22/09/2026
GENIUS LOCI TBILISI - ვარჯიში დაკვირვებაში
29 სექტემბერს გიწვევთ თბილისის არქიტექტურის ბიენალეს პარალელურ ღონისძიებაზე, სადაც გაეცნობით აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის საზაფხული პროგრამის შედეგებს.
Genius Loci, ანუ ადგილის სულის კონცეფციაზე დაფუძნებული პროგრამა აერთიანებს ფსიქოგეოგრაფიას, სივრცეზე დაკვირვებასა და ინდივიდუალურ შემოქმედებით ძიებას და ამ გამოცდილებას თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მთავარ თემას, „სიცარიელის გეოგრაფიას“ უკავშირებს.
ზაფხულის განმავლობაში მონაწილეები შემოქმედებითი დაკვირვების მეთოდებით იკვლევდნენ თბილისის სხვადასხვა სივრცეს: მაუდის ქარხანას, იპოდრომს, თემქის უბანს და თბილისის ზღვის ჰორიზონტს. დაკვირვება, მოსმენა, გადაადგილება, ჩანაწერი და ვიზუალური ფიქსაცია თანდათან ინდივიდუალური ნამუშევრების ფორმატით განვითარდა.
მონაწილეები: ლიზი დვალი, თეონა კახიძე, გიორგი კიკნაძე, ნიკა ტეფნაძე, არჩილ წერეთელი
მენტორები: კვლევისა და გამოფენის ავტორები, არქიტექტორები ნატა ნებიერიძე და მაშა ჩიღვინაძე, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო პროექტების კურატორი მარიამ შერგელაშვილი.
გელოდებით!
-
GENIUS LOCI TBILISI - A Practice in Observation
On September 29, we invite you to a collateral event of the Tbilisi Architecture Biennial, where you will learn about the results of the State Silk Museum’s summer program.
Based on the concept of Genius Loci, or the spirit of place, the programme brings together psychogeography, spatial observation, and individual creative exploration, connecting these experiences to the main theme of the Tbilisi Architecture Biennial, Geography of Emptiness.
Throughout the summer, participants explored different sites across Tbilisi through methods of creative observation: Tbilisi Wool Worsted Factory, the Hippodrome, Temka district and the horizon of the Tbilisi Sea. Observation, listening, movement, note-taking, and visual documentation gradually developed into individual works.
Participants: Lizi Dvali, Teona Kakhidze, Giorgi Kiknadze, Nika Tephnadze, Archil Tsereteli
Mentors: Nata Nebieridze and Masha Chighvinadze, architects and authors of the research project and exhibition; Mariam Shergelashvili, Exhibition Curator at the State Silk Museum.
See you there!