Living Museum Tbilisi - ლივინგ მუზეუმი თბილისი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Living Museum Tbilisi - ლივინგ მუზეუმი თბილისი
Call Directions Website

Living Museum Tbilisi - ლივინგ მუზეუმი თბილისი არტთერაპიის საერთაშორისო ცენტრის ქართული ფილიალი It is dedicated to the beauty of art and healing.

არტთერაპიის საერთაშორისო ქსელი; დაფუძნდა 1983 წელს ნიუ იორკში; მიზანი - ფსიქიკური პრობლემების რესურსად გარდაქმნა, მძიმე განცდების ტრანსფორმაცია, შემოქმედის იდენტობის ჩამოყალიბება. Living Museum - Co-founded in 1983 by the late artist Bolek Greczynski, and the psychologist and artist, Dr. Janos Marton, the museum provides a space where individuals beset with mental illness can be accepted as artists and work among colleagues. The aim is to change identity from the mentally ill to the artist in an atmosphere of community, solidarity and creativity.

🌿 10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნა. ეს დღე გვახსენებს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა ფუფუნება კი არა...
11/10/2026

🌿 10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნა. ეს დღე გვახსენებს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა ფუფუნება კი არა, ყოველდღიური ზრუნვაა: საკუთარი ემოციების მოსმენა, დასვენების ნებართვა და დახმარების თხოვნა მაშინ, როცა ის გვჭირდება.

ლივინგ მუზეუმი არტთერაპიის ცენტრია. ჩვენი რწმენაა, რომ ფერი, ბგერა, მოძრაობა და ხელოვნების სხვადასხვა ფორმა გვეხმარება ტკივილის ტრანსფორმაციაში.

ამ დღეს ვულოცავთ ყველას, ვინც საკუთარ თავზე ზრუნვის გზას ადგას, ვინც სხვას უდგას გვერდით და ვინც ჯერ კიდევ ეძებს გამბედაობას, რომ დახმარება ითხოვოს. 💚

დახმარების თხოვნა სისუსტე არ არის. ეს საკუთარი თავის მიმართ სიყვარულის აქტია.

#ფსიქიკურიჯანმრთელობა #არტთერაპია

ნათია ფანჯიკიძე სტუმრად Founders Club-თან საუბრობს ვორკოჰოლიზმის, დამოკიდებულებების და სხვა საკიტხების შესახებ
10/10/2026

ნათია ფანჯიკიძე სტუმრად Founders Club-თან საუბრობს ვორკოჰოლიზმის, დამოკიდებულებების და სხვა საკიტხების შესახებ

🎙️ ეპიზოდის სტუმარია - ნათია ფანჯიკიძე | ფსიქოლოგი და რეაბილიტაციის...

სცენაზე გასვლამდე@
05/10/2026

სცენაზე გასვლამდე@

ობსესიურ-კომპულსური აშლილობის (ოკა) და დეპრესიის თანაარსებობა გამონაკლისი კი არა, უფრო კანონზომიერებაა. სტატისტიკა აჩვენ...
29/09/2026

ობსესიურ-კომპულსური აშლილობის (ოკა) და დეპრესიის თანაარსებობა გამონაკლისი კი არა, უფრო კანონზომიერებაა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ოკა-ს მქონე ადამიანების დაახლოებით 50%-ს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე კლინიკური დეპრესიის დიაგნოზსაც უსვამენ. ეს მაჩვენებელი ზოგიერთი მონაცემით 78%-მდეც კი იზრდება. ხშირად ეს ორი მდგომარეობა არის შეკრული, კომორბიდული წრე.

ფენომენი ასე გამოიყურება - როცა ადამიანი ცარიელდება სიცოცხლის ენერგიისგან, ადგილი თავისუფლდება არასასურველი აზრებისთვის.

ემოციური სიცარიელის, უენერგიობის და აპათიისგან შემქნილი ვაკუუმის კომპენსირებას ფსიქიკა ცდილობს ჰიპერაქტიური, აკვიატებული ფიქრებით, სხვა სიტყვებით - დეპრესიისგან გამოწვეულ სიცოცხლის ძალის დეფიციტში იჭრებიან ოკა-ს შემაწუხებელი და დომინანტური აზრები და თითქმის მთლიანად შთანთქავენ გონებრივ სივრცეს, რაც ადამიანს ართმევს ნებისყოფას და მოქმედების ძალას.

რა შეუძლია არტთერაპიას ზემოთ აღწერილი მდგომარეობის საპირისპიროდ:

არტთერაპია მუშაობს როგორც აღმდგენი ძალა, რომელიც არა მხოლოდ ხმას და ფორმას აძლევს ტკივილს და გამოფერთხავს არასასურველ ფიქრებს, არამედ არასასურველი აზრების ტრანსფორმაციაში ეხმარება ადამიანს. არტთერაპია დეპრესიულ სიცარიელეს ახალ შემოქმედებით რესურსად გარდაქმნის. ოკას შემაშფოთებელ ფიქრებს კი ვიზუალურ ობიექტებად აქცევს, რაც ხელს უწყობს ფიქრებისგან დისტანცირებას, მათი ინტენსივობის შემცირებას.

არტთერაპია შემაწუხებელი ფიქრების ნაცვლად ადამიანს ავსებს საზრისით, სილამაზით და რეალური ცხოვრებით.

კონსულტაციაზე ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში.
#ფსიქიკურიჯანმრთელობა #ოკა #დეპრესია #ფსიქოთერაპია #არტთერაპია #ფსიქოლოგიურიცენტრი #მენტალურიჯანმრთელობა

მოზარდთა დეპრესია და აღმასრულებელი დისფუნქცია, თუ ზარმაცი და უსაქციელო ბავშვი?"შვილი საათობით ზის ტელეფონში“, "ოთახი ნაგ...
26/09/2026

მოზარდთა დეპრესია და აღმასრულებელი დისფუნქცია, თუ ზარმაცი და უსაქციელო ბავშვი?

"შვილი საათობით ზის ტელეფონში“, "ოთახი ნაგავსაყრელად აქცია და ხელსაც არ ანძრევს“, "სულ ჩაკეტილია და აღარაფერი აინტერესებს“.

მშობლები ხშირად ამგვარ ქცევას სიზარმაცეს, პროტესტს ან ფასეულობების ცვლილბას მიაწერენ.

გარდატეხის ასაკში გაჩენილ ამ მდგომარეობას აღმასრულებელი დისფუნქცია ჰქვია. ამ დროს მოზარდის ტვინი ფიზიკურად ვერ ახერხებს მოქმედების დაგეგმვას, დაწყებას და დასრულებას.

მოზარდს შეიძლება შესანიშნავად ესმოდეს, რომ ოთახი დასალაგებელია, თუმცა მისი ნერვული სისტემა იმდენად გადატვირთულია შინაგანი შფოთვით ან დეპრესიით, რომ ელემენტარული დავალება, ნაგვის გადაყრა თუ ტანსაცმლის იატაკიდან აკრეფა მისთვის ურთულესი ამოცანა ხდება.

უწესრიგო ოთახი, ე.წ. დეპრესიული ბუნაგი, ხშირად მოზარდის შინაგანი, ფსიქიკური ქაოსის პირდაპირი ანარეკლია.

როდის უნდა ავტეხოთ განგაში?

ყურადსაღები ნიშნები:

სრული სოციალური იზოლაცია, - თუ მოზარდმა მოულოდნელად უარი თქვა მეგობრებზე და თვეების განმავლობაში მხოლოდ საკუთარ ოთახშია ჩაკეტილი.

ჰიპერმგრძნობელობა კრიტიკაზე:, - ნებისმიერი შენიშვნა სისუფთავეზე ან სწავლაზე თუ იწვევს მწვავე აგრესიას, ტირილს ან პირიქით, სრულ დადუმებას.

ემპათიის შემცირება და გაუცხოება, თუ ადრე თბილი ბავშვი იყო, ახლა კი ოჯახის წევრების მიმართ ცივი, დისტანციური ან უსაფუძვლოდ აგრესიულია.

შიში და პანიკა: თუ იზოლაციას თან ერთვის ძლიერი შფოთვა, უძილობა.

ასეთ დროს ნუ დავადანაშაულებთ მოზარდს სიზარმაცეში და ნუ შევარცხვენთ უწესრიგობის გამო. ნუ შევადარებთ სხვა, "უკეთეს" მოზარდს. პირიქით, შევეცადოთ, ვიყოთ შვილის უსაფრთხო ნავსაყუდელი. დავანახოთ, რომ მისი გვესმის.

თუ გრძნობთ, რომ რესურსი გელევათ, ნუ შეგეშინდებათ ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის ჩართვა, ეს თქვენი შვილის გადარჩენის გზაა. 🤍

Living Museum Tbilisi - ლივინგ მუზეუმი თბილისის მოზარდთა არტთერაპიის პროგრამა დაეხმარება მოზარდებს ფუნქციურობის აღდგენაში

#ფსიქოლოგია #მოზარდები #მშობლებისთვის #მენტალურიჯანმრთელობა #დეპრესია

ჩვენს არტთერაპევტს, მოზარდთა მიმართულების ხელმძღვანელს, მერი გელაშვილს ვულოცავთ ევროპულ აკრედიტაციას კიდევ ერთ თერაპიული...
17/09/2026

ჩვენს არტთერაპევტს, მოზარდთა მიმართულების ხელმძღვანელს, მერი გელაშვილს ვულოცავთ ევროპულ აკრედიტაციას კიდევ ერთ თერაპიული მიმართულებაში

ევროპული აკრედიტაცია EMDR თერაპიაში ჩვენი კოლეგის, მერი გელაშვილის კიდევ ერთი წარმატებაა.

EMDR თერაპია კამარაში აპარატით ტარდება. თერაპიის ეს მიდგომა - თვალის მოძრაობით დესენსიბილიზაცია და რეპროცესირება არის ერთერთი ყველაზე ეფექტური, მეცნიერულად დადასტურებული თერაპია ტრავმებთან, დეპრესიასთან, ფობიებთან და შფოთვით დაავადებებთან საბრძოლველად.

თერაპიის ამ მიდგომას აქვს სწრაფი შედეგი, - ბევრად ნაკლები სესია სჭირდება, ვიდრე თერაპიის სხვა
მიდგომების სრული კურსი მოითხოვს. აქრობს არა მხოლოდ სიმპტომებს, არამედ მათ გამომწვევ ემოციურ ბლოკებს.

ვულოცავთ ჩვენს შესანიშნავ კოლეგას, მერი გელაშვილს ევროპულ აკრედიტაციას და უწყვეტ პროფესიულ წინსვლას.

მერი გელაშვილი მუშაობს სამ ასაკობრივ კატეგორიასთან - მცირეწლოვნებთან, მოზარდებთან და ზრდასრულებთან.

მერი ასევე არის გეშტალტ-არტთერაპევტი და მოზარდთა მიმართულების ხელმძღვანელი კამარასთან არსებულ არტთერაპიის საერთაშორისი ცენტრში ლივინგ მუზეუმში Living Museum Tbilisi - ლივინგ მუზეუმი თბილისი.

მერი გელაშვილი ატარებს ინდივიდუალურ და ჯგუფურ თერაპიებს.

"მხოლოდ არტთერაპიის ძალაშია  "სხვაგვარი სამყაროს შექმნაო", პაოლო კნილი ამბობდა. კნილთან ეს ცნება "Alternative worlding" ...
14/09/2026

"მხოლოდ არტთერაპიის ძალაშია "სხვაგვარი სამყაროს შექმნაო", პაოლო კნილი ამბობდა. კნილთან ეს ცნება "Alternative worlding" არ ნიშნავს უბრალოდ "სხვა რეალობაში გახიზვნას", პირიქით, ხელოვნების მეშვეობით ახალი, დამატებითი სამყაროს შექმნის უნარს ავითარებს, რომელიც არსებულის პარალელურად არსებობს და მას ალტერნატიულ პერსპექტივას სძენს. ეს არის ესთეტიკური თამაშის, წარმოსახვის უნარის განვითარება და არა თერაპიული "გაქცევა" რეალობიდან. არტთერაპია რეალობების ახალი კუთხით დანახვის საშუალებაა."

ნათია ფანჯიკიძე

არტთერაპიის საერთაშორისო ქსელის ქართული ფილიალი Living Museum Tbilisi მუშაობს ბავშვებთან 8 წლიდან, მოზარდებთან და ზრდასრულებთან.

ჩვენი ცენტრი ღიაა როგორც შემოქმედებითი განვითარების, თვითგამოხატვისა და ემოციური მხარდაჭერის მსურველებისთვის, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა სირთულის მქონე ადამიანებისთვის.

ვმუშაობთ არტთერაპიის ყველა ძირითადი მოდალობით: ვიზუალური ხელოვნება, ფერწერა, ძერწვა, მუსიკა, მოძრაობა, დრამა, ამბის შექმნა და სხვა შემოქმედებითი ფორმები.

ჩვენი განსაკუთრებული მიმართულებაა მარიონეტების თეატრის თერაპიის უნიკალური პროგრამა, რომელიც აერთიანებს ხატვას, ძერწვას, თამაშს, ამბის თხრობას, დრამატულ მოქმედებას და თერაპიულ პროცესს.

სერვისები და ფასები:

ერთჯერადი ვიზიტი — 100 ლარი

ჯგუფური არტთერაპია კვირაში ერთხელ:

ბავშვებთან და მოზარდებთან შეხვედრა გრძელდება 2 საათი
ზრდასრულებთან - 3 საათი
ფასი — 360 ლარი თვეში

ჯგუფური არტთერაპია კვირაში ორჯერ — 550 ლარი თვეში

ინტენსიური პროგრამა კვირაში 5 სრული სამუშაო დღე — 800 ლარი თვეში

ყველა საჭირო არტმასალას უზრუნველყოფს ცენტრი.

გიფიქრიათ, რა სიფაქიზე სჭირდება სიტყვების არჩევანს, როცა მენტალური ჯანმრთელობის კლინიკური ინტერვიუს გამტარი, მთარგმნელი ...
03/09/2026

გიფიქრიათ, რა სიფაქიზე სჭირდება სიტყვების არჩევანს, როცა მენტალური ჯანმრთელობის კლინიკური ინტერვიუს გამტარი, მთარგმნელი ხარ? ამ დროს მხოლოდ ენის ცოდნა არ კმარა.
კამარაში საინტერესო ვორქშოფი ტარდება მცირერიცხოვანი ჯგუფისთვის.
მოასწარით რეგისტრაცია 12 სექტემბრამდე

🔴არაძალადობრივი კომუნიკაცია საკუთარ თავთან და სხვებთან.

🔴პრაქტიკული სახელოსნო, ფსიქოთერაპიის ცენტრ „კამარაში“

ზოგჯერ დაძაბულობას მხოლოდ ის კი არ ქმნის, რა ითქვა, არამედ ისიც, როგორ გავიგეთ ნათქვამი, რა განცდა გაგვიჩნდა და რა საჭიროება დგას ჩვენი რეაქციის უკან.

🔻12 სექტემბერს, 10:00 საათზე, „კამარაში“ პრაქტიკულ სახელოსნოს ჩაატარებს ლალი ბურდული - თარჯიმანი, კლინიკურ გარემოში დიალოგის მედიატორი საფრანგეთში.

🔴ლალი ბურდულის პროფესიული გამოცდილება მოიცავს მუშაობას ლიონის ჯანმრთელობის, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადიქტოლოგიის სერვისებში, მათ შორის Croix-Rousse, Édouard Herriot და Vinatier-ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ კლინიკურ გარემოში.

მისი კვლევა ეხება ფრანგ ექიმებსა და ემიგრანტებს შორის კომუნიკაციას და თარჯიმნის, როგორც მედიატორის როლს არაძალადობრივი მიდგომების გამოყენებისას. კვლევა გამოქვეყნებულია ფრანგულ ენაზე Orspere-Samdarra-ს პლატფორმაზე.

რას წარმოადგენს სახელოსნო?

ეს არ არის ლექცია და არც მზა პასუხებზე აგებული ტრენინგი. ეს არის პრაქტიკული შეხვედრა, სადაც მონაწილეები შეძლებენ დააკვირდნენ:

🔻როგორ მოქმედებს დაძაბულობა მათ რეაქციებსა და კომუნიკაციაზე;
🔻რა განცდა და საჭიროება დგას ნათქვამის უკან;
🔻როგორ გადადის შინაგანი გამოცდილება სიტყვებსა და ქცევაში;
🔻როგორ შეიძლება იგივე სიტუაციაში უფრო გაცნობიერებულად დარჩნენ კონტაქტში საკუთარ თავთან და სხვასთან.

სახელოსნოს სამუშაო მოდელია:

🔻დაკვირვება → განცდა → საჭიროება → თხოვნა (OSBD ტექნიკა)

ვისთვის არის ეს სახელოსნო?

მათთვის, ვისაც აინტერესებს გაიგოს, რა არის არაძალადობრივი კომუნიკაცია და როგორ შეიძლება მისი დანახვა და გამოცდა ყოველდღიურობაში.

რას წაიღებთ შეხვედრიდან?

🔴გამოცდილება არ ნიშნავს „აღარასდროს შეცდომას", ეს არის უნარი, უფრო ადრე შენიშნო საკუთარი დაძაბულობა და გააცნობიერო, რა დგას მის უკან. შეხვედრა შედგება ორი ნაწილისგან (1სთ 30წთ + შესვენება + 1სთ 30წთ), სადაც მონაწილეები დააკვირდებიან საკუთარ თავს და გამოსცდიან დაკვირვება-განცდა-საჭიროება-თხოვნის ტექნიკას, საკუთარ სიტუაციებზე დაყრდნობით — რამდენის გაზიარებაც თავად მოისურვებენ.

სახელოსნოს მეტაფორაა:

„მოერიდეთ ძაღლს, როცა წყლიდან ამოდის — თორემ გაიწუწებით.“

ძაღლი ზედმეტ წყალს ინსტინქტურად იფერთხავს; ადამიანებში კი ის, რაც გარედან „გვეკრობა“, ხშირად მარტივად ვეღარ ვიშორებთ. როგორ შევამჩნიოთ ეს დაგროვება მანამდე, სანამ ის ჩვენს კომუნიკაციაში გამოვლინდება?

🔴შესვენების დროს ყავა და ფრანგული განწყობა.

12 სექტემბერი | 10:00 საათი
ხანგრძლივობა: 3 საათი და 30 წუთი
ჯგუფი: 10 მონაწილე
ღირებულება: 130 ლარი
ადგილი: ფსიქოთერაპიის ცენტრი „კამარა“

🔻ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
🔻რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე - 599 239 002

იცოდით, რომ ცნობილი ფრაზა "ხელოვნება ამორეცხავს სულისგან ყოველდღიურობის მტვერს“, რომელსაც პაბლო პიკასოს მიაწერენ, რეალურ...
17/08/2026

იცოდით, რომ ცნობილი ფრაზა "ხელოვნება ამორეცხავს სულისგან ყოველდღიურობის მტვერს“, რომელსაც პაბლო პიკასოს მიაწერენ, რეალურად 1864 წელს გერმანელმა მწერალმა, ბერტოლდ აუერბახმა დაწერა? ორიგინალში ეს გამოთქმა მუსიკას ეხება: "მუსიკა ჩამორეცხავს სულიდან ყოველდღიურობის მტვერს“

Address

ოქროყანის ქუჩა 17
Tbilisi
0105

Opening Hours

Monday 11:00 - 19:00
Tuesday 11:00 - 19:00
Wednesday 11:00 - 19:00
Thursday 11:00 - 19:00
Friday 11:00 - 19:00
Saturday 11:00 - 19:00

Telephone

+995599239002

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Living Museum Tbilisi - ლივინგ მუზეუმი თბილისი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share