ხელოვნების სასახლის ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების მუზეუმი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ხელოვნების სასახლის ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების მუზეუმი

ხელოვნების სასახლის ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების მუზეუმი ხელოვნების სასახლის ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების მუზეუმი
(231)

ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი ეროვნული კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლია. მუზეუმი 1975 წელს თბილისელი კოლექციონერის, არკადი რევაზიშვილის მექანიკური საკრავების კოლექციის ბაზაზე დაარსდა , როგორც კინოს, თეატრისა და მუსიკის მუზეუმის ფილიალი. დროთა განმავლობაში მუზეუმის ფონდები ახალი ექსპონანტებით გამდიდრდა და 1984 წელს დამოუკიდებელ იურიდიულ ერთეულად - ხალხური საკრავების მუზეუმ

ად, ხოლო 2006 წლიდან საჯარო სამართლის იურიდიულ პირად-”ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმად” - ჩამოყალიბდა.
მუზეუმის ფონდში დაცულია ძველი ფოლკლორული ჩანაწერები, ფოტო-ფონო-აუდიო და ვიდეო მასალა, ქართული ხალხური , აღმოსავლური, ევროპული კლასიკური და მექანიკური საკრავების მრავალი ნიმუში. მუზეუმის მიზანია სხვადასხვა დროის მატერიალური და არამატერიალური კულტური ძეგლების - სიმღერებისა და საკრავების- ნიმუშების ექსპონირება, დაცვა, მათი სისტემატიზაცია, ახალი ექსპონანტებით ფონდების გამდიდრება.
მუზეუმის საექსპოზიციო სივრცე სამ დარბაზს მოიცავს :
პირველი დარბაზი ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების, ქართული ხალხური შემსრულებლობის ისტორიის ამსახველ ექსპოზიციას ეთმობა. ქართული ხალხური ინსტრუმენტარიუმი სამი ტრადიციული ჯგუფის - სიმებიანი (ფანდური, ჩონგურუ, ჭიანური, ჩანგი), ჩასაბერი (უენო და ენიანი სალამური, გუდასტვირი, ჭიბონი, ლარჭემი, ორმაგი სტვირი) და დასარტყამი (დოლი, დაირა, დიპლიპიტო) საკრავების ორიგინალურ ნიმუშებს მოიცავს.
მეორე დარბაზი აღმოსავლური საკრავების( საზი, ქამანჩა, თარი...) ექსპონირებას ეთმობა. საქართველო ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს, აქ საუკუნეების მანძილზე მკვიდრდებოდა აღმოსავლური კულტურა, რომელიც გავლენას ახდენდა ქართულ კულტურაზე. ამ გავლენის თვალსაჩინო მაგალითია ძველითვილისის განუმეორებელი კოლორიტი, რომელსაც ქმნის ქართველებისა და აქ მცხოვრები აღმოსავლური წარმოშობის სხვა ხალხების (სომხები, აზერბაიჯანელები, ებრაელები, ასირიელები, იეზიდები) კულტურათა ასიმილაცია.
მესამე დარბაზი განლაგებულია ევროპული კლასიკური და მექანიკური საკრავები(არღანი, ორკესტრიონი, პორტატული ორღანი, გრამაფონისა და პატეფონის ნაირსახეობანი, მექანიკური პიანინო, ფისჰარმონია, მუსიკარული ზარდახშები, გარმონი აკორდეონი, მანდოლინა, გიტარა, ბანჯო, ციტრა და სხვა). XIX საუკუნისთვის საქართველოს პოლიტიკის მკვეთრად გამოხატულმა ევროპულმა ორიენტაციამ ქვეყნისაკენ გზა გაუხსნა ტექნიკისა და კულტურის უახლეს მიღწევებს. სწორედ ამ დროიდან გახდა მოდური ევროპული მექანიკური და კლასიკური საკრავები. ამ დროიდანვე იღებს სათავებს და დასავლეთ საქართველოს ქალაქური ფოლკლორიც.

23/04/2026
30/03/2026

🎼 შარკუნოკი

• ავტორი: უცნობია
• შექმნის თარიღი: 1987 წელი
• შექმნის ადგილი: უცნობია
• მასალა: ხე
• მდგომარეობა: კარგი

#საკრავებისკატალოგი
გამოცემის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია ფონდი "ქართული გალობის" ვებგვერდზე https://tinyurl.com/3ruwzpzb

#ფონდიქართულიგალობა
ხელოვნების სასახლის ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების მუზეუმი

19/02/2026
31/01/2026

დღევანდელ ვიდეოში განსაკუთრებული სტუმარი გვყავს — ეთნომუსიკოლოგი და ქართული ფოლკლორის მკვლევარი, ქეთევან ბაი.....

26/01/2026

🪕 ქამანჩა

• ავტორი: უცნობია
• შექმნის თარიღი: XX საუკუნის დასაწყისი
• შექმნის ადგილი: აზერბაიჯანი
• მასალა: ხე, ტყავი, სადაფი, ლითონი
• მდგომარეობა: დამაკმაყოფილებელი – არ აქვს ხემი

#საკრავებისკატალოგი
გამოცემის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია ფონდი "ქართული გალობის" ვებგვერდზე https://tinyurl.com/3ruwzpzb

#ფონდიქართულიგალობა
ხელოვნების სასახლის ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების მუზეუმი

29/12/2025

ძვირფასო ვიზიტორებო!
გაცნობებთ, რომ 1, 2, 5, 6 და 7 იანვარი ჩვენი მუზეუმისათვის დასვენების დღეებია. გთხოვთ გაითვალისწინოთ.
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

17/11/2025

🥁 დიპლიპიტო

• ავტორი: უცნობია
• შექმნის თარიღი: XIX საუკუნის დასაწყისი
• შექმნის ადგილი: ქართლი (საქართველო)
• მასალა: თიხა, ტყავი, თოკი
• ზომები: სიმაღლე – 21 სმ/20 სმ, დიამეტრი თავში – 20 სმ/13 სმ, ბოლოში – 9 სმ/6 სმ;
• მდგომარეობა: დამაკმაყოფილებელი

#საკრავებისკატალოგი
გამოცემის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია ფონდი "ქართული გალობის" ვებგვერდზე https://tinyurl.com/3ruwzpzb

#ფონდიქართულიგალობა
ხელოვნების სასახლის ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების მუზეუმი

20/10/2025
05/10/2025

ეთნოფორი • etnopori (სამასმეთხუთმეტე) 2025წ.გადაცემა სრულად - https://youtu.be/udU7BnoimJo

30/09/2025

Enjoy the videos and music you love, upload original content, and share it all with friends, family, and the world on YouTube.

Address

Samghebro Street 6
Tbilisi
0105

Opening Hours

Tuesday 11:00 - 18:00
Wednesday 11:00 - 18:00
Thursday 11:00 - 18:00
Friday 11:00 - 17:30
Saturday 11:00 - 18:00
Sunday 11:00 - 17:30

Telephone

+995322457721

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ხელოვნების სასახლის ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების მუზეუმი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to ხელოვნების სასახლის ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების მუზეუმი:

Share

Category