Tkibuli Museum of Local History/ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

  • Home
  • Georgia
  • Tkibuli
  • Tkibuli Museum of Local History/ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
Directions

Tkibuli Museum of Local History/ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Tkibuli Museum of Local History/ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, History Museum, Gamsakhurdia Street 12, Tkibuli.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი1982 წელს დაასრდა. მუზეუმში დაცულია ტყიბულის მუნიციპალიტეტის ისტორიის ამსახველი 17 000 მეტი გეოლოგიური, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, წერილობითი, ნუმიზმატიკური, ბონისტიკური ექსპონატები, ფოტოსურათები, ფერწერული ტილოები და სხვა. შენობა რომელშიც მხარეთმცოდნეობის მუზეუმია განთავსებული აგებულია 1932 წელს და ერთერთი უძველესი ნაგებობაა ქალაქ ტყიბულში.

ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, გამოფენის „+175 — აქედან იწყება ტყიბული“ ფარგლებში, ეწვივნენ ტყიბულის მაყვალა ქასრაშვ...
04/09/2026

ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, გამოფენის „+175 — აქედან იწყება ტყიბული“ ფარგლებში, ეწვივნენ ტყიბულის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის ხელმძღვანელი ნანა ფორჩხიძე და სკოლის პედაგოგები.

სტუმრებმა დაათვალიერეს გამოფენა, გაეცნენ წარმოდგენილ მასალებს, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და მადლიერება გამოხატეს გამოფენისა და მასპინძლობისთვის.

მადლობა მობრძანებისათვის! ტყიბულის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლა

#ტყიბულისმუზეუმი
#ტყიბულიკულტურისქალაქი
#აქედანიწყებატყიბული

სამთო ისტორიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ექსპონატიშეემატა ტყიბულის მუზეუმის  ქვანახშირის მრეწველობის  კოლექციას.„საქნახში...
03/09/2026

სამთო ისტორიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ექსპონატი
შეემატა ტყიბულის მუზეუმის ქვანახშირის მრეწველობის კოლექციას.

„საქნახშირის“ ხელმძღვანელი შემადგენლობის სპეციალური ფორმა, რომელიც ქვანახშირის მრეწველობის პროფესიული კულტურისა და ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

ფორმა შექმნილია კლასიკური სამსახურებრივი უნიფორმის პრინციპით და აერთიანებს თეთრ პერანგს, ჰალსტუხს, შარვალსა და კოსტიუმს, რომელზეც წარმოდგენილია სამთო მრეწველობის სიმბოლიკა. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სამხრეებზე განთავსებული ვარსკვლავები, რომლებიც ხელმძღვანელი შემადგენლობის რანგისა და სტატუსის აღმნიშვნელი ელემენტია.

ამ ფორმის შექმნისას გათვალისწინებული იქნა სამთო მრეწველობის ისტორიული უნიფორმების ტრადიცია, სადაც ტანსაცმელი მხოლოდ სამუშაო სამოსი არ იყო - ის გამოხატავდა პროფესიას, პასუხისმგებლობას, გამოცდილებასა და დარგისადმი კუთვნილებას.

დღეს ეს ფორმა უკვე მუზეუმის საკუთრებაა და მომავალ თაობებს შეახსენებს იმ ადამიანებს, რომლებმაც საქართველოს ქვანახშირის მრეწველობის განვითარებაში საკუთარი პროფესიული წვლილი შეიტანეს.

ტყიბულის მუზეუმი მადლობას უხდის შპს „საქნახშირის“ დირექტორს ალექსანდრე ლოვინს ამ მნიშვნელოვანი ნივთის მუზეუმისთვის გადმოცემისთვის.

საქნახშირი - Saknakhshiri

#ტყიბულისმუზეუმი
#ტყიბულისშახტა
#მეშახტე

გამოფენა "+175" აქედან იწყება ტყიბული. გამოფენა ტყიბულის მუზეუმში 30 აგვისტოს გაიხსნა ტყიბულქალაქობის და მეშახტის დღის ა...
02/09/2026

გამოფენა "+175" აქედან იწყება ტყიბული.

გამოფენა ტყიბულის მუზეუმში 30 აგვისტოს გაიხსნა ტყიბულქალაქობის და მეშახტის დღის აღსანიშნავად, გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში.

გელოდებით!

ფოტო გადაღებულია უკრაინელი მოგზაურისა და ფოტოგრაფის გენადი კორჟის მიერ. მადლობა! Gennadii Korzh

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია
Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი

#ტყიბულისმუზეუმი
#ტყიბულიკულტურისქალაქი

01/09/2026

ტყიბულქალაქობისა და მეშახტის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა „+175“

ტყიბულქალაქობისა და მეშახტის დღის ღონისძიების ფარგლებში, ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამოფენა „+175“ გაიხსნა.

გამოფენა ტყიბულის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ქალაქის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს აერთიანებს და დამთვალიერებელს ჩვენი ქალაქის წარსულისა და დღევანდელობის კიდევ ერთხელ გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

გამოფენა მოინახულეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კუბლაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ იზოლდა ნემსაძემ, საქართველოს პარლამენტში ტყიბულის დელეგატმა ზვიად შალამბერიძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, შპს „საქნახშირი“-ს საკონსულტაციო ჯგუფის კონსულტანტი მიხაილ სოცკიმ და შახტის დირექტორმა ალექსანდრე ლოვინმა. გამოფენა ასევე მოინახულეს ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა.

„+175“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, ერთად გავიხსენოთ ტყიბულის ისტორია, გავუფრთხილდეთ ჩვენს მემკვიდრეობას და მომავალ თაობებს ჩვენი ქალაქის უნიკალური ისტორია გავუზიაროთ.

ტყიბულის მუზეუმი მადლობას უხდის ვიდეოს ავტორს: ფოტოგრაფს გენადი კორჟს.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია
დავით კუბლაშვილი / Davit Kublashvili
ზვიად შალამბერიძე Zviad Shalamberidze

#ტყიბულქალაქობა
#მეშხტისდღე
#ტყიბული
#ტყიბულისმუზეუმი
#ტყიბულიკულტურისქალაქი

გიწვევთ ტყიბულის მუზეუმში -  გამოფენაზე "+175" - აქედან იწყება ტყიბული.„+175“ - არა მხოლოდ სამთო ნიშნულია, არამედ ტყიბულ...
27/08/2026

გიწვევთ ტყიბულის მუზეუმში - გამოფენაზე "+175" - აქედან იწყება ტყიბული.

„+175“ - არა მხოლოდ სამთო ნიშნულია, არამედ ტყიბულის ისტორიის, იდენტობისა და მეხსიერების სიმბოლური კოორდინატი. იგი ზღვის დონიდან 175 მეტრზე მდებარე ჰორიზონტს უკავშირდება - მიწისქვეშა სამყაროს, სადაც მეშახტეთა შრომამ ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრა ქალაქის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრება.

სწორედ სახელწოდებით „+175“ იხსნება გამოფენა 2026 წლის 30 აგვისტოს, ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ტყიბულქალაქობისა და მეშახტის დღის ფარგლებში.

გამოფენა მუზეუმის ისტორიაში განსაკუთრებულია. მისი კონცეფცია ეფუძნება ტყიბულის ინდუსტრიული წარსულის გააზრებას არა მხოლოდ როგორც სამრეწველო ისტორიის, არამედ როგორც ქალაქის კულტურული მეხსიერებისა და იდენტობის ნაწილისა. ხელოვნების ნიმუშები, ისტორიული დოკუმენტაცია და მუზეუმის ფონდებში დაცული ექსპონატები ერთ სივრცეში ქმნის დიალოგს წარსულსა და აწმყოს, დოკუმენტსა და ხელოვნებას, ფაქტსა და მეხსიერებას შორის.

ექსპოზიციაში პირველად ერთ სივრცეში იყრის თავს მუზეუმის სახვითი ხელოვნების კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი. დამთვალიერებელი იხილავს გერმანელი მხატვრის, კრისტიან ოელერის, აქამდე უცნობ ფერწერულ ნამუშევრებს; ნატალია ფალავანდიშვილისა და მარგარიტა თუშმალიშვილის ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს — მხატვარ ქალთა ჯგუფის წევრების, რომელიც ელენე ახვლედიანის თაოსნობით ჩამოყალიბდა; ასევე, თანამედროვე ქართველი მხატვრის ლუიზა ლაფერაძის, ნამუშევარს. წარმოდგენილი ავტორების შემოქმედება მუზეუმის სივრცეში პირველად იფინება.

ექსპოზიციას ავსებს ისტორიული დოკუმენტაცია და სამუზეუმო ექსპონატები, რომლებიც ტყიბულის სამრეწველო წარსულს, ქვანახშირის მოპოვების ისტორიასა და მეშახტეთა შრომას აცოცხლებს.

„+175“-ში სიღრმე მხოლოდ ფიზიკურ სივრცეს არ აღნიშნავს. ის გულისხმობს ისტორიის სიღრმეს, ადამიანურ გამოცდილებასა და კოლექტიურ მეხსიერებას. გამოფენა გვთავაზობს ტყიბულის განსხვავებულ წაკითხვას - ქალაქს, რომელიც ზედაპირზე ჩანს, მაგრამ რომლის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი მიწისქვეშ, მეხსიერებასა და ხელოვნებაშია შემონახული.

„+175“ - შრომით შექმნილი, მეხსიერებით შენახული, ხელოვნებით გაცოცხლებული ქალაქის ამბავი.
გილოცავთ ტყიბულქალაქობას და მეშხტის დღეს!

ტყიბულუის მუზეუმი განსაკუთრებულ მადლობას უხდის დახმარებისა და თანადგომისთვის:

იოსებ სოფრომაძეს
ჯული ჯიშიაშვილს
დიანა ეგიაზაროვას
ანნა პასტერნაკს
არჩილ ჯიშიაშვილს
თამარ გაგლოევას
გიორგი სოფრომაძეს
ნიკოლოზ დოღონაძეს
ამირან ლაფერაძეს

ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
30 აგვისტო, 2026

გამოფენა დამთვალიერებლებს ერთი თვის განმავლობაში უმასპინძლებს.
შესვლა თავისუფალია.
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პაარასკევი
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია

საქართველოს კულტურის სამინისტრო

Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი

სოფელი ჯვარისა - ისტორიულ ოკრიბაში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. დასახლება გაშენებულია ნაქერალას ქედის სამხრეთ კ...
18/08/2026

სოფელი ჯვარისა - ისტორიულ ოკრიბაში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. დასახლება გაშენებულია ნაქერალას ქედის სამხრეთ კალთების წინამთებში, მდინარე ღვაღვანის ხეობაში. სოფლის ტერიტორია ზღვის დონიდან საშუალოდ 480 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

სახელწოდება „ჯვარისა“ მკვლევართა მიერ განიხილება როგორც ტიპური ქრისტიანული ტოპონიმი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქართულ სიტყვასთან „ჯვარი“. ფეოდალურ ხანაში აღნიშნული სახელი ენიჭებოდა ისეთ გეოგრაფიულ პუნქტებს, სადაც აღმართული იყო ადრექრისტიანული საკულტო ჯვრები, ან რომლებიც წარმოადგენდნენ საეკლესიო და სამეფო მამულების მიჯნასა და ტერიტორიულ გასაყარს.

საისტორიო წყაროებში სოფელი პირველად ფიქსირდება XI საუკუნის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტში - „ნიკორწმინდის დაწერილში“ 1071–1080 წწ.. საგულისხმოა, რომ დასახელებული წყაროს შემდგენელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე დასახლებას მოიხსენიებს, როგორც „ოკრიბას ჯუარისას“, რითაც მას მიზანმიმართულად მიჯნავს ამავე დოკუმენტში დამოწმებული რაჭის სოფელ ჯვარისასგან, რომელიც წყაროში „ზნაკუას ჯვარისად“ არის სახელდებული.

სოფლის სტრატეგიულ და ეკონომიკურ მნიშვნელობას განაპირობებდა მისი გეოგრაფიული მდებარეობა, ვინაიდან მასზე გადიოდა იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი ერთ-ერთი მთავარი გზა. სოფლის მახლობლად მდებარეობს შუა საუკუნეების თავდაცვითი არქიტექტურის ნიმუში - ჯვარის ციხე, რომელიც კონტროლს უწევდა ამ ადგილზე გამავალ მთავარ გზას.

გვიანფეოდალურ ხანაში ციხემ განსაკუთრებული ფუნქცია შეიძინა, რაც ასახულია გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ვახუშტი ბატონიშვილის ფუნდამენტურ ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსას“. ავტორი ჯვარის ციხეს მოიხსენიებს 1723 წლის ისტორიულ მოვლენებთან კონტექსტში, როდესაც დასავლეთ საქართველოში ოსმალთა დაპყრობითი ომები მიმდინარეობდა. ამ პერიოდში სიმაგრე წარმოადგენდა რეგიონის მცხოვრებთა საიმედო თავშესაფარსა და მტრის წინააღმდეგ მიმართულ მტკიცე თავდაცვით კერას.

#ტყიბულისმუზეუმი
#ტყიბულიკულტურისქალაქი
#ოკრიბა
#ტყიბული
#ჯვარისა

მუზეუმი - ჩვენი საერთო მეხსიერებაა.მუზეუმი მხოლოდ ნივთებისა და ექსპონატების საცავი არ არის. ეს არის ადგილი, სადაც ჩვენი ...
14/08/2026

მუზეუმი - ჩვენი საერთო მეხსიერებაა.

მუზეუმი მხოლოდ ნივთებისა და ექსპონატების საცავი არ არის. ეს არის ადგილი, სადაც ჩვენი ისტორია, კულტურა და წინაპრების მიერ დატოვებული მემკვიდრეობა ცოცხლდება და მომავალ თაობებს გადაეცემა.

ამ ფოტოზე მუზეუმის საგამოფენო დარბაზის მხოლოდ ერთი ხედია წარმოდგენილი, თუმცა ამ სივრცეში განთავსებული თითოეული ექსპონატი მნიშვნელოვან ისტორიას ინახავს. აქ დაცული ყოველი ნივთი ჩვენი საერთო წარსულის ნაწილია, ხოლო მისი შენარჩუნება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.

დღეს მუზეუმს რეაბილიტაცია და ჩვენი თანადგომა განსაკუთრებით სჭირდება. ამიტომ, თუ გაქვთ შესაძლებლობა, ეწვიეთ მუზეუმს, დაათვალიერეთ მისი ექსპოზიცია, გაიცანით მისი ისტორია და ამით თქვენი პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოუცხადეთ.

მუზეუმში მისვლა მხოლოდ სტუმრობა არ არის - ეს არის ჩვენი ისტორიის, კულტურისა და მომავლის მხარდაჭერა.

ეწვიე მუზეუმს და ამით გამოხატე თანადგომა, რომ ის მომავალ თაობებსაც შემონახული და ღირსეული სახით დახვდეს.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია

#ტყიბულისმუზეუმი
#ტყიბულიკულტურისქალაქი
#ტყიბული
#წარსულიაწმყომომავალი

ჯონია - სოფელი, სადაც 2500 წლის წინანდელი საგანძური აღმოაჩინეს.ჯონია - ოკრიბის ულამაზესი სოფელია ტყიბულის მუნიციპალიტეტშ...
13/08/2026

ჯონია - სოფელი, სადაც 2500 წლის წინანდელი საგანძური აღმოაჩინეს.

ჯონია - ოკრიბის ულამაზესი სოფელია ტყიბულის მუნიციპალიტეტში, რომელიც მდინარეების, წყალწითელასა და ღვანანას წყალგამყოფზე მდებარეობს. მისი სტრატეგიული და ბუნებრივად დაცული რელიეფის გამო, აქ ცხოვრება ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში დუღდა, რასაც უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენებიც მოწმობს.

წერილობით წყაროებში სოფელი პირველად 1545 წელს მოიხსენიება, გვიან შუა საუკუნეებში იგი იმერეთის სამეფოს ოკრიბის მხარის თავდაცვის შემადგენელი ნაწილი იყო. სწორედ აქ გადიოდა სავაჭრო და სამხედრო გზები, რომლებიც იმერეთის ბარსა და რაჭა-ლეჩხუმის მთიანეთს აკავშირებდა.
ჯონია დღემდე ინახავს ისტორიულ მემკვიდრეობას. ქართული ოქროს ხანის გარიჟრაჟზე, X საუკუნეში აგებულ წმინდა გიორგის ეკლესიას, რომელიც დარბაზული ტიპის ტაძარს წარმოადგენს და ადგილობრივი უხეში ქვითაა ნაშენი. სოფლის მიდამოებში ასევე შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ნაშთები, რომელიც ოდესღაც მტრის შემოსევებისგან იცავდა მხარეს და წყალწითელას ხეობას აკონტროლებდა.

სოფლის სახელი არქეოლოგიის ისტორიაში განსაკუთრებული ასოებით 1967 წელს ჩაიწერა. სწორედ მაშინ როდესაც ჯონიაში ძვ.წ. VI-III საუკუნეების ვერცხლის მონეტების - „კოლხური თეთრის“ დიდი განძი აღმოაჩინეს. ავერსზე ლომის პროფილითა და რევერსზე ხარის თავით დამშვენებული ეს მონეტები პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ ათასწლეულების წინ ეს მხარე აქტიურად იყო ჩართული კოლხეთის სამეფოსა და ანტიკური სამყაროს დიდ სავაჭრო-ეკონომიკურ ცხოვრებაში.

ფოტოზე: სოფელ ჯონიას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.
ფოტო დაცულია ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

#ტყიბულისმუზეუმი
#ტყიბულიკულტურისქალაქი
#ტყიბული
#ოკრიბა
#ჯონია

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში, გელათის მონასტრის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ჩრდილოეთი კედლის ქვედა რეგ...
12/08/2026

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში, გელათის მონასტრის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ჩრდილოეთი კედლის ქვედა რეგისტრში, დავით აღმაშენებლის ფრესკაა გამოსახული.
მეფეს ხელში საკუთარი ანდერძი და გელათის ტაძრის მაკეტი უჭირავს, რაც მის განსაკუთრებულ კავშირს ტაძართან და მის დაარსებასთან უსვამს ხაზს.

XVI საუკუნით დათარიღებული ფრესკა დავით აღმაშენებლის სახესა და მის ისტორიულ მნიშვნელობას საინტერესო მხატვრული ფორმით გვიჩვენებს. მეფის მშვიდი და ღირსეული იერი კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის გამოსახულებას და გვახსენებს იმ ეპოქას, როდესაც საქართველო პოლიტიკური და კულტურული აღმავლობის გზაზე იდგა.

ფრესკა არა მხოლოდ ხელოვნების ნიმუშია, არამედ მნიშვნელოვანი ისტორიული მემკვიდრეობაცაა, რომელიც დავით აღმაშენებლის სახელსა და გელათის დიდებულ ისტორიას უკავშირდება.

ფრესკის ასლი დაცულია ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

#ტყიბულისმუზეუმი
#ტყიბულიკულტურისქალაქი
#დავითაღმაშენებელი
#გელათი
#ტყიბული
#ოკრიბა

11 აგვისტო საქართველოს ისტორიაში უდიდესი თავგანწირვის სიმბოლოა - დღე, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომში, სოფელ შინდისთან, ...
11/08/2026

11 აგვისტო საქართველოს ისტორიაში უდიდესი თავგანწირვის სიმბოლოა - დღე, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომში, სოფელ შინდისთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი სამხედრო რუსულ საოკუპაციო ძალებს უთანასწორო ბრძოლაში შეებრძოლა და გმირულად დაიღუპა.

ამ ლეგენდარულ 17 გმირს შორის იყო ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვანის მკვიდრი, უმცროსი სერჟანტი ნიკოლოზ ფორჩხიძე. მან თანამებრძოლებთან ერთად ბოლო წუთამდე არ დათმო პოზიცია, გამოიჩინა საოცარი სიმამაცე და საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს თავისუფლებას შესწირა. ტყიბულელმა გმირმა, რომლის ხსოვნასაც მშობლიურ სოფელში მემორიალური ბიუსტი ინახავს, საკუთარი სახელი საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლთა უკვდავ მატიანეში სამუდამოდ ჩაწერა.

გმირის ხსოვნის უკვდავსაყოფად, ტყიბულში, ქუჩას, სადაც ნიკოლოზ ფორჩხიძე ცხოვრობდა, მისი სახელი მიენიჭა.

მარადიული ხსოვნა საქართველოს ერთგულ გმირებს!

#ტყიბულისმუზეუმი
#ტყიბულიკულტურისქალაქი
#შინდისისგმირები
#ტყიბულისმუნიციპალიტეტი
#ტყიბული

Address

Gamsakhurdia Street 12
Tkibuli

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tkibuli Museum of Local History/ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category