თბილისის მუზეუმების გაერთიანება / The Union of Tbilisi Museums

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თბილისის მუზეუმების გაერთიანება / The Union of Tbilisi Museums

თბილისის მუზეუმების გაერთიანება / The Union of Tbilisi Museums The Union of Tbilisi Municipal Museums” was founded on July 29, 2016. It unites 9 independent museums in a single institution.

Most of the museums have operated for many years and protected Georgian cultural and historical heritage. თბილისის მუზეუმების გაერთიანება 2016 წლის 29 ივლისს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განკარგულებით (30.02.651) დაარსდა და წარმოადგენს 9 დამოუკიდებელი მუნიციპალური მუზეუმის ერთიან ინსტიტუციას. გაერთიანებაში შემავალი მუზეუმები მრავალი წელია იცავენ და პოპულარიზაციას უწევენ საქართველოს კულტურულ და

ისტორიულ მემკვიდრეობას.

თბილისის მუზეუმების გაერთიანება აერთიანებს:
✔ თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი
✔თბილისის გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი
✔თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი
✔ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
✔ თბილისის მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი
✔ თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
✔ თბილისის მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
✔ თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი
✔ თბილისის კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი

მისია და საქმიანობა:
თბილისის მუზეუმების გაერთიანება აქტიურად მუშაობს სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საგამომცემლო მიმართულებებით და ახორციელებს მუზეუმების ინფრასტრუქტურულ განახლებასა და რეაბილიტაციას. ორგანიზაციის მისიაა მუზეუმების ტრადიციული ფუნქციის შენარჩუნება და მათი ტრანსფორმაცია თანამედროვე საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ სივრცეებად, სადაც გამორჩეული კულტურული პროგრამები, ინტერაქტიული გამოფენები და საგანმანათლებლო ინიციატივები ხორციელდება.
გაერთიანება განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც მოიცავს ლექციებს, ვორქშოპებს, საზოგადოებრივ დისკუსიებსა და ინკლუზიურ პროექტებს, რათა მუზეუმი გახდეს ყველა თაობისა და სოციალური ჯგუფისთვის ღია და საინტერესო სივრცე.

პრიზები და საერთაშორისო აღიარება:
2023 წელს თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ მოიპოვა ევროპის მუზეუმების ფორუმის (EMYA 2023) და ევროპის მუზეუმების აკადემიის (EMA 2023) სპეციალური აღნიშვნის პრიზები. ეს აღიარება მიანიშნებს გაერთიანების კრეატიულ და ინოვაციურ მიდგომებზე მუზეუმის ინტერპრეტაციის, ცოდნის გავრცელებისა და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით.

მიხეილ ჯავახიშვილის წერილი ,,ცოცხლებს მაინც ვუშველოთ! ’’2 ივნისი,1915 წელი.,,ბევრს ჰგონია, რომ მეთვრამეტე საუკუნის დამლე...
02/06/2026

მიხეილ ჯავახიშვილის წერილი ,,ცოცხლებს მაინც ვუშველოთ! ’’
2 ივნისი,1915 წელი.

,,ბევრს ჰგონია, რომ მეთვრამეტე საუკუნის დამლევს საქართველო სამარის პირას იდგა, ხოლო მეცხრამეტეში აღსდგა მკვდრედით, იმრავლა, მოღონიერდა და ქრისტიანმა ქართველობამ იმატა, სწორედ მეცხრამეტე საუკუნეში დავკარგეთ კულტურული ფასი და გავლენა. ვიცი, რომ ჩვენ წინაპართ მრავალჯერ სძლიეს ბედი, მრავალჯერ გადალახეს იგი, მრავალჯერ აღსდგნენ მკვდრედით და ეხლანდელ თაობამდე მოიტანეს დაფლეთილი ეროვნული დროშა, ჩაგვაბარეს და გვიანდერძეს. ატარეთ იგი და შემდგომ თქვენის მომავალ თაობას გადაეცით. ჩვენც მოვალენი ვართ ჩვენი ისტორიის წინაშე უვნებლად გავიტანოთ იგი მსოფლიოს ქარცეცხლში.”

#წერილები #მიხეილჯავახიშვილი #თბილისისმუზეუმებისგაერთიანება

🎈 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისის მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებით, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-...
01/06/2026

🎈 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისის მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებით, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გაიმართა საგარეჯოს კულტურის სახლთან არსებული ბავშვთა ექსპერიმენტული თეატრის „ხუთკუნჭულას“ სპექტაკლი - „ბატის ჭუკი“ 🐥

მუზეუმის სივრცე ბავშვების ჟრიამულით, მხიარული ემოციებითა და თბილი აპლოდისმენტებით აივსო. ⭐️

#1ივნისი #თბილისისმუზეუმებისგაერთიანება

გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს🎈„ბავშვის ბუნება საიდუმლოთა საიდუმლოა. ბავშვი იგივ ადამიანია და მით უფრო ძნელი ...
01/06/2026

გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს🎈

„ბავშვის ბუნება საიდუმლოთა საიდუმლოა. ბავშვი იგივ ადამიანია და მით უფრო ძნელი საცნობელია, რომ ძნელ წასაკითხ ქარაგმით დაწერილია, თუ ესე ითქმის, და არა სხვილ და სრულ ასოებით, როგორც დამთავრებული კაცი. არ უნდა გვიკვირდეს, რომ რასაც დიდ მდნარეში ვპოულობთ, იმას მის პატარა სათავეშიაც ვხედავთ. ბავშვი სათავეა, დასაწყისია დიდი ადამიანისა.“ - ილია ჭავჭავაძე.

#1ივნისი #თბილისისმუზეუმებისგაერთიანება

🎈1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში ვიზიტი თავისუფალია...
31/05/2026

🎈1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში ვიზიტი თავისუფალია.

დღის ფარგლებში გაიმართება საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროგრამები, სახალისო აქტივობები და სხვადასხვა ღონისძიება.

ქ.თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში კი, 13:00 საათზე, საგარეჯოს კულტურის სახლთან არსებული ბავშვთა ექსპერიმენტული თეატრი „ხუთკუნჭულა“ გამართავს სპექტაკლს - „ბატის ჭუკი“. 🐥🎭

#1ივნისი #ბავშვები #თბილისისმუზეუმებისგაერთიანება

წერილი გრიგოლ ორბელიანისადმი„საყვარელო ძმაო, გრიგოლ, დამნაშავე ვარ შენთან დიდი; მაგრამ შენ რომ ჩემს ადგილს იყო, აღარ გამ...
28/05/2026

წერილი გრიგოლ ორბელიანისადმი

„საყვარელო ძმაო, გრიგოლ, დამნაშავე ვარ შენთან დიდი; მაგრამ შენ რომ ჩემს ადგილს იყო, აღარ გამამტყუნებ, - დიმიტრიევსკის ლექსები გეთხოვნა, - მთელი ქალაქი სულ შევაჯერე და ვერსად ვერ ვიშოვნე. ნოტები ხომ თავის დღეშიაც არ ყოფილა. - შევიტყვეთ, რომ თურმე ფრანციცულს სწავლობ. ერთმა ქალმა შემოგითვალა: „სპარსულად ნათქვამიაო: ოც და ათ წელიწადს უკან რომ კაცი ჩონგურს ისწავლის, საიქიოს დაუკრავსო. „რაზღოვორს და ღრამმატიკას დამპირდა ერთი ჩემი ნაცნობი; ჯერ არ მოუტანია; ამას უცდი, თვარემ აქამდისინ გამოგიგზავნიდი...
შენი მარად და მარადის იქითაც
ნ ი კ ო ლ ა ი.
წელსა 1841-სა.
მაისის 28-სა დღესა.
ქ. ტფილისი“

#დღეისტორიაში #ნიკოლოზბარათაშვილი #თბილისისმუზეუმებისგაერთიანება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში 25 მაისის ღამეს დაიწყო...
28/05/2026

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში 25 მაისის ღამეს დაიწყო - ფოლკლორული ანსამბლი „სახიობა“-ს მიერ შესრულებული ქართული ხალხური სიმღერებისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, საზეიმოდ აღიმართა პირველი რესპუბლიკის დროშა. 🇬🇪

26 მაისს კი, მუზეუმში წმინდა თამარის სახელობის სკოლა-პანსიონისა და მერაბ კოსტავას სახელობის №8 სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა კონცერტები გაიმართა.

#26მაისი #მერაბკოსტავა #თბილისისმუზეუმებისგაერთიანება

🏛️ 25 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასკვნით დღეს, თბილისის მუზეუმებში გაიმართა მრავალფერო...
26/05/2026

🏛️ 25 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასკვნით დღეს, თბილისის მუზეუმებში გაიმართა მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროგრამები:

🔸 „სიმბოლოების ენა“
🔸 „თოჯინების ისტორია“
🔸 „აივნებიანი ქალაქი“
🔸 „ხილული და უხილავი“
🔸 „აღმოაჩინე მუზეუმი ოჯახთან ერთად“
🔸 „ვახტანგ ჭაბუკიანი - ფოლკლორიდან კლასიკამდე“
🔸 „პოლინდრომის სამყაროში“

#25მაისი

26/05/2026

Address

103 David Agmashenebeli Avenue
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 10:00 - 18:30
Tuesday 10:00 - 18:30
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:30
Saturday 10:00 - 18:30
Sunday 10:00 - 18:30

Telephone

+995322305001

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისის მუზეუმების გაერთიანება / The Union of Tbilisi Museums posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to თბილისის მუზეუმების გაერთიანება / The Union of Tbilisi Museums:

Share

Category