09/10/2026
დარჩენილია ერთი კვირა 📩
გალერეა ბუღაძე
ღია კონკურსი
"პირადი მითოლოგიები"
ონლაინ გამოფენა 2026
გალერეა ბუღაძე აცხადებს ღია კონკურსს ონლაინ გამოფენისთვის „პირადი მითოლოგიები“.
გამოფენის თემა აერთიანებს ნამუშევრებს, რომლებიც პირად სამყაროს, მოგონებებს, სიმბოლოებს, სიზმრებს, იდენტობას, რიტუალებს, წარმოსახვასა და ინდივიდუალურ ვიზუალურ ენას ეხება.
მიიღება ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
მონაწილეობა უფასოა.
თითოეულ ავტორს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ 3 ნამუშევარი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა:
15 ოქტომბერი, 2026
განაცხადისთვის გამოგვიგზავნეთ:
ავტორის სახელი და გვარი;
1–3 ნამუშევრის ფოტო;
ნამუშევრის სათაური, წელი, ტექნიკა და ზომა;
Instagram და/ან ვებგვერდი (არსებობის შემთხვევაში);
საკონტაქტო ელფოსტა;
შერჩეული ნამუშევრები წარმოდგენილი იქნება გალერეა ბუღაძის მიერ კურირებულ ონლაინ გამოფენაზე და ჩვენს სოციალურ მედიაში.
განაცხადები გამოაგზავნეთ ელფოსტაზე:
[email protected]
________
ENG:
Bugadze Gallery
OPEN CALL
Private Mythologies
Online Exhibition 2026
Bugadze Gallery announces an open call for the online exhibition “Private Mythologies.”
The exhibition brings together works exploring personal worlds, memories, symbols, dreams, identity, rituals, imagination, and individual visual languages.
We accept paintings and graphic works.
Participation is free.
Each artist may submit up to 3 works.
Application deadline:
15 October 2026
To apply, please send:
Artist’s full name;
1–3 images of the works;
Title, year, medium, and dimensions of each work;
Instagram and/or website, if available;
Contact email.
Selected works will be presented in an online exhibition curated by Bugadze Gallery and featured on our social media platforms.
Send applications to:
[email protected]