბადებიდან 100 წელი 🤍

ცნობილი ქართველი მხატვრის შემოქმედებას დამთვალიერებელი კიდევ ერთხელ გაეცნობა. სახვითი ხელოვნების მუზეუმი ლევ...

✨ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი გილოცავთ შობას!ლევან ჭოღოშვილი. შობა. 2016. მუყაო, ტემპერა.✨Merry Christmas!Levan Ch...
07/01/2026

✨ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი გილოცავთ შობას!

ლევან ჭოღოშვილი. შობა. 2016. მუყაო, ტემპერა.

✨Merry Christmas!

Levan Choghoshvili. Christmas. 2016. Tempera on cardboard.

🎄2026 წელი, ჩინური კალენდრის მიხედვით, ცეცხლოვანი ცხენის წელია - ენერგიის, თავისუფლებისა და შემოქმედებითი ძალის სიმბოლო....
31/12/2025

🎄2026 წელი, ჩინური კალენდრის მიხედვით, ცეცხლოვანი ცხენის წელია - ენერგიის, თავისუფლებისა და შემოქმედებითი ძალის სიმბოლო. 🐎🔥

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ შთამაგონებელ, საინტერესო და, რაც მთავარია, ხელოვნებით სავსე წელს! 🤍✨

ფელიქს ვარლამიშვილი. ცხენები თავისუფლად სეირნობენ სანაპიროზე. ტილო,ზეთი.

According to the Chinese calendar, 2026 marks the Year of the Fire Horse — a symbol of energy, freedom, and creative spirit.

The Georgian Museum of Fine Arts wishes you a Happy New Year filled with inspiration, discovery, and the boundless power of art.

Felix Varlamishvili. Horses Walking Freely Along the Beach. Oil on canvas.

შეგახსენებთ ახალი წლის დღეებში მუზეუმის სამუშაო გრაფიკს:31 დეკემბერს მუზეუმი დამთვალიერებლისთვის 3 საათამდე იქნება ღია.1...
30/12/2025

შეგახსენებთ ახალი წლის დღეებში მუზეუმის სამუშაო გრაფიკს:

31 დეკემბერს მუზეუმი დამთვალიერებლისთვის 3 საათამდე იქნება ღია.
1-2 იანვარს მუზეუმი დაკეტილია.
შევხვდებით 3 იანვრიდან.

💫გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და გისურვებთ სასიამოვნო დასვენებას.

Our museum will be open till 3:00 PM on December 31.
The museum is closed on January 1-2.
Doors reopen on January 3rd.

💫Happy Holidays, Dear Friends!

✨შობას გილოცავთ ქრისტიანულ სამყაროს, ვინც დღეს აღნიშნავს ამ დღესასწაულს! Merry Christmas and Happy Holidays! ესმა ონიანი...
24/12/2025

✨შობას გილოცავთ ქრისტიანულ სამყაროს, ვინც დღეს აღნიშნავს ამ დღესასწაულს!

Merry Christmas and Happy Holidays!

ესმა ონიანი. სუფრასთან. 1968. ტილო, ზეთი.
Esma Oniani. At table. 1968. Oil on canvas.

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ულოცავს ქეთი დავლიანიძეს დაბადების დღეს! 🌸ქეთი დავლიანიძის აბსტრაქტულ-ექსპრესიონისტულ...
30/08/2025

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ულოცავს ქეთი დავლიანიძეს დაბადების დღეს! 🌸

ქეთი დავლიანიძის აბსტრაქტულ-ექსპრესიონისტული ნამუშევრები ინდივიდუალისტური ხედვისა და თანამედროვე დასავლური ფერწერის ტრადიციების სინთეზია.

მხატვრთან ხშირად ვხვდებით სხვადასხვა სტილურ ელემენტს - გრაფიკული ნახატი, გამორჩეულად მეტყველი ხაზი და „წვეთოვანი“ ტექნიკა. მათი ერთობლიობით ავტორი კომპოზიციების ექსპრესიულობასა და გამომსახველობითობას აღწევს.

მის ნამუშევრებში იგრძნობა დროის წარმავლობა და თანამედროვე სამყაროში ადამიანის მდგომარეობის არასტაბილურობა. ის სამყაროს თავისებურ მოდელს ქმნის - გამოსახულებათა პირობითობით, მხატვრული დეფორმაციითა და სიმბოლოებით.

დღეს ნათელა იანქოშვილის დაბადებიდან 107 წელი გავიდა.ნათელა იანქოშვილის თვითმყოფადობითა და ინდივიდუალიზმით გამორჩეული ფერ...
30/08/2025

დღეს ნათელა იანქოშვილის დაბადებიდან 107 წელი გავიდა.

ნათელა იანქოშვილის თვითმყოფადობითა და ინდივიდუალიზმით გამორჩეული ფერწერა ზოგადი ტენდენციების მიღმა განვითარდა.

მხატვრის სახვითი ენა ლაკონურობით, ექსპრესიულობითა და ფერთა განსაკუთრებული პალიტრით ხასიათდება.
მის შემოქმედებაში წამყვანი ჟანრებია პეიზაჟი და პორტრეტი, რომლებშიც ფიროსმანის მსგავსად, დომინანტურ შავ ფერს იყენებს ფონად.
სოცრეალისტური ფორმის უარყოფით, იანქოშვილმა შექმნა გამორჩეული ნეო-ექსპრესიონისტული ნამუშევრები, რომლებიც იმდროინდელ ქართულ სახელოვნებო სივრცეში ახალი სიტყვა იყო.

მხატვრის შემოქმედება ქართული მოდერნისტული ხელოვნებისა და ევროპული ფერწერული ტრადიციების უჩვეულო სინთეზია.

Address

7 Rustaveli Avenue
Tbilisi
0108

Opening Hours

Tuesday 10:00 - 21:00
Wednesday 10:00 - 21:00
Thursday 10:00 - 21:00
Friday 10:00 - 21:00
Saturday 10:00 - 21:00
Sunday 10:00 - 21:00

Telephone

+995591680000

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgian Museum of Fine Arts/ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to Georgian Museum of Fine Arts/ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი:

Share

Category

About Us

Over last 70 years a lot of great pieces of art were created in Georgia. However, none of the museums, or their vaults comply with minimum conditions required for keeping those pieces of art.

So came the idea of building the museum of fine arts on the agenda. Gia Jokhtaberidze took an initiative to build this museum and place around 3,500 works from the personal collection .

Permanent exhibition area can accommodate 7,000 sq. m. of paintings, while the vault can hold 6,000 sq. m. Exhibition halls use artificial lighting, while doors use daylight. On the first floor there is a 300 sq. m. area for temporary exhibitions and 250 sq. m. conference hall.

As for other parts of the building it is an Art House, uniting four facilities: Georgian Restaurant - “Kharcho”, European Restaurant - “Brasserie Buvette”, new American lounge - “Publica” and fitness club with swimming pool - “Fit Club”. The building also includes “Museum Café” and a boutique of Georgian designers “mrkt.tbilisi”.