Tbilisi Photography & Multimedia Museum

Tbilisi Photography & Multimedia Museum TPMM is dedicated to the contemporary image in its different forms: photography, new media, video.
(1)

თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი (TPMM) პირველი ინსტიტუციაა საქართველოში, რომელიც მთლიანად არის ფოკუსირებული თანამედროვე გამოსახულებაზე - ფოტოგრაფიაზე, ახალ მედიებზე, ვიდეოზე. სამუშაო საათები: ორშ-პარ 12.00-18.30, შაბათი-კვირა 14.00-20.00. დასწრება თავისუფალია.

03/06/2026

„Personal Mapping“ TPMM სკოლის ვორქშოფების ახალი სერიაა, რომელსაც ფოტოგრაფი მასუ მწარიაშვილი უძღვება.

მასუს განმარტებით, “პერსონალური რუკა“ ერთგვარი ვიზუალური და ემოციური რუკაა და მისი შექმნის პროცესი, სინამდვილეში, ვორქშოფის მონაწილეებს საკუთარი თავის, სამყაროს და ადგილის კვლევის შესაძლებლობას მისცემს.

ვორქშოფების სერია 5 შეხვედრისგან შედგება. თითოეული მონაწილე შექმნის საკუთარ პერსონალურ რუკას ანუ ნამუშევარს, რომელიც გააერთიანებს:
- ფოტოებს პირადი არქივიდან
- ახალ ნამუშევრებს
- ტექსტებს, ჩანაწერებს
- ობიექტებს და სხვა მასალებს.

შეხვედრები მოიცავს ინდივიდუალურ და კოლაბორაციულ დავალებებს, დისკუსიებს, ნამუშევრების განხილვას და შინაგანი და შემოქმედებითი გამოცდილების გაზიარებას, სადაც ფოტოგრაფია კვლევის მედიუმია.

„Personal Mapping“ როგორც შემოქმედებითი პროცესი, მონაწილეების შინაგანი მდგომარეობის ვიზუალურ ანაბეჭდის შექმნით დასრულდება. ტექნიკურ და კონცეპტუალურ ასპექტებზე მეტად, ვორქშოფის მონაწილეები ყურადღებას გაამახვილებენ საკუთარ ვიზუალურ პრაქტიკაზე და იმაზე, თუ რას ყვება მათ მიერ გადაღებული ფოტოები მათზე.

🗓 თარიღი: 5 სამშაბათი; 23, 30 ივნისი, 7, 14, 21 ივლისი
🕙 დრო: 19.00 - 22.00
სამუშაო ენა: ქართული
ასაკი: 18 - 25 წელი
📍ლოკაცია: თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის მედიათეკა (მ.კოსტავას #14, სასტუმრო "სტამბა", D ბლოკი);
ღირებულება: 450 ლარი (საფასურის დაფარვასთან დაკავშირებით მუზეუმი შეგეხმიანებათ არა უგვიანეს 19 ივნისისა)
📌რეგისტრაცია შესაძლებელია 18 ივნისამდე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeVrv4fJ45fqxwJA2B8hh6ZiyHFCOqjDMrWcvLKMdzKqRjrww/viewform

*
მასუ მწარიაშვილი მულტიმედია არტისტია, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, საქართველოში.
მასუს შემოქმედებითი პრაქტიკის ცენტრში პოსტსაბჭოთა ახალგაზრდობის ცხოვრებისა და მისწრაფებების კვლევაა.
2020 წელს მასუ მწარიაშვილი ბრენდის Reckless-ის წევრი გახდა და ფოტოგრაფიის პარალელურად ქმნის ტანსაცმელს შემოქმედებითი და თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სოციალური გაუცხოების დასაძლევად და ახალი სოცალური კუთვნილების შესაქმნელად, თანამოაზრეებს ეძებენ.

28/05/2026
გამოფენის Wonderers გახსნა📸ფოტოგრაფიის 200 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა სხვადასხვა თაობის ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფები...
18/05/2026

გამოფენის Wonderers გახსნა📸

ფოტოგრაფიის 200 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა სხვადასხვა თაობის ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფების ნამუშევრების მეშვეობით მედიუმის განვითარებაზე დაკვირვების მცდელობაა.

სხვადასხვა ისტორიულ პერიოდებში, თითქმის საუკუნის მანძილზე, შექმნილ ნამუშევრებს ერთი რამ აერთიანებს: ყველა ფოტო საქართველოშია გადაღებული. შესაბამისად, ვიზუალური ენისა და შინაარსების ვარიაციების ფონზე, ქვეყნის განვითარების კონტურებიც იკვეთება. ისტორიული მოვლენებისა და მის ცენტრში მყოფი ადამიანების ამსახველი დოკუმენტური თუ კონცეპტუალური გამოსახულების ერთიანობა ქვეყნის მრავალშრიან ვიზუალურ პორტრეტს ქმნის.

გამოფენა ყოველ დღე ღიაა და თქვენს ვიზიტს ელოდება🤍

~

Opening of the exhibition Wonderers📸

Dedicated to the 200th anniversary of photography, Wonderers explores the evolution of the photographic medium through the works of different generations of Georgian and international photographers.

Bringing together photographs created across nearly a century and through diverse historical periods, the exhibition is united by a single thread: every image was taken in Georgia. Through shifting visual languages and content, the exhibition traces the country’s transformation over time.
The convergence of documentary and conceptual images — depicting historical events and the people at their center — creates a multilayered visual portrait of Georgia.

The exhibition is now open every day of the week and waiting for your visit🤍

გამოფენა “მშვიდი მოძრაობები. Tranquil Motions” დასრულდა.მუზეუმი ახალი გამოფენით მალე დაბრუნდება, თვალი ადევნეთ ჩვენს სია...
04/05/2026

გამოფენა “მშვიდი მოძრაობები. Tranquil Motions” დასრულდა.

მუზეუმი ახალი გამოფენით მალე დაბრუნდება, თვალი ადევნეთ ჩვენს სიახლეებს🤍
~
Exhibition “Stille Bewegungen. Tranquil Motions” by Marcel Odenbach has come to a close.

See you very soon with a new exhibition 🤍
Until then, the museum remains closed.

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტილტიმედიის მუზეუმის სკოლა გიწვევთ ვორქშოფების სერიაზე “ადამიანები | ადგილები | ამბები”. ვორ...
21/04/2026

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტილტიმედიის მუზეუმის სკოლა გიწვევთ ვორქშოფების სერიაზე “ადამიანები | ადგილები | ამბები”.

ვორქშოფების სერია ხუთი დამოუკიდებელი, თუმცა ურთიერთდაკავშირებული შეხვედრისგან შედგება, აერთიანებს პრაქტიკულ და თეორიულ სესიებს და ვიზუალური თხრობის უნარების განვითარებაზეა ფოკუსირებული.

მენტორთან, მარიამ გიუნაშვილთან ერთად, მონაწილეებს საშუალება მიეცემათ დააკვირდნენ კადრის შექმნას რეალურ დროში - მაშინ, როცა არაფერია დადგმული და ყველაფერი მოძრაობაშია.

ყურადღება დაეთმობა არა მხოლოდ ტექნიკურ არჩევანს, არამედ იმ მყიფე მომენტს, როცა ფოტოგრაფი წყვეტს - ახლოს მივიდეს თუ უკან დაიხიოს, დაელოდოს თუ იმოქმედოს. მონაწილეები იმუშავებენ ცოცხალ გარემოში და გააანალიზებენ საკუთარ რეაქციებს პროცესში: რას აკეთებს შიში სხეულთან, როგორ ცვლის ინტუიცია გადაწყვეტილებას, როგორ მოქმედებს პირადი გამოცდილება იმაზე, რას ვამჩნევთ და რას - ვერა.

ვორქშოფი ეფუძნება მენტორის როგორც თვითნასწავლი ფოტოგრაფის მუშაობის მრავალწლიან პრაქტიკას, რომელმაც საკუთარი ხედვა და მეთოდი გარემოზე და შინაგან პროცესებზე დაკვირვებით შექმნა. ეს გამოცდილება აერთიანებს გარე სამყაროს სტიმულებზე რეაგირებას და შინაგან მდგომარეობას - იმ უნარს, რომ კადრი დაიბადოს არა მხოლოდ თვალით, არამედ განცდითაც.

🗓 თარიღი: ხუთი კვირა - 10, 17, 24, 31 მაისი და 7 ივნისი

🕙 დრო: 12:00 - 15:00

📷 საჭირო ინვენტარი: ციფრული ან ანალოგური კამერა (შესაძლებელია მობილური ტელეფონით მუშაობაც).

📍ლოკაციები:
- თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის მედიათეკა (მ.კოსტავას #14, სასტუმრო "სტამბა", D ბლოკი);
- თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის სკოლა (‘’რადიო სითი’’, ბარბარე ბარნაბიშვილის #3;);
- გასვლითი გადაღებების ლოკაციები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ღირებულება: 450 ლარი (საფასურის დაფარვასთან დაკავშირებით მუზეუმი შეგეხმიანებათ არა უგვიანეს 6 მაისისა)

📝სამუშაო ენა: ქართული & ინგლისური

👤ასაკი: 16+

დარეგისტრირდით 4 მაისამდე: https://forms.gle/4Nmi4StVgjFYKP8n9

Address

14 M. Kostava Str
Tbilisi
0108

Opening Hours

Monday 12:00 - 19:00
Tuesday 12:00 - 19:00
Wednesday 12:00 - 19:00
Thursday 12:00 - 19:00
Friday 12:00 - 19:00
Saturday 14:00 - 20:00
Sunday 14:00 - 20:00

Telephone

+995595091303

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tbilisi Photography & Multimedia Museum posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to Tbilisi Photography & Multimedia Museum:

Share

Category